მოგესალმებით,
ვეძებ ვებ დეველოპერებს სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ. მე თვითონ ვმუშაობ დეველოპერად მაგრად დრო აღარ მყოფნის ყველა შეკვეთის შესასრულებლად და ამიტომ გადავწყვიტე რომ ავიყვანო 1-2 დამხმარე დეველოპერი.
ვცხოვრობ კიევში, თბილისში 2-3 თვეში ერთჯერ ვხვდები. ეხლა ფრანგი აუტსორსინგ პარტნიორი მთავაზობს რომ უკრაინაში შევკრიბო ჯგუფი და პროგრამირებიდან პროჯექტ მენეჯმენტზე გადავერთო მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადავწყვიტე. თუ უკრაინაში არ შევკრებ ჯგუფს მირჩევნია რომ საქართველოში მყავდეს 1-2 სანდო დეველოპერი რომელთაც გადავცემ ზოგ პროექტს და ნელ ნელა უფრო და უფრო დავტვირთავ სამუშაოთი.
რაც შეეხება მოთხოვნებს:
არ მაინტერესებს არც თქვენი დიპლომი და არც ის სადმე გიმუშავიათ ოფიციალურად თუ არა. ჩემთვის მთავარია რომ გაგაჩნდეთ ცოდნა იმ სფეროში რომელიც მე მჭირდება, იყოთ ხელმისაწვდომი სკაიპში პროექტზე მუშაობის პერიოდში. კლიენტები არიან უმეტესად ავტრალიიდან, კანადიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან.
თქვენგან მჭირდება რომ იცოდეთ:
PHP(5) - საკმაოდ კარგად.
Html5/css3 - კროს ბრაუზერული და მობილური ინტერფეისების ასაწყობად.
java[ertad]script/jquery - საკმაოდ კარგად.
ajax - ცოტა მაინც

ვორედპრესი - რაც მთავარია ძალიან კარგად უნდა იცოდეთ ვორდპრესზე საიტების შექმა. პატარა პროქტებზე დასაშვების მზა თემპლეოტოს გამოყენება მაგრამ უფრო მსხვილ პროექტებზე მთლიანად 0-დან კორპორატიული თემფპეითის პროგრამირება.
ამის გარდა ფოტოშოპი იმ დონეზე რომ საიტის მაკეტი დაჭრათ და საჭირო ელემენტები ამოძვროთ პსდ ფაილიდან. ხო კიდე ინგლისურის ცოდნაა საჭირო იმ დონეზე რომ წაიკითხოთ და გაიაზროთ ტექნიკური დოკუმენტაცია.
რაც მთავარია ეს ყველაფერი მჭირდება პრაქტიკულ დონეზე. მჭირდება თქვენი ნამუშევრების ლინქები.
ეხლა რაც შეეხება გადახდას, ყოველ პროექტზე წინასწარ ვთანხმდებით ფასზე. პროქტის დასრულებისას გიხდით ვესტერნ უნიონით ან საბანკო გადარიცხვით. რაც შეეხება თქვენ საშემოსავლო გადასახადს, მაგას თქვენ თვითონ უნდა მიხედოთ, თუ არ მიხედოთ. არ ვიცი ქართული საგადასახადო კანონმდებლობა უცხო ქვეყნიდან მიღებულ გადასახადზე.
წინასწარ მაინტერესებს რა ფასად შეგიძლიათ პროექტების შესრულება ამიტომ თქვენს ნამუშევრებთან ერთად მომწერეთ რამდენად გააკეთეთ.
აქვე მოგწერთ რამდენიმე ბმულს, დაათვალიერეთ და მითხარით თქვენ რამდენად და რამდენ ხანში შეასრულებდით იდენტურ შეკვეთას.
adeletheron.com
onthegomimico.com
stantonrenaissance.com
bozzwords.com
studentcollegeconnect.com.au
kiiva.com.au
winaswar madlobas gixdiT gamoxmaurebisaTvis.
პატივისცემით,
the headhunter
* * *
მე აქ იშვიათად შემოვდივარ და თუ იქნება დაინტერესება მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე (info [ავჩარკა] everycode.net)