აწი ამ კითხვაზეც გეცოდინებათ პასუხი
სექსუალური ქალი:
1. ის ამოუცნობია
2. სექსუალური ქალი მშვენივრად შეიგრძნობს, თუ როგორ გაუმართლა მას ქალად რომ დაიბადა. არ აშინებს ქალური სისუსტეები, არ ანაღვლებს სილამაზის სტერეოტიპები, რომელიც ისეთივე წარმავალია, როგორც ზღვის შხეფი. იგი ქალურია და საკუთარ თავში 100%– ით დარწმუნებული. ისინი ბევრად უფრო სასურველნი არიან, ვიდრე პოდიუმზე მოსიარულე მაღალფეხება და ბრტყელმკერდა ქალები.
3. სექსუალურ ქალს პირადი ღირსების შეგრძნება სისხლში აქვს გამჯდარი. ეს თვისება გამოსჭვივის მის გამოხედვაში, თავის დაჭერის მანერაში, გაღიმებაში და ნებისმიერ მოძრაობაშიც კი. ის მამაკაცის მხრიდან ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას და პატივისცემას.
4. სექსუალური ქალი იგივეა, რაც ქალი – კატა. იგი ძალზედ მგრძნობიარეა და წარმოუდგენელ ენერგეტიკას ფლობს. მამაკაცები ამას გრძნობენ და როგორც შუქისკენ, ისე მიილტვიან ასეთი ქალებისკენ.
5 სექსუალური ჩაცმულობა – პარადოქსი ქალისთვის, რათა მოუნდეთ მისი გახდა. სექსუალური ქალის ჩაცმულობა ყოველთვის უტოვებს მამაკაცს ფანტაზიის საშუალებას, იფიქროს და გამოიცნოს ის, რასაც მისი თვალი ვერ ხედავს.
6. მსუბუქი ფლირტი მამაკაცთან - საუბრის დროს სექსუალური ქალი მოგებულია ისე, რომ კაცს ჰგონია მოგებული თავად არის. კაცს ეჭვიც არ ეპარება გამარჯვებაში, მაგრამ ნამდვილი ჯილდოს მფლობელი ქალია.
7. სექსუალური ქალისთვის მიუღებელია სიყალბე და უაზრო წუწუწნი. იგი არ აფრთხობს კაცებს მოჩვენებითი თავმდაბლობით. შინაგანი თავისუფლების მიუხედავად, იოლად მისაწვდომი არ არის.
8. სექსუალური ქალი გახსნილი და გულღიაა. მასთან საუბარი დიდი სიამოვნებაა, თანაც საუბრის წამყვანის როლს მამაკაცს აძლევს. არა იმიტომ რომ სულელია, პირიქით, იმიტომ, რომ ჭკვიანია. და ბოლოს, გვახსოვდეს, ღმერთმა ჯერ კაცი შექმნა, შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეუძლია მეტი და შექმნა ქალი!