temuckaდა არგუმენტი გაქვს იმის რომ არ არსებობს?
მოდი ასე დავსვათ საკითხი, რა არის ფაქტი:
1. სამყარო გონივრულადაა მოწყობილი, კანონები და ასე შემდეგ... მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე რაც ვიცით ჯერჯერობით...
2. არის თავისუფლება სრული, მაგრამ იმის ფარგლებში რომ თავს ზემოთ ძალა არ არის... მაგალითად მე თუ მინდა უცებ გამვლელს ჩავარტყავ თავში რაღაცას და მოვკლავ, მაგრამ როგორც არ უნდა მინდოდეს მკვდარს ვერ გავაცოხლებ, ან ძრავის და აპარატის გარეშე ვერ ვიფრენ(ჯერჯერობით მაინც) და ასე შემდეგ... ანუ სწორედ ეს ფარგლები ვიგულისხმე...
3. ხდება ბვრი ბოროტება ამ თავისუფლების გამო, მაგრამ ეს არის არამხოლოდ თავისუფლების გამო, არამედ იმიტომ რომ ადამიანები არიან ეგეთები, ან ცხოვრებამ მოუტანა მათ კრიმინალი...
4. ფასდება სიკეთე, მაგრამ უმეტესწილად იმიტომ რომ იყოს ნორმალური ცხოვრება და ადამიანები ესწრაფვიან სიმშვიდეს, რომ ვიღაც არ მივარდება და არ მოკლავს უცებ... ამიტომ საზოგადოება ადგენს კანონებს რომ მოიშოროს სიმშვიდის დამრღვევი...
აქედან გამომდინარე არის საჭირო რელიგიის გამოფიქრების... რომ ადამიანებს ჰქონდეთ რამე ავტორიტეტი, თორემ ჩემი ნათვამIთ- არ მოკლა თქო, ცხადია არავინ იხელმძღვანელებს.
თან კრიმინალსაც აწყობს კანონები, თორემ ყველა რომ კრიმინალი იყოს ეგ ვის აწყობს? კრიმინალს უნდა რომ მოიპაროს და მერე იცხოვროს მშვიდად.

სულ დევნაში ყოფნით სიამოვნებას ვერ მიღებ, გამონაკლისების გარდა.
აქ უკვე ორი რამე გვაქვს:
1. ქმნილება, რომელიც შეიძლება მოწმობს რომ ჰყავს შექმნელი...
2. აუცილებლობა იმისა რომ ქმნილებას ყავდეს შექმნელი, რადგან მხოლოდ მისი კანონები იქნება ავტორიტეტული...

თუ თვლით რომ აუცილებლობა არაა, და ზომბირებული ათეისტური საზოგადოება გინდათ სადაც სიკეთეს ადამიანი იმიტომ ჩადის რომ მშობელი ეუბნება და მთავრობა და არა ღმერთი, კი ბატონო.

სულიერი განვითარება არის სწრაფვა ღვთიურისკენ და არა ადამიანურისკენ.

ეხლა გავდივარ, და ამით დავასრულებ, პასუხების მერე განვავრცობ.

მალე მოვალ.
This post has been edited by OtherguyL on 29 Sep 2009, 16:12
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.