ბატონო თემარტ, რაც მაღლივის სინათლემ დაგტოვათ და სხვაგან ბჟუტავს ვადაგასული დიოდივით, რაღაც საეჭვოდ გეშლებათ ხოლმე განყოფილებები.

თუმცა წინასაარჩევნო პერიოდშიც ამ მხრივ საკმაოდ გულმავიწყი ბრძანდებოდით...
თემას რაც შეეხება - ანცების დროს ხომ სულ ფხიზელი იყო მიხეილ აღმამკერებელი და მოსვენებას არ აძლევდა საკუთარ თავს მოქალაქეთა უფლებებისა და სიცოცხლის დაცვის ზრუნვით პირგამშრალი.
ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა უკანასკნელია (თუ საერთოდ არის გათვალისწინებული) ქვეყანაში, რომელიც უნდა გაბრწყინდეს და მოქალაქეებს არც თქვენი სათაყვანებელი აშშ-ს ბაცილას მსგავსი მფრინავი დემოკრატია უშველის და მითუმეტეს არც ძირგამძვრალი რუსული ჩექმა.
ერთნი არიან ორივენი (ქოც-ნაცები) და მათი ერთობა საკუთარი ვნებებისა და აღტკინებების დაკმაყოფილებაში ვლინდება, ხოლო მათი დაპირისპირება კი ძალიან ჰგავს ანთროპოცენტრიზმს, რის გამოც საკმაოდ ძნელია გაარკვიო ასეთი ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი ჰიბრიდის არსი, თუ საერთოდ რაიმე წარმოიქმნა.
ასე რომ დირეს ძებნისას ნაცპარტიული "ინდიანა ჯონსობა" ცოტა არ იყოს უხერხულია, როდესაც ქვეყნის მართვისას ნაცთა "ფხიზელ" თვალებში აქლემთა კასკადი იყო.
This post has been edited by passko on 4 Mar 2014, 18:14