ჩინეთს სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის სასაზღვრო ომი
მაღალმთიან რაიონებში 1962 წელს დაიწყო.
სადავო იყო საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ყოფილი ინგლისის
ინდოეთსა ტიბეტს შორის. კერძოდ ორი მონაკვეთი: პირველი
რომლის მოცულობა იყო 512კვადრატული კილომეტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთ
ქაშმირში ასევე ცნობილი როგორც აქსაი-ჩინი მეორე ნაწილი რომელიც
ჩრდილოეთით თანამედროვე არუნაჩალ-პრადეშის შტატშია, მოიცავს
88,88 კვ კმ და მთელი საზღვრის გასწვრივ 700 კმ იკავებდა.
კონფლიქტი დაიწყო მაშინ როდესაც ინდოეთმა აღმოაჩინა რომ
ჩინეთის მიერ აშენებული იყო გზა აქსაი-ჩინის გავლით ტიბეტთან მისასვლელი
გზის გასაადვილებლად...
სკანდალის პროცესში ჩინეთმა ინდოეთს სანაცვლოდ აღმოსავლეთით
სადავო ტერიტორიები შეთავაზა.(ბევრი ექსპერტი დღემდე თვლის რომ
ეს ყოველივე საბაბი იყო ხოლო მიზეზი იმაში მდგომარეობდა რომ
ინდოეთმა დალაი ლამას პოლიტიკური თავშესაფარი მიცა).
კონფლიქტი: უშუალოდ პირველი შეტაკებები ჯერ კიდევ 1960 წლის ივლისში
დაიწყო, თუმცა ეს არ იყო კონფლიქტის მძაფრი ფაზა.
1962 წლის შემოდგომით(20 ოქტომბერი)
კონფლიქტი გაღრმავდა და ჩინელებმა შეტევა მიიტანეს
ინდოელთა პოზიციებზე დხოლაში და ქხინზემანზე შემდე კი განახორციელეს
მასირებული შეტევები სხვა ორ ფლანგზე: ჩრდილოეთით თავანგზე ბულმიდან,
დასავლეთით კი თავს დაესხნენ ინდურ ჯარის ნაწილებს რომლებიც სასწრაფოდ
იხევდა უკან ნიამკაჩუსაკენ(დხოლასთან ახლოს).
ამ შეტევების შემდეგ რამოდენიმე დღით შეწყდა საბრძოლო მოქმედებები.
14 ნოემბერს ბრძოლები განახლდა, გავრცელდა აღმოსავლეთით ვალონგის
საქტორზე და ჩრდილოეთით ლადაქხში, ჩუშულსა და რეზენგ ლაში სადაც ჩინელებმა
ალყა შემოარტყეს ინდურ პოზიციებს.
20 ნოემბერს ჩინელებმა თითქმის ბოლომდე გაანადგურეს კემონგის და მეოთხე ქვეითი
ინდური დივიზიები. ბრძოლები მიმდინარეობდა ჩრდილო აღმოსავლეთშიც ლადაქხთან
და რეზენგ ლასთან სადაც მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.
1962 წლის 21 ნოემბერს ჩინეთის რადიომ გამოაცხადა ცეცხლის ცალმხრივი
შეწყვეტის გადაწყვეტილება.
მაოს ეგონა რომ ამ კონფლიქტში როგორც ყოველთვის მას სსრკ დაეხმარებოდა
მაგრამ ინდოეთთან მეგობრობის გამო საბჭოთა კავშირმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
სწორედ ამ ფაქტორს თვლიან კონფლიქტის შეჩერების მთავარ მიზეზად.
გარდა ამისა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ დაიწყო ინდოეთის იარაღით მომარაგება.
საბოლოო ჯამში კონფლიქტი დასრულდა მაგრამ დღესაც არსებობს სერიოზული
ურთიერთ პრეტენზიები ამ ორ ქვეყანას შორის, საზღვრების
დემარკაციის საკითხებში.
ამ მოვლენებს ჟურნალმა ნიუსვიქმა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა:
китайско-индийской войны 1962 года
http://rus.ruvr.ru/2012_10_30/Kak-vojuet-K...ojni-1962-goda/ This post has been edited by urfinjus8 on 30 Apr 2014, 12:26
მიმაგრებული სურათი