#40067871 · 3 Mar 2014, 22:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არავითარ შემთხვევაში უკრაინა არ უნდა ჩაებას პირდაპირ ომში რუსეთთან!
მოგეხსენებათ, რომ უკრაინამ დათმო ბირთვული შეიარაღება იმის ხარჯზე, რომ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად ჩადგნენ სხვა ქვეყნები, ამერიკა, ბრიტანეთი, რუსეთი ...
რას ნიშნავს ასეთი დონის შეთანხმება?
დავუშვათ და შეთანხმების მერე ინგლისელებს ეთქვათ, რომ შეგვეშალაო და კენისგსბერგში(კალინინგრადი) შესულიყვნენ. ალბათ სტალინი მათ ომს გამოუცხადებდა. არა იმიტომ, რომ ეს მიწა ამდენს უღირდა, არამედ ასეთი დონის შეთანხმების დარღვევის გამო. ასეთ დარღვევებს ყოველთვის უმკაცრესი რეაქცია მოყვება ხოლმე და დიქტატორული რეჟიმებიც კი ადვილად ვერ ბედავენ მსგავსს.
რუსეთი დღეს კონფლიქტშია არა მარტო უკრაინასთან, არამედ ამერიკასთან, ბრიტანეთთან და შესაბამისად მსოფლიოს უდიდეს ნაწილთან.
ოფიციალურად!
რუსეთის ადგილზე სხვა პატარა ქვეყანას ჩაყლაპავდნენ ამის გამო, რუსეთთან კი უკიდურეს ეკონომიურ სანქციებზე და ემბარგოებზე ნაკლებს არ დასჯერდებიან. ეს მათი ოფიციალური ვალდებულებაა, გამორიცხულია ამ ვალდებულებაზე უარის თქმა.
სხვა საკითხია, რომ ყველას აწყობს რუსეთის რაც შეიძლება ბოროტ დამპყრობლად გამოყვანა. ამიტომ მას საკმაოდ აცლიან, მაგრამ არა იმდენად, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქროს. შეიძლება რუსეთმა ვერასდროს გაბედოს ყირიმის ოფიციალური წართმევა, ან დამოუკიდებლად აღიარება, მაგრამ მუდმივად ასეთ მდგომარეობაშიც ვერ გაძლებს, ძალიან დიდი ზარალი ექნება. ამიტომ მათი საუკეთესო შანსია უკრაინის ახლანდელი მთავრობა უკანონოდ გამოაცხადოს და შეცდომები დაშვებინოს.
რა უნდა ქნას უკრაინამ? მათი საუკეთესო ქმედებები იქნება: 1. მობილიზაცია გამოაცხადოს და მოიყვანოს ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. 2. მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაამყარონ მკაცრი წესრიგი, დაიცვან სრული კანონ-მორჩილება. 3. ოკუპირებულ ტერიტორიებთან განალაგონ ჯარი მაქსიმალურ თავდაცვით მდგომარეობაში. 4. მსოფლიო ორგანიზაციების რეაგირების მერე, როცა ყველა ქვეყანა დააფიქსირებს თავის პოზიციას, წაუყენონ მკაცრი მოთხოვნები რუსეთს. 5. თანდათან დაიწყონ საომარ მოქმედებებზე გადასვლა, მკაცრი ორგანიზებისა და უცხოელებისგან დახმარების მიღების პირობებში.
მართლაცდა, რატომ უნდა შეყო თავი ომში და დაკარგო უამრავი სიცოცხლე ოკუპანტის ნიღბის ჩამოსახსნელად, როცა შეგიძლია ამ ომში თავი გააყოფინო მთელ მსოფლიოს და ნიღაბი კიარადა ტრუსიკი ჩახადო რუსულ დერჟავას ...
|