გთავაზობთ ირანდა კალანდაძის საინტერესო სტატიას საერთო გაზეთიდან:
6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა დატოვა. 7 იანვარს კი სრულიად ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. იმ დღეს საპატრიარქოში დიდი წვეულება გამართულა და როგორც ამბობენ, გამარჯვებული წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და სამღვდელო პირები, ვინც უზენაესი საბჭოსა და ზვიად გამსახურდიას მმართველობის დამხობას გულის ფანცქალით ელოდნენ კათოლიკოსს სიხარულით ულოცავდნენ თურმე: აღსრულდა, განვდევნეთ სატანა საქართველოდან, გიხაროდენ უწმინდესო, ერო და ბეროო. როგორც ამბობენ, მილოცვას სიამოვნებით იღებდნენ მაშინ საპატრიარქოს რეზიდენციაში. ყველა ნასიამოვნები და გახარებული იყო თურმე, არადა, უკვე შექმნილი იყო, სიგუა-კიტოვან-იოსელიანის “სამხედრო საბჭო”, არებობდა ეროვნული გვარდია, რომელსაც მერე სხვა სასტიკ მკვლელობებთან ერთად `ზუგდიდის ბატალიონის~ წევრთა ავტობუსში სასტიკად ჩაცხრილვა დაედო ცოდვილ კისერზე.
1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის გამზირზე “მხედრიონის” და გვარდიის მიერ უკვე იყო დახვრეტილი ზვიადისტების მანიფესტაცია.
უკვე შექნილი იყო “მხედრიონი”, რომელიც გვარდიის მსგავსად თითქმის ორი მესამედით ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან შედგებოდა, ვინც ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან ამნისტიით გამოუშვა გადატრიალების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ეს ის მხედრიონი და გვარდიის ნაწილებია, რომლებიც შემდეგ უკვე ხუთჯერ მოაოხრს და გადაწვავს მთელ სამეგრელოს.
იმ პერიოდში საქართველოს ნგრევამ შეუქცვადი ხასიათი მიიღო და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი კლასიკური გაგებით, სამოქალაქო ომით მხოლოდ ქართველებმა დავანგრიეთ საკუთარი სამშობლო.
ამ საშინელი ომის მაპროვოცირებელთაგან ზოგი ცოცხალია, ზოგი _ გარდაცვლილი, სიგუა თბილისში “განისვენებს”, კიტოვანი _ მოსკოვში, ჯაბა იოსელიანი _ ედუარდ შევარდნაძის ნებით და პატრიარქის კურთხევით დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მიუხედავად პატრიარქის მადლიანი ლოცვა-კურთხევისა, დარწმუნებული ვარ, ჯაბა იოსელიანი ღვთის წინაშე მაინც ქართველების სისხლში ამოგანგლული წარსდგებოდა, რადგან ამ “საქმეს” ის სიცოცხლეში უმაღლესი ცინიზმით და სიამოვნებით აკეთებდა თურმე.
მაგრამ მანამდე, სანამ ჯაბა იოსელიანი თავის ცოდვილ სულს მიქელ-გაბრიელს ჩააბარებდა, 2000 წელს კონკორდატთან დაკავშირებით შეხვედრაზე, რომელშიც “მხედრიონის” ლიდერები ჯაბა იოსელიანი და დოდო გუგეშაშვილი, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ასევე პატრიარქის კურთხევით გიორგი ანდრიაძე მონაწილეობდა, ჯაბას განუცხადებია: ზვიად გამსახურდიას დროს, როცა მძიმე დღეები გვედგა, ილია II-მ შემოგვთავაზა “მხედრიონი” საეკლესიო ჯარად გადავაკეთოთო. ამ გამოწვდილ ხელს ვერასდროს დავივიწყებთო, უთქვამს მას და კატეგორიულად მოუთხოვია საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება.
ამბობენ, რომ პატრიარქი და “მხედრიონის” ლიდერი ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს მოწყალე თვალით უყურებდნენო. ჯაბა იოსელიანს, კიტოვანს, სიგუას და შემდეგ შევარდნაძეს ხშირად ხედავდნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის გვერდით.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ, პატრიარქი არასახარბიელო გარემოცვაშია მოქცეულიო. როგორც ჩანს, წლების წინ ვიწროვდებოდა მის გარშემო ავბედითი რკალი. სამწუხაროდ, მას კომუნისტური მმართველობის დროს უმაღლეს ეშელონებთან მეგობრობაში, შემდეგ პუტჩისტებისადმი თანაგრძნობაში, ედუარდ შევარდნაძის ნათლობაში და იმაშიც სდებენ ბრალს, გაავსო ეკლესია უღირსი ღვთისმსახურებისგანო, წლების მანძილზე საპატრიარქოსა და ეკლესიის სახელზე უცხოეთიდან მრავალი ათასი ტონა ტვირთი იგზავნებოდა, სიგარეტით და სხვა საწამლავებით სავსე, რადგან საპატრიარქოსთვის კუთვნილი ტვირთი არ იბეგრებაო, ეკლესიაში მამათმავალი, მრუში, ნაციხარი, კრიმინალური მამების მღვდელთმსახურნი მომრავლდა, რომელთაც არაეთხელ შეუყვანიათ საკურთხეველში დედაკაცი, სასიყვარულო ურთიერთობებისთვისო…
ალბათ, ამის შედეგია, რომ უწმინდესი ახლა ძალიან ცუდ გარემოცვაში არის მოქცეული და როგორც ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მაგრამ სანამ პატრიარქი ცოცხალია და ღმერთი კიდევ დიდხანს სიცოცხლეს მიანიჭებს, მანამდე ხშირად იხსენებენ პატრიარქის ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს, რასაც საქართველოს სავალალო შედეგები მოჰყოლია შემდეგ…
დღეს ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები უკვე იმაზე მიანიშნებენ, რომ მხცოვან პატრიარქზე სააკაშვილმაც იძია შური და შურისძიების სამ მიზეზსაც ასახელებენ. პირველი _ 2009 წლის აპრილში პატრიარქის მიერ სააღდგომო ქადაგებისას გაკეთებული განცხადება, როცა მან ქართულ ჯარს მიმართა და ურჩია: ჯარისკაცის წმინდა მოვალეობა სამშობლოს დაცვააო. მეორე _ ნინო ბურჯანაძის და პატრიარქის ურთიერთობა, რაც სააკაშვილის პროვოცირებას ახდენს, მესამე _ სააკაშვილი ვერ პატიობს პატრიარქს 26 მაისის აღლუმზე დაუსწრებლობასო.
ეკლესიას ყოველთვის და ყველა დროში საერო ხელისუფლებაზე უფრო დიდი ძალაუფლება აქვს და თუ იგი ამ ძალაუფლებას საკუთარი ნებით არ დათმობს, ვერარა ძალა მას ვერ მოერევა. მაგრამ, სამწუხაროდ, როცა რაიმე დათმობებზე მიდიხარ, რაღაცაზე თვალს ხუჭავ, ეს ნახევრად ნორმალური სააკაშვილი ამბიონზე აგყავს და მოძღვრის ქადაგების მაგივრად მის სატანისტურ ლექციებს ასმენინებ ძალაუნებურად მრევლს, რომელსაც ეკლესიაში სალოცავად მისულს სააკაშვილის ზომბირებული დაცვა მიფერთხ-მოფერთხავს და კუთხეში მიამწყვდევს ხოლმე ქათმებივით, როცა ეკლესიის უზენაეს ავტორიტეტს საერო იერარქიის შემთხვევით პირებს ათელინებ, მაშინ წრეც შეიკვრება ეკლესიის გარშემო, ათასი სახის ჭორიც აგორდება და საბოლოოდ ცხვრებიც დაიფანტებიან, რომლის მწყემსიც სამწყემსურის ნაცვლად მგლის ბუნაგს შესცქერის სასოებით…
-ირანდა კალანდაძე
ესეც წყარო:
http://saertogazeti.wordpress.com/tag/%E1%...83%98%E1%83%90/
მიმაგრებული სურათი