საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" მ ი მ ა რ თ ვ ა !
აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს !
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს კახა კუკავას !
სხვა ოპოზიციურ პარტიებს!
აჭარის პროკურატურას!
ქვემოთ მოყვანილ სურათში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მერაბ ღოღობერიძის( ის ასევე არის საჯარო მოხელე, ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი) ფეისბუქ სტატუსია ატვირთული. ეს ტექსტი შეიცავს სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და სიბილწის პირდაპირ გამოვლინებას, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიმართ, აგრეთვე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიმართ, აქვე მოხსენებულია საქართველოს პრემიერ მინისტრი. ეს არის წინასწარგანზრახული პროვოკაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან მმართველი ძალისადმი რაც უნდა გაპროტესტდეს.
მიგვაჩნია რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან მსგავსი სიტყვიერი შეურაცხყოფები ( რომელიც დედის გინებიდან ოჯახის გინებაში გადაიზარდა) ხელს არ შეუწყობს წინასაარჩევნო გარემოს და უფრო მეტიც ის დანერგავს უმსგავსო ჩვევას და უფრო გლობალურ სახეს მიიღებს, საიდანაც მივიღებთ მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გინების და უხამსი ენით საუბარს, რაც ქვეყნას წინასაარჩევნოდ ამოაგდებს ყოველგავრი დემოკრატიული ჩარჩოებიდან!
ასევე ვთხოვ დეპუტატებს ჩაყენონ საქმის კურსში პროკურატურა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დაისაჯოს კანონის შესაბამისად!
ვინაიდან და რადგანაც არასამთავორბო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ამ მიმართვას არ გამოემხაურენ ( ეს მიმართვა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 1 თვის წინ), ვინაიდან და რადგანაც მათ არ გააპროტესტეს საჯარო სამსახურის თანამშრომელის, ან თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის მერაბ როღობერიძის ქმედებები, მე ვიტოვებ უფლებას ვივარაუდო, რომ ზემოთხსნებეული არსამთავრობოები და ჟურნალისტები არიან არა მარტო სუბიექტურები, არამედ ღოღობერიძის ქმედებები პროვოცირებული და მართულია მათ მიერ, ისინი არიან ჩართული პოლიტიკურ ინტრიგებში და იქცევიან უნამუსოდ, რასაც ჩვენ აუცილებლად გვარებით და სუბიექტებით საზოაგდოებას ვამცნობთ. კობა ადეიშვილის (უმაღლეს საბჭოს თაბნამშრომლის) ქმედება რომელიც ღოღობერიძის ქმედებასთან ახლოსაც ვერ მივა დიდი რყევები და შეშფოთებები გამოიწვია არასამთავრობო სექტორში, ახლა კი ხმას არ იღებენ, ასე რომ ეს მოსული ყოფილა. ნებისმიერ საჯარო მოხელეს თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერ უფლება აქვს ნებისმიერ ჟურნალისტს დედა შეაგინოს,. ჩვენ გვერდში დაგიდგებით რა პრობლემაა, ეს არ ყოფილა პრობლემა, მიდით აგინეთ გზა ხსნილია.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=469...&type=1&theater This post has been edited by bmwkim687 on 28 Feb 2014, 13:02
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი