სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულის გარდაცვალება პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა.
"2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-avrcelebs.htmlარ შეიძლება ბარდაგის დაშვება ციხეებში.