ეს რასაც აქ ვწერ, გადმომაქვს სიტყვა სიტყვით, იმ კომენტარისა რაც ჩვენს გვერდზე დაიწერა, შეაფასეთ იქნება არის რაიმე სიმართლე
http://www.telavi.net/article.php?sid=91დავით მიხვდები ალბათ, ვინც ამას გწერს, რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა ჩემი სახელი, არ ვიცი როგორც გინდა ისე ჩამითვალე, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. მიზეზი ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ამ გვერდის არა პოლიტიზირებაა.
ახლა წერილის შესახებ, სიმართლეს გეტყვი შენმა წერილმა გული დამწყვიტა, არა იმიტომ რომ მთლიანად გეთანხმები, არამედ შენი წარსული გამახსენდა და ჩვენი უახლოესი ისტორია, ის ყველაფერი თუ რა განიცადა აფხაზეთმა.
დღევანდელობა მე ცოტა სხვანაირად მესმის, მოდი დავიწყებ იქიდან თუ რა შეიძლება მომხდარიყო, თუ არავითარ გაყალბებას არ ექნებოდა ადგილი. მოხდებოდა ალბათ ის, რომ ყველა პარტია გაიყოფდა მეტ ნაკლებად პარლამენტში ადგილებს და უმრავლესობა დარჩებოდა აღორძინების კავშირიდან, რადგან ასლანა ამას როგორ მოახერხებდა, არ უნდა იყოს რთული გასაგები და შემდეგ თუ საით წავიდოდა საქართველოს კურსი არც ესაა რთული გასაგები.
ჩემის აზრით ეს ყველაფერი რაც ასე უცბად მოხდა იყო წინასწარ, დაახლოებით 99 წლის შემდეგ დაწერილი სცენარი. რატომ 99 წელი? იმიტომ, რომ მაშინდელმა არჩევნებმა (ასევე გაყალბებულმა, მაგრამ არა მთლიანად, გამოჩნდა ორი ძლიერი მხარე- სამთავრობო და აღორძინება, )დაანახვა მათ ვინც დღეს ეს გაითამაშეს ის ძალა თუ ვინ შეიძლება შემდეგ არჩევნებში მოსულიყო.
ამის შემდეგ არც სცენარის დაწერა იყო რთული, უფრო რთული მისი დანახვა იქნებოდა. ჩემი დამოკიდებულება შევარდნაძის მთავრობისადმი შენ მეტნაკლებად მგონია იცი, ჯერ 30 წლის არ ვიყავი, რომ სამი ომი მქონდა გადატანილი, დია სამი. არ გაგიკვირდეს, მაგრამ ეს ასეა (ავღანეთი, თბილისი და აფხაზეთი). პირველში გასაგებია ალბათ ყველაფერი, აი მეორეში როგორ აღმოვჩნდი? ეს კი 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც ბევრი ჩემი ახლობელი ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და ახლაც მიმაჩნია რომ სწორე მიმართულება მარგუნა ღმერთმა, მიმაჩნია იმიტომ რომ იმ დაწყევლილ თბილისის ომში გჯერა თუ არა იარაღი არ მჭერია და მაინც ვიდექი იქ სადაც უნდა ვმდგარიყავი, მე ჩემი თვალებით ვნახე 23 დეკემბრის ღამეს, თუ როგორ შემოგვიტიეს რუსებმა ბეტეერებით ჩიტაძის ქუჩაზე, ამას ახლაც ვერ ვიტყოდი დანამდვილებით თუ არა იმ ორი რუსი ჯარისკაცის სიკვდილი, რაც ჩემი თვალებით ვნახე. ისიც იყო ჩემთვის კარგად ცნობილი, თუ რატომ დაიწყო 21 დეკემბერს ომი(ალმაატაში ხდებოდა სნგ ხელმოწერა).
მას შემდეგ დრომ განვლო, მაგრამ ამას რა დამავიწყებს და ამას როგორ ვაპატიებდი შევარდნაძეს. ამის შემდეგ იყო აფხაზეთი (გაყიდული), გაგრა 3 სექტემბერი, სოხუმი. მოკლედ ამას იმიტომ გეუბნები რომ შევარდნაძის მომხრეობა რომ არ იფიქრო ჩემი.
ახლა ისევ ამ სცენარის შესახებ:
მოკლედ ჩემის აზრით, შევარდნაძემ გადაწყვიტა ძალაუფლება გადაებარებინა იმ ძალისათვის, რომელიც მას პირადად მომავალში პასუხს არ მოთხოვდა, გაითამაშა ელცინ-პუტინის ვარიანტი ცოტა განსხვავებით, ამასთანავე მან შემოიკრიბა ახალ არჩევნებში ყველა ის ნაგავი, ვინც ამ ბოლო წლებში საქართველოს უბედურებაში იღებდა მონაწილეობას, გადახედე სასტავს, თითქმის თბილისის ომის ყველა მონაწილე, ვინც მაშინ ზვიადას და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, თუ რა მეთოდებით ამას მნიშვნელობა არა აქვს, შემდეგ შევარდნაძემ შეარჩია სცენარის მთავარი მოქმედი პირები და დაიწყო მათი რეკლამირება.
განსაკუთრებით არჩევნების ბოლო დღეებში შევარდნაძე უშვებდა ისეთ შეცდომებს, რაც მის ხასიათს არ შეესაბამებოდა, ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ სააკ-ნინო-ჟვანიას შექმნოდათ ხალხში ავტორიტეტი, თუ არა ეს რამ გამოიწვია, იგივე მარნეული თუ ბათუმის, ანდა ტელევიზიის დირექციის შენგელიას გადადგომა, ზუგდიდში ვითომ სროლების მოწყობა,(შემდეგ მასკის მოხდა და გარკვევა თურმე შევარდნაძე აწყობს ამას) და ბევრი კიდევ სხვა რამ. ეს იმიტომ გააკეთა რომ უნდა წასულიყო და ყველა ეს ხალხი გაეყოლიებინა თან, ამით ორ კურდღელს იგებდა, პირველი ის რომ საქრთველოს შეიძლებოდა მომავალი ცვლილებები მართლა წასდგომოდა და მეორე კი თავისი სამომავლო ავტორიტეტი, თუ ეს ჩემი აზრი გამართლდება როდისმე, მას ქართველი ხალხი აღიარებს როგორც "გმირს", მიუხედავად მისი წარსულისა..
ახლა უფრო ახლოს, თუ გახსოვს ახალი პარლამენტის შეკრებაზე ქვორუმს ვერ ასრულებდნენ და ილოდებოდნენ, აი ეს უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით ის დრო, როდესაც უნდა შესულიყო სააკაშვილი, მაგრამ მან ცოტა დაიგვიანა და ამით უხერულობაც შეიქმნა, მიუხედავად იმისა რომ არჩევნები მართლა გაყალბდა, შემდეგ უზენაესის გადაწყვეტილებით უშველეს თავს..
ახლა აჭარის საკითხი.ö ედიკამ ასლანა გააშიშვლა, არა ჩვენს თავში არამედ მსოფლიოს თვალში, და თუ ვინმეს კიდევ ასლანასთან რაიმე კავშირი სურდა, არა მგონია რუსეთის გარდა ვინმე გამოჩნდეს..
არც დაკარგულად მიმაჩნია აჭარა, პირიქით დაკარგული აქამდე იყო, ეგაა რომ ვიზა არ გვჭირდებოდა, თორემ სხვა პირადად ჩემთვის უცხო იყო, ახლა თუ ასლანა ჩაიდენს იმ იდიოტობას რასაც აპირებს, თვიოთონვე წააგებს, დავიწყოთ თურქეთით- თურქეთს საქართველოს გარეშე აჭარა საერთოდ არ აინტერესებს თუნდაც იმიტომ რომ იქ რუსის ჯარი დგას და მეორეს მხრივ თურქეთი და ამერიკა ეს ორივე ერთი კურსია საქართველოსათვის, ცოტა უხეში გაგებით..
ახლა ჩაიკეთ ვთქვათ აჭარა, საიდან ან ვისგან მიიღებენ რაიმე შემოსავალს? დავით იცი რომ რაც აფხაზეთი დავკარგეთ, ასლანას შემოსავალმა თბილისელი დამსვენებლებისაგან 10 და უფრო მეტადაც მოიმატა, ახლა ვინ ჩაუვა, რუსი?, რაღაც არ მგონია
და კიდევ რუსებს უკვე აქვთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მათ აჭარა სხვანაირი ჭირდებათ, ისეთი, რომელიც ჩვენს პარლამენტში იქნება შესული, ხომ უნდა გვიჯიკან რამენაირად.
.
ასე რომ დავით ჩემის აზრით ედიკამ გადაგდო, როგორც რუსეთი, ასე ასლანა და არა მგონია უარესობისაკენ წავიდეს ჩვენი საქმე, ვნახოთ დაველოდოთ მომავალს, ღმერთმა ქნას ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდეს ჩვენთვის.