ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გამგეობებისგან განსხვავებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შტატები მნიშვნელოვნად არ დამატებულა. 2011 წელს გამგეობაში დასაქმებულთა რაოდენობა 224-ს შეადგენდა, 2012 წელს _ 228-ს, ხოლო ამჟამად 227 ადამიანია დასაქმებული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დასაქმებულთა პირადი საქმეები სრულყოფილად მოგვაწოდა. ყველა დანიშნულ პირს წარდგენილი აქვს ნასამართლეობის შესახებ ცნობა.
რაც შეეხება დასაქმებულთა მიერ შევსებულ ცვ-ებს. ვერ ვიტყვით, რომ შთამბეჭდავია _ "მამლობითი", "დედრობითი" სქესის ადამიანები, "ბუხ.ეკონომისტი", "მზარეულ მშენებელი" _ ეს ყველაფერი დღეს უკვე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიერ დაწერილი განცხადებებიდანაა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები პაატა ნიკოლაიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ: "გთხოვთ, დამასაქმოდ სპორტისა და კულტურის ძეგლთადაცვის ახალგაზრდულის საქმეთა სამსახურში მთავარ სპეციალისტად". განცხადება 2013 წლის 7 ოქტომბერს არის რეგისტრაციაში გატარებული. მეორე დღეს კი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კონსტანტინე შარაშენიძეს დანიშვნის ბრძანება აქვს დაწერილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამსახურს "სპორტისა და კულტურის ძეგლთადაცვის ახალგაზრდულის საქმეთა სამსახური" კი არა, "კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური" ჰქვია.
ლიხაურის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, კახაბერ გობრონიძის მიერ შევსებულ CV-ში, რომლის კვალიფიკაცია "ორგანიზატორ-ბიზნესმენი" ყოფილა, სამუშაო ადგილად "ინდივიდუალური მეწარმე" წერია.
კონსტანტინე შარაშენიძის #373 ბრძანების თანახმად, ფატყუმე ფუტკარაძე მერიის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად არის დანიშნული.
განცხადებაში, რომელიც თან ერთვის დანიშვნის ბრძანებას, ვკითხულობთ:
"ბატონი კონსტანტინე შარაშენიძეს. სოფ მერიაში მცხოვრები ფატყუმე ფუტკარაძის განცხადება.
მაქვს უმაღლესი განათლება და პროფესიით მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ვარ უმუშევარი და გთხოვთ დამასაქმოთ მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობაზე".
ქალბატონი ფატყუმეს მიერ შევსებულ CV-ში, გრაფაში სქესი, წერია: "დედრობითი"
დოკუმენტაციას თან ახლავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაცემული ცნობა.
"ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ფატყუმე საღდადინის ასული სურმანიძე 1968 წელს ჩაირიცხა ბათUმის შOთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაიშვა სახელმწიფო გამოცდებზე 1974 წელს და განმეორებით 1976 წელს.
სახელმწიფო გამოცდებზე გამოუცხადებლობის გამო ფ. სურმანიძეს არ მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია", _ ვკითხულობთ ცნობაში.
"დაუმთავრებელი უმაღლესი" _ ასე უწერია განათლების გრაფაში მთისპირის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ქეთევან ჯინჭარაძეს.
არჩილ ხარაბაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტია. იგი სპეციალობით "მზარეულ-მშენებლია". სამუშაო გამოცდილებაში კი უწერია: "ნამუშავარი კაფებარი, კოლმეურნეობა, სასადილო" ოჯახური მდგომარეობის გრაფაში ვკითხულობთ: "ცოლშვილი, 3-შვილი"
დაბა ნასაკირალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის, თამაზ ირემაძის CV-ში (რომელიც, განცხადების თანახმად, "ვაკანტუ თანამდებობაზე" ითხოვს დანიშნვას) სქესის გრაფაში წერია: "მამლობითი".
ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის, გოჩა თვალავაძის CV-ში მითითებულია, რომ პროფესიით "ბუხ. ეკონომისტია". იგივე აქვს მითითებული სამსახურის დაწყების თხოვნით დაწერილ განცხადებაში.
დროებით "უმიშევარი" ფრინდონ ავთანილის ძე პაიჭაძე, გამგეობაში "ვაკანტუ თანადებობაზე" დასაქმებას 2013 წლის 16 აპრილს ითხოვს.
კონსტანტინე შარაძენიძის მიერ, 30 აპრილს გამოცემული ბრძანების თანახმად, ბატონი ფრიდონი დაბა ნასაკირალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად დანიშნა და ხელფასად 400 ლარი განესაზღვრა.





ამონარიდები-საჯარო-სამსახურში-დასაქმებულთა-cv-ებიდან.html' target='_blank' rel='nofollow'>http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-...