თანამედროვე სამყარო იხრჩობა ადამიანის მიერ შექმნილ ნაგავში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბევრი ადამიანი იმტვრევს თავს თუ რა უნდა ვუყოთ ამ ნაგავს. მათი დაწვა არ შეიძლება რადგან ამის შედეგად ატმოსფერო დაბინძურდება. მათი ხელოვნურად გადამუშავება კი შესაძლებელია მაგრამ ეს ძვირია. ყველაზე კარგი იქნებოდა ამ ხელოვნური პოლიმერების მონომერებად დაშლა რაიმე ისეთი საშუალებით რომელიც იაფია და დიდი რაოდენობით შეგვაძლებინებს ამას.
ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად აქტიური ვულკანი რომელსაც კრატერში დიდი ზომის და მაღალი ტემპერატურის მაგმის „ტბა“ აქვს:








საერთოდ, ქიმიიდან ცნობილია რომ პოლიმერები მაინცდამაინც ვერ უძლებენ მაღალ ტემპერატურას და რამდენიმე ასეულ ტემპერატურაზე იშლებიან, აი ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული პოლიმერის დაშლის ტემპერატურა:
წყაროროგორც ვხედავთ, დაშლის ტემპერატურა 620 გრადუსს აღწევს მხოლოდ ერთი პოლიმერის,
პოლიკარბონატის შემთხვევაში, სხვებისა კი გაცილებით დაბალია.
რა გრადუსს აღწევს ვულკანური ლავის „ტბის“ ტემპერატურა? ეს პირდაპირ ჩანს ზემოთ დადებულ სურათებიდან-წითლად ვარვარს მყარი სხეული იწყებს 500 გრადუსიდან ზოგადად, ხოლო სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მაგმის ტემპერატურა შეიძლება კიდევ 100-200 გრადუსით მეტი იყოს, ანუ ვულკანის კრატერში მაგმისკენ გადაყრილი პოლიმერების გროვა იოლად დაიშლება მონომერებად რომლებიც ან მაგმაში გახსნილ მდგომარეობაში დარჩებიან და ან ზემოთ ამოსვლის მერე აალდებიან. ასეა თუ ისე, ხელოვნური და ამიტომ ბუნებისთვის სრულიად უცხო და მოუნელებადი პოლიმერები იოლად და მასიური წესით შეიძლება დავშალოთ ვულკანურ ცეცხლის ტბაში.
მაგრამ როგორ უნდა ჩავყაროთ ეს ნაგავი მანდ? საერთოდ, ტვირთის მაგმაში ჩაყრა კი არაა ძნელი ტექნიკური ამოცანა, მაგრამ აქ ლაპარაკია ამის სწრაფად და იაფად გაკეთებაზე. ამიტომ მე მგონია რომ უნდა შეიქმნას რაღაც ამის მსგავსი კონვეიერი რომელზეც ნაგავი განუწყვეტლივ დაიდება და რომლის ბოლო იქნება მაგმის თავზე:

რომელი ვულკანის ლავის ტბაა საამისოდ ყველაზე შესაფერისი? მუდმივი ლავის ტბები შედარებით იშვიათი ფენომენია. ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ვულკანი რომელთაც გააჩნიათ ასეთი ტბები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში:
Mount NyiragongoKīlaueaMount ErebusErta AleAmbrymაი, მათში შეიძლება ნაგვის გადაყრა ზემოთნაჩვენები გზით
რასაკვირველია, საჭიროა ქიმიკოსების მიერ ვულკანის ლავის და საერთოდ მისი მიდამოების განუწყვეტელი მონიტორინგი იმისათვის რომ დავრწმუნდეთ რომ ეს ხელოვნური ნაგავი მართლა დაიშალა უსაფრთხო მონომერებად. ამას გარდა, შეიძლება თვალყური ვადევნოთ იმას თუ რა გავლენას მოახდენს ნაგვის განუწყვეტელი ჩაყრა ლავაში, ხომ არ ჩააქრობს ეს ვულკანს ან პირიქით, ხომ არ გამოიწვევს მის გააქტიურებას? თუ ჩაყრილი ნაგავი ამოავსებს და დააცობს ვულკანის ყელს მაშინ ეს მშვენიერი საშუალებაა სახიფათო ვულკანების ჩასაქრობად.
სხვათაშორის ამ გზით შეიძლება არა მარტო მარტო პოლინეთილენის და მისნაირი პლასტმასების განადგურება, არამედ მაგალითად საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის ნაგვისაც. ისინიც ხომ ნაწილობრივ პლასტმასისგან შედგებიან, ხოლო ნახევარგამტარი სილიციუმი და გერმანიუმი დაე მის მშობლიურ წიაღს (დედამიწას ესე იგი) დაუბრუნდეს ელემენტარული სახით
ისიც სათქმელია რომ ვულკანს ექნება გარკვეული „წარმადობა“. მასში ხომ ლავის სრულიად გარკვეული რაოდენობაა სრულიად გარკვეული ტემპერატურით და თუ ზედმეტ ნაგავს ჩავყრით მაშინ ლავას არ ეყოფა ძალა რომ ჩაყრილი მასალა სრულად დაშალოს. ამ სიტუაციის ოდნავ მაინც გამოსასწორებლად საჭიროა რომ შედარებით ბევრ ნაგავს ერთად მოვუყაროთ თავი, რაიმე დამატებით სიმძიმე გამოვაბათ ძირში და ისე ჩავაგდოთ ლავაში რომ იგი რაც შეიძლება ღრმად ჩაიძიროს, დაე ლავის ღრმა ფენებმაც იმუშაონ ნაგვის განადგურებისათვის.
This post has been edited by არწივი9 on 8 Mar 2014, 23:52