ზოგიერთი წმ. მამის არასწორი მოსაზრება ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ
სასულიერო ლიტერატურაში და დღევანდელ საზოგაოებაში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა მოსაზრებები ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნების შესახებ და თავად ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ. ეს მოსაზრებები არის მცდარი და ზოგჯერ ფანტასმაგორიულიც, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია მსოფლიოში არსებულ რელურ-პოლიტიკურ ყოფას და სიტუაციას. ამ წერილში მინდა განვიხილო ზოგიერთი საკმაოდ აღიარებული წმინდა მამის არასწორი მოსაზრება ანტიქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებით, რადგანაც სწორედ ამ არასწორი მოსაზრებებიდან გამოაქვთ არასწორი დასკვნები და ფართო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ ზოგიერთ რადიკალურად და ფანატიკურად მოაზროვნე ფუნდამენტალისტებს. რუსული იმპერიული წრეებიდან მართულმა სასულიერო ელიტამ, წმ. მამათა ამ ძველ მოსაზრებებს, თავიანთი ახალი განმარტებანი დაუმატეს და ასე ცდილობს ზოგიერთი მათგანი შეგნებულად და ზოგი კი შეუგნებლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასულიერო ლიტერატურაში ფართოდ იბეჭდება ზოგიერთი წმინდა მამის გამონათქვამი ანტიქრისტეს შესახებ. ამ წერილში განვიხილოთ მათი რამდენიმე ფართოდ აფიშირებული მცდარი მოსაზრება. რადგანაც თანამედროვე ულტრაორთოდოქს-ულტრაფუნდამენტალისტების აღვირახსნილმა და გაშმაგებულმა კომპანიამ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისა, დასავლური ცივილიზაციის და ევროკავშირის წინააღმდეგ ტოტალური ხასიათი მიიღო და მათმა ამ ცრუ ვირტუალურმა იდეებმა ანტიქრისტესა და ბოლო ჟამის შესახებ, ხალხი მთლად დააბნია. თანაც ეს მათი იმპერატიული ტონი, რომ ერთადერთ სიმართლეს მხოლოდ ჩვენ ვამბობთო ბოლო ჟამის თაობაზეო და თანაც ზოგიერთი წმ. მამის მცდარ აზრებს იშველიებენ, მეტი დამაჯერობლობისათვის. ამ ანტიდასავლური ისტერიის სათავეს კრემლი წარმოადგენს, სწორედ კრემლის სამეცნიერო ინსტიტუტებში იწერება მსოფლიო შეთქმულების მოდერნიზებული თეორიები და თავიანთი მოკავშირე სასულიერო ელიტის საშუალებით ხდება ამ ცრუ პროპაგანდის იმპორტი სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ერთმორწმუნე მართლმადიდებლურ ქვეყნებში, რადგანაც კრემლს კვლავ სურს ამ ქვეყნების კონტროლი როგორც რელიგიურად ისე პოლიტიკურად. შემოდის და შემოდის დემონიზაციის რანგში აყვანილი მოდერნიზებული ანტი-მასონური იდეები, "იდ" ბარათებზე, შტრიხ-კოდებზე და ა.შ.
თანამედროვე მცდარი მოსაზრებები ანტიქრისტეს მომავალში მოსვლის შესახებ, ადრე უკვე უფრო ფართოდ მაქვს განხილული სხვა წერილში. ამ წერილში შევეცდები პასუხი გავცე გაცილებით ძველ მცდარ მოსაზრებებს ანტიქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამ ძველი არასწორი მოსაზრებების ფართოდ აფიშირება ხდება დღესაც, ჩვენს ყოველდღიურ სინამდვილეში. ჯერ ვნახოთ ძველი საუკუნეების წმინდა მამათა მოსაზრებები ანტიქრისტესთან დაკავშირებით და ჩემ კომენტარს მერე შემოგთავაზებთ. სასულიერო ლიტერატურიდან ცნობილია მათი გამონათქვამები, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. ამოწერილია ერთ-ერთ ქართველ მართლმადიდებელთა საიტიდან: “ წმიდა მამები: ირინეოსი („მწვალებლობათა წინააღმდეგ“, წგ.V, თ.39), იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე“). აგრეთვე ილარიონი, ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდნენ, რომ ანტიქრისტე წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგანო. ხორციელის კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ, რომ მოვა ანტიქრისტე და იშვება, სიტყვისაებრ წმიდა იპოლიტე რომაელისა, ბილწი დედაკაცისაგან, ცრუ-ქალწულისაგან, ნათესავისაგან დანისაო. მსგავსი მტკივებისათვის საფუძველი თვით საღმრთო წერილშიც მოგვეპოვება; ვნახოთ რას გვასწავლის იგი. ა) მამამთავარ იაკობის წინასწარმეტყველებაში თავისი თორმეტი ძის გამო, რომელთაც ისრაელის ტომებს დაუდვეს სათავე, დანის შთამომავლობის მომავალი ბედი ისეთი სიტყვებითა მინიშნებული, რაც მხოლოდ ანტიქრისტეს შეიძლება განეკუთვნებოდეს. წმიდა იაკობი ასე ამბობს: „და იყოს დან გველ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალავსა, და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მხედარი მართლუკუნ“ (დაბადება 49,17). ბ) წმიდა იერემიას წინასწარმეტყველების წიგნში ნათქვამია: „დანით გვესმა ხმაი სიმახვილისა ცხენთა მისთასა, ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისათასა შეიძრა ყოველი ქვეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქვეყანა და სავსებაი მისი, ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორით მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქვენდამი გველთა მაკვდინებელთა, რომელთა არა არს სახვრაი, და გკბენდნენ თქვენ, - იტყვის უფალი, - უკურნებელად სალმობიერებისა გულისა თქვენისა უღონოქმნულისათა (იერემ. 8,16-18). გ) იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) წინასწარმეტყველებაში, როცა საუბარია ებრაელთა ტომების შესახებ (ღმერთის მონათა და ანგელოზის მიერ „შუბლთა ზედა მათთა დაბეჭდილთა“), ჩამოთვლილია თორმეტი ტომი ისრაელისა იაკობის ძეთა მიხედვით, და მათ შორის არ არის დასახელებული დანი, რომლის ნაცვლად მოხსენიებულია „თესლი ლევისა, ვითარცა სამღველოი“ (ანდრია კესარიელი „თარგმანებაი გამოცხადებისაი“, 7, 4-8) “. დაახლოებით იგივე წერია აპოკალიფს.ჯე-ზე.
ჩემი კომენტარი (ავტორი): ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჯერ წმ. მამამ ირინეოსმა(130-202წწ.), 177წლიდან ლიონის ეპისკოპოსმა, თავის შრომებში დაწერა რომ ბოლო ჟამის ანტიქრისტე დანის ტომიდან იქნებაო, რადგან აპოკალიფსში გადარჩენილთა 12 ებრაულ ტომში იოანემ არ მოიხსენია ეთნარქი დანი. ამავე დროს მხეცის (ანტიქრისტეს) სახელის რიცხვის ანუ 666-ის,შემდეგი განმარტება მოგვცა, რომ ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი იქნებაო 666 და რამდენიმე შესაძლო სახელიც შემოგვთავაზა. იგივე გაიმეორა მისმა მოწაფემ წმ. მამამ იპოლიტე რომაელმა. წმ. მამამ ანდრია კესარიელმა დაახლ. 563-614 წწ. დაწერა “აპოკალიფსის” განმარტებანი, სადაც მხეცის რიცხვზე და დანის ტომზეც იგივე გაიმეორა, რაც ირინეოსმა, თანაც ამტკიცებდა, რომ ბოლო ჟამი ძალიან ახლოს არისო და ამ ყველაფერს კიდევ ერთი შეცდომა დაუმატა, რომ დანის ტომის მაგივრად აპოკალიფსში ლევის სამღვდელო ტომია ნახსენებიო, რომელიც თურმე მისი გაგებით ადრე არ შედიოდა 12 მუხლში, რაც არასწორია, რადგან ლევის ტომი ყოველთვის შედიოდა 12 ეთნარქში, მხოლოდ ის იყო, რომ როცა ეთნარქების დასახლებაზეა ლაპარაკი აღთქმულ მიწაზე, ბიბლიაში წერია, რომ მათ მიწა არ შეხვდათ, რადგან იყო სამღვდელო ტომიო. საიტის ავტორთა მტკიცებით, ”ანტიქრისტე დანის ტომიდან იქნებაო”-ამ ვერსიას, ემხრობიანო აგრეთვე, შემდეგი წმ. მამები: ილარიონი(288-372წწ), ამბროსი მედიოლანელი(340-397წწ), იერონიმე(342-420წწ), ნეტარი ავგუსტინე(354-430წწ), აგრეთვე თეოდორიტე.
ანდრია კესარიელმა კი, თორმეტი ტომიც ვერ გამოთვალა წესიერად. ეხლა ვნახოთ, იაკობის ძენი: “ დაბადება თ.35 მ.23 ლეას ძენი იყვნენ რეუბენი-იაკობის პირმშო,სიმონი,ლევი,იუდა,ისაქარი და ზებულონი. მ.24 რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. მ.25 ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი. მ.26 ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფიდან-არამში.” აქვე ერთი საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც მერე დაგვჭირდება, იოსების ტომი გაიყო ორ ნაწილად, ესენია: “დაბადება თ.46 მ.20 შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები. . . .მენაშე და ეფრემი. “ ე.ი. დაბადების თორმეტი ტომი, ესენია: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი, დანი, ნაფთალი, გადი და აშერი. იოანეს “გამოცხადების” "გადარჩენილთა" თორმეტი ტომი ესენია: “გამოცხადება თ.7 მ.4-8 იუდა, რუბენი, გადი, აშერი, ნეფთალი, მენაშე, სიმონი, ლევი, ისახარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი.” ე.ი. ლევის ტომი ყოველთვის იყო თორმეტ ტომში, ხოლო იოანემ დანის მაგივრად აპოკალიფსში შეიყვანა იოსების ერთერთი ძე მენაშე.
1) მათი (ირინეოსი,იპოლიტე რომაელი და ანდრია კესარიელი) პირველი შეცდომა და მკვრეხელობაც კი, რომც ყოფილიყო ბოლო ჟამის ანტიქრისტე დანის ტომიდან, ამის გამო მთელ დანის ტომს უზენაესი ჯოჯოხეთში გაისტუმრებს, როგორ ფიქრობთ? რამდენი დიქტატორი ყავდა მსოფლიოს ყველა ხალხს. მარტო მეოცე საუკუნე ავიღოთ: ლენინი, სტალინი, ჰიტლერი და სხვები. მარტო ამ სამმა პიროვნებამ, რაც დამართა კაცობრიობას და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე საშინელი სისხლიანი ამბები დაატრიალა, განა მომავალში ვინმე შეძლებს მათ გადააჭარბოს ამაში. მათი ბრძანებით არა მარტო მილიონები დახოცეს, არამედ მილიონები ჩაითრიეს თავის ბოროტებაში და თავის ხელით ახოცინეს ამდენ უბოროტეს ადამიანს, თავიანთი მოწინააღმდეგეები. სწორედ ანტიქრისტე ლენინზეა ნათქვამი პავლეს სიტყვები, “როცა იქნებაო დიდი განდგომილება .….. და ღვთის ტაძარშიც კი ჩაჯდებაო ურჯულოების ძე ანტიქრიტეო”. ე.ი. რადგან “დიდ განდგომილებაზეა” ლაპარაკი ეს უნდა ყოფილიოყო, დიდ ქრისტიანულ ქვეყანაში და ასეც მოხდა, ანტიქრისტე ლენინი ჩაჯდა რა თავისი მომხრეებისთვის საკრარულად ღვთის ტაძარში ანუ კრემლში, საიდანაც იქადაგა საყოველთაო ღვთის გმობა(“რელიგია არის ხალხთა ოპიუმი”) და რადიკალური ათეიზმი, სისხლიანი ტერორით, სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ და მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის და დიქტატურის იდეა. მიაღწია რა თავის მიზანს ანუ საყოველთაო განდგომილებას, იქცა თავისი მომხრეებისთვის(ბოლშევიკებისთვის) და ხალხის დიდი ნაწილისთვის ღმერთად. მათთვის კრემლი იყო მათი ტაძარი, საიდანაც მათი ღმერთი ქადაგებდა და დატრიალდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ჟამი. სწორედ ეს ყველაფერი, დანიელის მიხ. ბოლო ჟამის (მსოფლიო იმპერიათა, ბოლო ჟამის), მეოთხე ყველაზე უკანასკნელ და ყველაზე საშინელ იმპერიაში სსრკ-ს და დღევანდელი რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში ხდება. უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩემი წერილი: “რას ნიშნავს 666 და აპოკალიფსური წითელი მხეცი, აპოკალიფსის უკანასკნელი ბოროტების იმპერია, უკანასკნელი ბაბილონი" (ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე)
https://www.facebook.com/notes/dani-savaneli/444334812358825 https://www.facebook.com/notes/dani-savaneli/449452791847027 რომლის ძირითადი ნაწილი, ჯერ კიდევ 1994 წელს დავწერე ქართულ არაოფიციალურ პრესაში დ. სავანელის ფსევდონიმით, სადაც ნოსტრადამუსის მიხედვით ვივარაუდე 1999წლის მეშვიდე თვიდან, ალეგორიულად 666-ის ნიშნის მატარებელი მერვე შვიდთაგანი მხეცის მოსვლა, რუსეთის ხელისუფლების სათავეში, რომელიც ალეგორიულად არის იგივე პირველი მხეცი, იგივე 666 ანუ "ვლადიმერი", რადგან ისიც ამ 666-ის ნიშანს ატარებს, როგორც ლენინი. იხილეთ ჩემი სხვა წერილი: " რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე ანუ აპოკალიფსის ბოროტების იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ’’
https://www.facebook.com/notes/dani-savaneli/449455815180058 იოანეს აპ. თ.17 მ.8 “. . . .მხეცს, რომელიც იყო და არ არის, და მოვა.” თ.17 მ.11 “მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისაკენ მიდის”. როგორ ფიქრობთ ეხლა ვლადიმერ(666) ლენინის - აპოკალიფსური წითელი მხეცის, სსრკ-ს და რუსეთის პირველი თავი, იგივე პირველი მხეცი და იგივე 666; სტალინის - აპოკალიფსური მეორე მხეცი და ამავე დროს წითელი მხეცის, სსრკ-ს და რუსეთის მეორე თავი და მხეცის(666)-ის ცრუ წინასწარმეტყველი; ადოლფ (აბადონი) ჰიტლერი - აპოკასლიფსური "აბადონი” და არმაგედონის მთავარი პერსონაჟი; ვლადიმერ(666) პუტინი - მერვე შვიდთაგანი მხეცი, იგივე წითელი მხეცის, სსრკს და რუსეთის მეშვიდე და მერვე უკანასკნელი თავი და უკანასკნელი იმპერატორი, იგივე კვლავ მობრუნებული "666" და კიდევ სხვა მრავალი დიქტატორის, ეთნიკურად წარმომშობი ერი, ამ პიროვნებების ეთნიკური კუთვნილების გამო, ვერ გადარჩებიან და ვერ მოხვდებიან ზეციურ იერუსალიმში? რა თქმა უნდა მათი ღირსეული ნაწილი მაინც გადარჩება! ხოლო თუ რატომ არ შეიყვანა დანის ტომი იოანემ, თორმეტთა ჩამონათვალში ამას ქვემოთ განვიხილავთ.
2) ირინეოსი, იპოლიტე რომაელი და ანდრია კესარიელი ამტკიცებდნენ, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს სახელის რიცხვი შემდეგნაირად უნდა გაიშიფროსო, რომ ანტიქრისტეს სახელის დაწერილობის ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი უნდა იყოსო 666. რაც არასწორია. არც მიკვირს რომ შეეშალათ, რადგან ისინი არ იყვნენ წინასწარმეტყველნი და 1800-1400 წლის წინ აპოკალიფსური წითელი მხეცის განმარტება მათგან ძალიან ძნელი იქნებოდა. ამის საფუძველზე მე-19-ე საუკუნეში, სამი გერმანელი პროტესტანტი სასულიერო პირი: ბენარი,ჰაიტციგი და როისი, ამტკიცებდა რომ მხეცი ნერონი არისო. რაც დიდი სიცრუე იყო! მათ დაწერეს ლათინური ასოებით და ებრაული შინაარსით, “კეისარი ნერონი” ანუ “ ნერონ კესსარ”-ებრაული შინაარსით, შემდეგ ვითომ შეკრიბეს ასოების რიცხვითი მნიშვნელობები, ისე როგორც მათ აწყობდათ ანუ შეკრიბეს, მხოლოდ თანხმოვნები და სასურველი შედეგის მისაღებად, მხოლოდ ერთი ხმოვანი რიცხვის ო-ს შესაბამისი-6 მიუმატეს და ასე გაყალბებულად მიიღეს ჯამი 666. ჯერ ერთი ვისაც ეს ჯერავს, ამით ხომ პირველ რიგში იოანე ღვთისმეტყველს, აყენებს შეურაცხოფას, ზოგი აცხადებდა იოანემ ნერონის სახელი შეფარვით გადმოგვცაო, რომის იმპერია ბატონობდა და იმიტომო! რა თქვენ იოანე მოციქული ეგეთი მხდალი გგონიათ! დაუფიქირდით რასაც ამბობთ! ჯერ ერთი ნერონი გარდაიცვალა ახ. წ. აღ. 68წელს(თავი მოიკლა, რადგან გვარდიელებს უნდა დაეპატიმრაბინათ და სენატის დადგენილებით მას ჩამოხრჩობა ელოდა). იგი თვით რომშიც ყველას ეზიზღებოდა, მისი სახელი ამოშალა ახალმა იმპერატორმა, სხვა საგვარეულოს წარმომადგენელმა, ყველა სტელადან. ქრისტიანები კი, ნერონს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ამხელდნენ და თავი არავის დაუხრია, ისე მოწამეობრივად იხოცებოდნენ. ყველაფერი ამის მერე, იოანემ (რომელიც თვით ირენეოსის გამოკვლევითაც, თავისი აპოკალიფსი კუნძულ პატმოსზე ახ.წ. აღ. 94წელს დაწერა, ამასვე ადასტურებს სწავლული ბერი იოანე ზოსიმე: “სასწაულად მას(ქართულ ენას) აქვს ოთხმოცდაათ თოთხმეტი წელიო” ანუ აპოკალიფსი 94 წელს დაიწერაო) დამალა ნერონის სახელი და ვის დაუმალა? ცოტა დაფიქრდით ზოგიერთები, რასაც ამბობთ, ყველა ვერსია განიხილეთ და ბრმად ნუ ენდობით ნურავის. რა რეგალიებსაც არ უნდა ფლობდნენ, ხოლო დასკვნა მერე გააკეთეთ და აზრი რომ შეიცვალოთ, ცხოვრების მანძილზე არაფერი მოგივათ, ნუ დაემსგავსებით ფანატიკოსებს. ეხლა რაც შეეხება 666-ის განმარტების შესახებ, ძალიან მოკლედ დანარჩენი, სრული ვერსია იხილეთ ჩემს პირველ ლინკში ზემოთ. უნდა შეგეძლოთ ალეგორიულ აზრებში ჭეშმარიტი აზრის აღქმა, ბიბლიურ მითებში რეალური ისტორიის დანახვა. საჭიროა აგრეთვე ბიბლიის ისტორიის, ბიბლიური ეთნარქების ანუ სინამდვილეში ძველი ხალხების (იაფეტის, გომერის, იავანის, თუბალის, მეშექის, მაგოგის და სხვათა), განსახლების არეალის ცოდნა, ძველი ხალხების ისტორიის, თეოლოგიის და თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ცოდნაც. იოანემ აპოკალიფსურ წითელ მხეცზე დაწერა თავის აპოკალიფსში: “აქ საჭიროა გონება. . . ხუთი დაეცა, ერთი არის (ანუ მეექვსე), მეორე (ანუ მეშვიდე) კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა მცირე ხანს დარჩება.” ეხლა აპოკალიფსური წითელი მხეცის განმარტება შედარებით ადვილია, ვიდრე იმ დროს, როცა ანდრია კესარიელი ცდილობდა ამას, რადგან ეხლა აპოკალიფსური წითელი მხეცის ძირითადი ამბები უკვე მომხდარია, ეხლა იმპერიათა ბოლო ჟამის ბოლო სტადიაში ვიმყოფებით. სწორედ ხუთი თავის (და არა რქის, რადგან რქები ამ თავებზე სხვანაირად აითვლება), დაცემის შემდგომ (სსრკ-ს დაცემის შემდგომ), ანუ მეექვსეს დროს მოხდა 90-იან წლებში, აპოკალიფსური მხეცის ძირითადი მონახაზის სწორი გაშიფვრა, ამას ნიშნავს ხუთი დაეცაო და მეექვსე არისო, ანუ მეექვსეს დროს ელცინის დროს მიხვდებიანო აპოკალიფსური წითელი მხეცის ძირითად მნიშვნელობასო, თანაც გონებრივი მუშაობის შედეგადო, ალბათ ასეც მოხდა, აქ გონებააო საჭირო და არა მაინცადამაინც ანგელოზის გამოცხადებით მიღებული ახსნაო, რაც არავის ქონია, რადგან ფაქტი სახეზეა, ვერავინ ვერ ახსნა. პრინციპი რიცხვების შეკრება, იყო არასწორი და სხვა გზით უნდა წასულიყვნენ, აი რაშია საქმე, ბიბლიაში ყველა მისტიური და ცნობილი პიროვნების სახელს, თავისი შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს ივრითზე. მაგ. მოსე, იაკობი, მარიამი, დანიელი და სხვა მრავალი. იოანე აპოკალიფსის დასაწყისში ამბობს: “თ.1 მ.8. მე ვარ ანი და ჰოე,-ამბობს უფალი ღმერთი-ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.” ე.ი. ყოვლისმპყრობელი არის ღმერთი, დავუკვირდეთ, მის შინაარს რუსულად “ვლადიკა მირა”, მერე დავუბრუნდებით ამას. შეადარეთ: ” უფალი მოდის რომელიც იყო და არის და იქნება” , მაგრამ მანამდე ანტიქრისტეს სახელის მქონე-666-ის მქონე მოდის ორჯერ, დავუკვირდეთ ანალოგიას: “რომელიც იყო, არ არის და მოვა და დასაღუპად მოდის”-ანუ ანტიქრისტე. ე.ი. თუ უფალი არის “ყოვლისმპყრობელი” ანუ “ვლადიკა მირა”, ანტიქრისტე რომელიც იუდაველ ფანატიკოსთა გაგებით, მათი ბიბლიის ყალბი და ცრუ გაგებით, უნდა იყოს უფლის სახელის, საპირისპირო აზრის მატარებელი ანუ “მსოფლიოსმპყრობელი” და ეს იოანემ მათი მხილებისთვის გააკეთა, აკი უწოდებს მათ, აგრესიულ ყველაზე ფანატიკურ ნაწილს და არა ყველას: “თქვენ იუდაველები არა ხართო, არამედ სატანის სინაგოგა ხართო”-იხ. წერილი სმირნას ეკლესიის მიმართ. ე.ი. ბოლო ჟამის ანტიქრისტე, რომელიც ორჯერ მოვიდოდა, მისი სახელი შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო უფლის სახელის საპირისპირო აზრის მატარებელი ანუ მისი სახელის შინაარსი ასე უნდა ითარგმნებოდეს “მსოფლიოსმპყრობელი” და ეს იქნებოდა იმ ერის ენაზე, სადაც ანტიქრისტე მოვიდოდა ამ სახელით, მაგრამ მარტო სახელით კი არ უნდა გავდეს, ეს პიროვნება, ანტიქრისტეს და მის სახელს, არამედ საქმეებითაც, თანაც მეოთხე სამეფოში და აპოკალიფსურ წითელი მხეცის იმპერიაში. თქვენ თუ იცით მსოფლიო ისტორიაში ლენინზე უკეთესი კანდიდატურა? მაგრამ, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს, თანაც საქმეებიც ემთხვევა და სახელიც, მისი სახელია “ვლადიმერი”, “ვლადეი მირომ“ ანუ “ვლადიკა მირას”(უფლის)- საპირისპირო და მისი მოწინააღმდეგე- “დაიპყარი მსოფლიო”- “მსოფლიოსმპყრობელი” ანუ სატანის მიწიერი განსახიერება 666. ეს არის ვლადიმერ(666)ლენინი, რომელიც მოვიდა იმპერიის დასაწყისში, მერე აღარ იყო და მოვიდა იმპერიის დასასრულისათვის, კვლავ ამ სახელის მქონე ნიშნით, ვლადიმერ(666) პუტინის სახით, რათა საბოლოოდ დაიღუპოს და სხვა არცერთ ლიდერს ამ იმპერიაში, გარდა პირველისა და უკანასკნელისა, არ უნდა რქმეოდა ეს ანტიქრისტეს სახელი და ესეც მოხდა. ეხლა რაც შეეხება იოანემ, ანტიქრისტეს სახელი “მსოფლიოსმპყრობელი” ანუ ვლადიმერ ლენინი კიდევ მისტიურობის საბურველით შემოსა და აპოკალიფსში ეს სახელი 666-ს შეადარა, რატომ? მაგაზე პასუხი ვრცლად იხ. ჩემ პირველ წერილში “რას ნიშნავს 666 და აპოკალიფსური წითელი მხეცი”, აქ მოკლედ ვიტყვი. სოლომონის იმპეერიის წლიური შემოსავალი იყო 666 ტალანტი ოქრო (1 ტალანტი ოქრო არის 20 კილო ოქრო). რადიკალ იუდაველთა სიმბოლო არის 666, რადგან ეგ არის იუდაველების სათაყვანო იმპერიის ანუ მომავალი მსოფლიობატონობის წინასახე, სოლომონიის იმპერიის სახით, რომლის სიმბოლოა 666 ტალანტი ოქრო, მაგრამ მათი მომავალი ცრუ მესია ვერ მოვიდა და ვერც მოვა, რადგან უკვე მოვიდა, თანაც ორჯერ და სხვა ქვეყანაში, ესე იყო ნაწირნასწარმეტყველები და იმიტომ და განგებამაც ასე ინება. რატომ შემოსა იდუმალებით იოანემ ანტიქრისტეს სახელი, რადგანაც ვისაც გონება ქონდა უნდა ამოეცნო ანტიქრისტე, არა მარტო საქმეებით, არამედ სახელითაც, ხოლო ეს სახელი იუდაველი ფანატიკოსების სამხილებლად, ალეგორიულად და მისტიურად გადმოგვცა და იმიტომაც შეადარა 666-ს. ამით იოანემ აგრესიულ იუდაველ-ფუნდამენტალისტებს, რომლებიც ებრძოდნენ პირველ ქრისტანებს და უკრძალავდნენ ქრისტეს სახელით ქადაგებას, მათაც მისცა მინიშნება და მათი ჭკუის სასწავლებლად დაწერა, თქვენ ქრისტე არ მიიღეთ მესიად და თუ მომავლშიც არ მიიღებთ მესიადო, მაშინ გეყოლებათ, ბოლო ჟამის მისი ერთადერთი ალტერნატივა 666-ის ანუ ვლადიმერ ლენინის სახითო ანუ ცრუ მესია და უბოროტესი პიროვნებაო. დანარჩენი ახსნა იხილეთ პირველ წერილში.
3) ანდრია კესარიელი ამბობს, რომ დანის ტომის მაგივრად აპოკალიფსის 12 ტომში ლევის ტომი შეიტანაო, რაც არა სწორია, რადგან ლევის ტომი ყოველთვის შედიოდა თორმეტ ტომში. თავდაპირველად დანის ტომი შედიოდა თორმეტში, მაგრამ იოანემ აპოკალიფსში არ შეიტანა დანის ტომი, ხოლო მის მაგივრად, რადგან სიმბოლურად თორმეტი უნდა ყოფილიყო, შეიყვანა იოსების ერთ-ერთი ძე მენაშე, ხოლო იოსების მეორე ძე ეფრემი, იოსების სახით შევიდა ამ სიაში. რას ნიშნავს ეს 12000 ყოველი ტომიდან და სულ 144000 ათასი, ესენი არიან მღვდლები ქრისტესი, ანუ სულიერი იერარქიით დაწინაურებულები ახალ ზეციურ იერუსალიმში და ამ ციფრს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, 12 ტომის, 12 მოციქულის საპატივცემულოდ. ათასი სინამდვილეში ნიშნავს ბევრს და აკი იოანეს, შემდგომ მოყვანილი ყავს, შემდგომ ყველა ერიდან და ხალხიდან ზეციურ იერუსალიმში 10000-ჯერ 10000-სი სული ვიხილეო, აქ ზუსტ ციფრზე არ არის ლაპარაკი, ესეც სიმბოლურია და ნიშნავს ძალიან ბევრს.
ეხლა დანის ტომის შესახებ, რატომ არ შეიტანა იოანემ ჩამონათვალში დანის ტომი. ჯერ კიდევ ამერიკელმა ორიენტალისტმა ფოუელ დევისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ “ზღვის ხალხებმა” რომლებიც დაიძრნენ ბალკანეთიდან და კრეტიდან და რომელთაც თავიანთი მიწაწყლიდან დევნიდნენ ბერძნული ტომები დორიელები, დაანგრიეს ხეთის სამეფო, დაიპყრეს დიაოხი და აიძულეს დაპყრობილი ხალხის ნაწილი, რომ მათთან ერთად ელაშქრად ეგვიპტისკენ. ფარაონ რამზეს მესამემ ბოლოს და ბოლოს გაჭირვებით დაამარცხა ისინი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა მათი განდევნა და ისინი დამკვიდრდენ ქანაანის და სირიის ნაყოფიერ მიწებზეო. მათ შორის იყვნენ კრეტელი პელაზგები, რომელსაც ბიბლია ფილისტიმელებს უწოდებს, ხოლო შემდგომ ჰეროდოტემ მათ საპატივცემულოდ, ამ ტერიტორიებს პალესტინა უწოდა. მათთან ერთად ლაშქრობდნენ, აქაველები და დანაიდები და სხვა ტომები. ისრაელის უდიდესი არქეოლოგი იგაილ იადინი ამტკიცებდა, ებრაული დანის ტომი არაებრაული წარმოშობისაა და უფრო ძვ. ბერძული ტომები, არგოსელი დანაიდების შთამომავლები უნდა იყვნენო. თუმცა არგოსელი დანაიდები პროტოიბერები იყვნენ, მე მაინც მიმაჩნია, რომ დანის ტომი უფრო დიაოხის(ასურულად დაიაენი, დანი)-დანელები იყვნენ, რადგან იგივე ძვ. ბერძნული გადმოცემებიდან ცნობილია, რომ არგოსელი დანაიდები აპენინებზე გადასახლდნენ და ეტრუსკებთან ერთად შექმნეს სახელმწიფოო. თანაც ეზეკიელი, ფინიკიის ტვიროსის გოდებაში, როცა მიმართავს ვანის სამეფოს და მის მეზობელ ქვეყანას დიაოხს, მათ იავანისა და დანის ქვეყანას უწოდებს. ფოუელ დევისის აზრით ეს ტომები ანუ ჩრდ. ისრაელიტები მოსესგან დამოუკიდებლად დამკვიდრდნენ ამ მიწებზეო, ხოლო მოსემ ეგვიპტიდან მხოლოდ იუდეველები და ლევიტელები მოიყვანა აღთქმულ ქვეყანაშიო. დანის ტომი თავდაპირველად იუდეის ჩრდილოეთ საზღვარზე სახლობდა, ხოლო შემდგომ იმდენად შეავიწროვეს ფილისტიმელებმა, რომ უკიდურეს ჩრდილოეთში, ლიბანის(ფინიკიის) საზღვართან, ეხლანდელი გალილეის ტერიტორიაზე გადასახლდნენ და თანდათანობით მთელი გალილეა დაიკავეს. სოლომონის იმპერიის დაცემის შემდგომ დანელები სულ ჩამოშორდნენ სამხრეთით მდებარე იუდეას, მათ პროტოიბერიული კულტურისთვის დამახასიათებელი, ხარის კულტი შემოიღეს და ელოჰიმის მიწიერ გამოხატულებად აცხადებდნენ. ამაზე სულ გადაიმტერეს სამხრეთელი იაჰვისტი იუდაველები, ამიტომაცაა რომ ბიბლიაში დანის ტომზე მრავალი უარყოფითი გამონათქვამი არსებობს. მათი გაუცხოება იქამდეც კი მივიდა, რომ შემდგომ, ბიბლიის გადამწერმა იუდაველებმა სულ გარიყეს დანის ტომი თავიანთი რელიგიური არეალიდან და საბოლოოდ, მას ალტერნატივაც კი მოუძებნეს, რადგან ქალდეური ასტროლოგიით, თორმეტი სისრულის ნიშანია (12თვე, თორმეტი ზოდიაქო და ა.შ.), ამიტომაც დანის ტომის სახელი, რომ გამქრალიყო იოსების ტომი ორად გაყვეს: მენაშედ და ეფრაემად. აი ასე კვლავ მიიღეს თორმეტი ტომი დანის ტომის გარეშე. დანი ივრითზე “მსაჯულს” ნიშნავს. მსაჯული იყო ოცი წელი დანის ტომელი სამსუნი ნაზაროველი(ღვთისადმი შეწირული), რომელიც წინა სახეა იესო ნაზაროველის ძველ აღთქმაში. ამიტომაც არსებობდა ქალაქი ნაზარეთი გალილეაში, სადაც ცხოვრობდა იესო ნაზარეთელი. დანიელი რომელიც აგრეთვე დავითის ფესვია, ამავე დროს დანის ტომელი იყო, მაგრამ ბიბლიის გადამწერები არ ამხელენ ამას. დანიელი ივრითზე ასე იშიფრება “მსაჯული ღმერთი” ანუ შინაარსობრივად “ღმერთია ჩემი მსაჯული”. იესეს და დავითის წარმომავლობაც საკმაოდ ბურუსითაა მოცული, დავითი რწმენით, რა თქმა უნდა იუდაველი იყო, სწორედ თავისი იუდაველობის წყალობით მოახერხა გამეფება, ჯერ იუდეაში. მერე იყო ის რომ ბაბილონში გადასახლების შემდგომ დავითის ფესვის წარჩინებული გვარის წარმომადგენლები, მაინცა და მაინც დიაოხის ყოფილ ტერიტორიაზე გამეფდნენ ტაოში, სპერში და მეორე ძმა კი, ურარტუს ყოფილ ტერიტორიაზე სასომხეთში. შემდგომ მათ ბაგრატიონები ეწოდათ და ადგილობრივმა მოსახლეობამ, მთელი ისტორიის მანძილზე, უერთგულა ბაგრატიონებს და რატომ უერთგულეს, თუ უცხო ტომისანი იყვნენ საინტერესოა არა, ამაზე სხვა დროს.
ესაიასთან უკვე ვხვდებით წარმართული გალილეა, მაკაბელთა დროშიც გალილეა კვლავ წარმართებად მოიხსენიება. დანის ტომის შთამომავალი გალილეველები თვით იესოს დროსაც კი არაებრაულ ენაზე ლაპარაკობდნენ, ზოგი მეცნიერის აზრით არამეულ(სემიტურ) და რაღაც ინდოევროპულ(ზოგს ბერძნულის მონათესავე ჰგონია) ნარევი ტიპის ენაზე. მარიამი გალილეველი იყო, ყველა მოციქული გალილეველი იყო, მხოლოდ ერთის გარდა და ვინ არ იყო გალილეველი ალბათ ყველა მიხვდებით, რა თქმა უნდა იუდა, რომელიც იუდეადან იყო. სწორედ იმან გასცა იესო, ვინც არ იყო გალილეადან და იუდეადან იყო. იესოსადმი იგრძნობა ის გაუცხოება, რაც იუდაველ სწავლულებს ახასიათებს სახარებაში: “შენ გალილეველი არა ხარო, კვერით-ხუროს, იოსების შვილიო” ანუ შენ მესია როგორ იქნებიო. ალბათ კიდევ ამიტომაც არ აღიარეს და არ მიიღეს იესო იუდაველებმა, ან როგორ დაუმტკიცებდა, რომ დავითის ფესვიდან იყო. ჯვარცმის შემდგომ მოციქულებმა კვლავ შეავსეს თორმეტამდე თავიანთი რიცხვი და მეთორმეტედ გალილეველი მატათია აირჩიეს. იოანემ სწორედ ამიტომაც არ შეიტანა ებრაელთა თორმეტ მუხლში დანის ტომი, იცოდა რა მათი არაებრაული წარმოშობის შესახებ და ამით არ დაარღვია ებრაული ტომების შემდგომდროინდელი სიმბოლური ერთობა აპოკალიფსში, მიუხედავად იმისა რომ პირველ ქრისტიანები გალილეველები იყვნენ და იუდაველებმა არ აღიარეს მაცხოვარი.