ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სულიერი მოძღვარი, 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის გვერდში მდგომი, ერთ დროს სინოდის წევრი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, ბრალს სდებს საპატრიარქოსა და სინოდს, მის წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციისა.
1992წლის 6 იანვრის გადატრიალების შემდგომ, საპატრიარქომ თავიდანვე მოიძულა კანონიერი ხელისუფლების მომხრე სასულიერო პირები. მაგალითისთვის ვიტყვი, როცა 1993წელს ჯაბა იოსელიანის პირადი ბრძანებით, ზვიადისტობის ბრალდებით, სასტიკად აწამეს წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი მამა რომანოზ ჩიქობავა, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა, მას არასოდეს არავინ გამოსარჩლებია კომფორმისტი სასულიერო ელიტის მხრიდან.
ასევე განდევნეს ეკლესიიდან, ზვიად გამსახურდიასთან დაახლოვებული ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, როდესაც ის მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა უკვე სააკაშვილის დროს, მას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა საპატრიარქოში. მას დაემუქრნენ კიდევაც. გავიდა მცირე ხანი და ამბროსი ქათამაძე, უპატიოსნესი სასულიერო პირი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ასევე სასტიკად მოექცნენ სასულიერო პირები ეპისკოპოსს ქრისტეფორე წამალაიძეს, სწორედ მის წერილს და მონათხრობს შემოგთავაზებთ ქვემოთ უცვლელად, თუ როგორ დევნიდნენ, როგორ ემუქრებოდნენ და 1995 წელს მკვლელიც კი მიუგზავნეს სახლში, ეპისკოპოსი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მიზეზი იყო ერთი, რომ ის გამსახურდიას ერთგული მომხრე იყო ბოლომდე. შემდეგ სასაცილო საბაბი მოუძებნეს და ასე თანდათანობით ჩამოართვეს მღვდელმოქმედების უფლება. სწორედ ამაზე და კიდევ საქართველოს სასულიერო ელიტაში გამეფებულ ანტიქრისტიანულ და უსამართლო სიტუაციაზე მოგვითხრობს ეს წერილი.
აი ბმულიც:
http://yvelaperi2010.blogspot.com/2010_08_01_archive.html
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)