გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
09:07 06-03-2014
გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ქალაქ ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდების ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით დღეს ბიზნესკონფერენცია Doing Business in Georgia გაიმართება.
კონფერენციას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია და ჰოლანდიის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი სიმონ სმიტი მიმართავენ.
სემინარზე მოხსენებით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კიკვაძე გამოვლენ. საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებას 100–მდე ჰოლანდიელი ბიზნესმენი დაესწრება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...atsileobas.htmlანუ ყველაფერი მარტივია – მსგავსი ღონისძიება კვირაში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში და აქ ინვესტიციები შემოვაა...