შორს ვეღარ ვხედავ კარგად. სათვალე მქონდა "დიდი" და ეხლა უკვე დამიპატარავდა.

ჰო, ეს დღეები მეჩვენება, რომ მონიტორზეც "გაბლარულია" თითქოს ნაწერები. კიდევ, დილას როცა ადრე მიწევს ადგომა, საერთოდ ვერ ვიყურები თვალებიდან

და მოკლედ, მგონი ძალიან ცუდად მაქვს საქმე. ;(
* * *
იქეთ, კომპიუტერებში ვიპოვე SIO-ს პოსტინგი. აქ არის მისი ადგილი.
------
რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის:
სულ უფრო მატულობს კომპიუტერთან მომუშავე ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უჩივიან თვალების დაღლილობას, მხედველობის ფოკუსირების დარღვევას, დისკომფორტს.
გახსოვდეთ, კომპიუტერთან მუშაობის დროს მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
· თქვენ უნდა იჯდეთ ეკრანიდან 50-60 სანტიმეტრის დაშორებით;
· შეარჩიეთ ისეთი მონიტორი, რომელსაც შეეძლება დახრა, ბრუნვა, კონტრასტულობისა და გამოსახულების სიმკვეთრის რეგულაცია;
· საუკეთესოა ისეთი სამუშაო სკამი, რომლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია;
· ტექსტთან მუშაობის დროს დასაბეჭდი მასალა უნდა მოვათავსოთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თავის, კისრისა და თვალების ხშირი მოძრაობა;
· განათება უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ეკრანი დავიცვათ არეკვლისა და ციმციმისაგან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საჩრდილობელი ან ფილტრი;
· პერიოდულად დაასვენეთ თვალები, შეეცადეთ ხშირად დაახამხამოთ მათი გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. აბრუნეთ თვალები მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: მიიტანეთ თითი თვალებთან, შემდეგ მზერა გადაიტანეთ უფრო დაშორებულ საგანზე, წერტილზე, შემდეგ - ისევ თითზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ;
· გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ოფისებში ჰაერის გათბობა ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს. თვალების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს მონიტორის ხანგრძლივი ცქერა დახამხამების გარეშე, რის გამოც თვალი ვერ გამოიმუშავებს თვალების დანოტიოებისათვის სათანადო რაოდენობის ცრემლს და ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თვალების წვა, ფხაჭნა, უცხო სხეულის შეგრძნება. მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ ლინზების მომხმარებელ ადამიანებს. თვალის დამანოტიოებელი სპეციალური წვეთების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს და თუ მაინც თვალის სიმშრალე გრძელდება აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
· კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაძაბულობისა და სიმშრალის შემთხვევაში განსაკუთრებით სახიფათოა თუ დამატებით ადამიანს უხდება მუშაობა თვალისათვის საზიანო საწარმოო გარემოში (ავტომობილების შეკეთება, შედუღება, თვალის გამაღიზიანებელი აქროლადი ნივთიერებები და სხვ.), სადაც უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარგი მხედველობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
-----
მე ვამატებ შემდეგ რჩევას: ტექსტების აკრეფისას გააკეთეთ აბზაცები. ამმით მკითხველის თვალებს შეუმსუბუქებთ დატვირთვას.
* * *
ამ სტატიაზე გამახსენდა, რომ წამლები მაქვს უჯრაში თვალებისთვის. წავედი ჩავიწვეთო.

)
This post has been edited by asineta on 15 May 2003, 05:45