მოკლედ, შემოვდივარ ინიციატივით:
1. შეიქმნას ერთიანი თავისუფლად შევსებადი ბაზა, თავისი საიტით, სადაც ნებისმიერ მსურველს, და ძირითადად კი საკრებულოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქების ისე ნებისმიერს, შეეძლება განათავსოს წვრილმანი, ან მსხვილმანი
საქველმოქმედო სამუშაოების სია, რომლის შესრულებაც ქალაქების და სოფლების მაშტაბით სასურველია რომ შესრულდეს.
მაგალითად:
ა) დიდ დიღომში, ამა და ამ ადგილას, 3 ხის დარგვა და 4 კვადრატული მეტრის მოკირყვლა დაფშვნილი აგურით

,
ბ) გლდანში, ამა და ამ ადგილას, 5 მეტრი ფეხსავალი ბილიკის მოწყობა.
გ) სოფელ XXX-ში ავტობუსის მოსაცდელში ჩაზნექილი სკამების მოწყობა.
დ) ისტორიულ ძეგლთან, სოფელ XXX2-ში ტურისტებისთვის ტუალეტის მოწყობა.
და ა.შ.
2. უკვე არსებულმა შესაბამისმა სამსახურებმა იმავე ბაზაში
მიუთითოს თანხმობა, ან უარი ასეთ სამუშაოების შესრულებაზე.
ანუ საბოლოოდ იქნება რაღაც სია, რომელიც დადასტურებული იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ, რომ უფლება გაცემულია მათ შესრულებაზე.
უკეთესია, თუ იგივე სამსახურები გარკვეულ
პროექტებსაც დადებენ შესაბამის სამუშაოებთან დაკავშირებით, და მიაბამენ იგივე ბაზაში.
ამის შემდეგ, ე.ი გვაქვს სია, რომელშიც არის სხვადასხვა სამუშაოები ღირებულებით
0-დან (ხის დარგვა მაგალითად), და ზევით.
ინიციატივის მთავარი არსი :სრულიად ძალდაუტანებლად,
ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, მშენებლობაზე
უფლების გაცემის მომენტში (ბიზნესმენის მოთხოვნა ოფისის შენობის მშენებლობაზე, მაღაზიის მშენებლობაზე, და ა.შ.) ბიზნესმენს გადაეცეს
კითხვარი, თავისი მშენებლობის პარალელურად, ქველმოქმედების სახით,
ხომ არ შეასრულებს რომელიმე სამუშაოს საქველმოქმედო სამუშაოების ერთიანი ბაზიდან, თავისი სურვილის მიხედვით.
ბიზნესმენის პასუხი შეიძლება იყოს "არა". და ამით მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები მთავრდება."კის" არჩევის შემთხვევაში, მის მიერ არჩეული საქველმოქმედო სამუშაო ჩაბარდება მშენებლობის დასრულების მომენტში.
ეს სამუშაო, ღირებულებით არ იქნება დიდი, მშენებლობის ფასთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში ამას თავად ირჩევს და განსაზღვრავს ბიზნესმენი.
სამუშაოს ჩაიბარებს ახლა არსებული შესაბამისი სამსახური, ისევე როგორც იბარებს ახალ აშენებულ ბიზნესმენის ობიექტს სამსახურები.
ბიზნესმენს ხარჯები ჩვეულებრივად უნდა ჩაეთვალოს ბურალტერიის კუთხით.
წვრილ-წვრილი საქმეების გაკეთებით ბევრი სასიკეთო საქმე დაგროვდება.
რა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ასეთი სქემა იმუშავებს:
1. კითხვარის შევსება (მხოლოდ შევსება) აუცილებელი უნდა იყოს, და კითხვარებუ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს ფსიქოლოგიური მომენტია ბიზნესმენებისთვის.
არავის არ ესიამმოვნება იმის განცდა, რომ 10 ობიექტი აქვს აშენებული თავისი ბიზნესისათვის და ყველა კითხვარში უარი განაცხადა საქველმოქმედო სამუშაოზე. შესაბამისად, თუნდაც უმნიშვნელო სამუშაოებს მაინც აირჩევენ.
2. ბევრი ბიზნესმენის პატრიოტიზმი.
3. რეკლამა. ბევრი ბიზნესმენი ტრაბახობს ხოლმე, ბიუჯეტში ამდენი და ამდენი თანხა მაქვს შეტანილიო. ეს საკითხიც სატრაბახოების, და შესაბამისად სარეკლამოების სიას მიემატება.
4. წამხედურობა. სხვისი მაგალითი.
5. უნდა იმუშაოს მედიამ და საზოგადოებამ, რაც შეიძლება ხშირად გაესვას ხაზი, რომ ამა თუ იმ ბიზნესმა ეს და ეს სამუშაოები შეასრულაო.
და საერთოდ, ბევრნაირად შეიძლემა ამის წახალისებაც, გაპიარებაც და ამუშავებაც.
და კიდევ ერთი, რითაც ასეთი ბაზა სასარგებლო იქნება,
დავუშვათ, წვრილი ბიზნესმენი პეტრე, რომელიც არაფრის აშენებას არ გეგმავს,
ათვალიარებს ამ საქველმოქმედო სამუშაოების ერთიან ბაზას, და თავისთვის ამბობს:
- ვა, ეს 2 მეტრი ტროტუარის მოწყობა კაპიკები ჯდება, აგერ არის ჩვენს გვერდით, 10 მეტრში, მოდი ეს გავაკეთოთ ჩვენი ფირმის სახელით.
დღეს, რომ უნდოდეს რამის გაკეთება, უნდა ირბინოს, უფლებები აიღოს, ხარჯებში ვერ გაატარებს, შეიძლება არც უფლება არ მისცენ მიტაცებას აპირებ მიწისო, და რა ვიცი, უბრალოდ არც გაივლებს თავში აზრს, რომ ამაზე ჩალიჩი დაიწყოს.
იქ კი, სიაში ნახავს. ან, თუ იდეა აქვს, და სურვილიც აქვს გაკეთების, თავად დაამატებს სიაში, და სარბენი მაინც არ გაუხდება უფლებაზე და სხვა რამეზე.
თუ არ ეთანხმებით, ახსენით რა შეუშლის ხელს, რომ იმუშაოს ამ სისტემამ