#46048038 · 26 Oct 2015, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ჩვენ იმ ახალი, სრულიად განსხვავებული საკვები დაწესებულების წარმომადგენლები ვართ, რომელიც ძალიან მალე დაამშვენებს თბილისის ქუჩებს. გვსურს, მომსახურების გუნდი ისეთი წევრებით შევავსოთ, ვინც ჩვენთან ერთად შექმნის მზრუნველ და მხიარულ გარემოს.
ვეძებთ გუნდის წევრებს: მიმტანი:
** ვისთვისაც მომსახურების სფერო ენერგიის უშრეტი წყაროა; ** ვისაც უყვარს სხვებზე ზრუნვა და მათი დახმარება; ** ვისთვისაც დეტალები მნიშვნელოვანია; ** ვინც ყველა პრობლემას შესაძლებლობად აქცევს; ** ვინც ბუნებრივად ცნობისმოყვარეა; ** ვისაც არ უყვარს ერთ ადგილას გაჩერება და მუდამ განვითარება სწყურია; ** ვინც მუდმივად ზრუნავს გუნდზე და არ არღვევს შეთანხმებულ წესებს ** ვინც ბევრს იღიმის და ასხივებს პოზიტივს; ** ვისაც აინტერესებს საკვები და სასმელი, როგორც მეცნიერება; ** ვინც განსხვავებულად და კრეატიულად აზროვნებს; ** ვინც ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სალაპარაკო დონეზე; ** ვისაც აქვს საკმარისი და ცოტა მეტი თავისუფალი დრო; ** ვინც ინტელექტით, ინტუიციით, ნიჭით, ხასიათით, ქარიზმით, შემართებით ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს და წამს ქმნის ახალ რეალობას და იპყრობს მწვერვალებს, ან გეგმავს მაინც მათ დაპყრობას.
კონდიტერი : ** ვისაც გასტრონომიის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა ამოძრავებს; ** ვისთვისაც ტკბილეული შემოქმედების და შთაგონების პირველადი წყაროა; ** ვისაც საათივით აწყობილ პროცესებში ჩაბმის და ახალი იდეების შეთავაზების თანაბარი უნარი აქვს; ** ვისაც აქვს თუგინდ პატარა გამოცდილება ამ ამოუწურავ სფეროში; ** ვინც ხარისხზე კომპრომისს არ აკეთებს და დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევს; ** ვისაც აქვს ამბიცია, ქვეყანაში კვების კულტურა ახალ საფეხურზე გადაიყვანოს; ** ვისაც უყვარს სხვებზე ზრუნვა და მათთვის გასტრონომიული სიამოვნების მინიჭება; ** ვინც ყველა პრობლემას შესაძლებლობად აქცევს; ** ვინც მუდმივად ზრუნავს გუნდზე და არ არღვევს შეთანხმებულ წესებს; ** ვისაც არ უყვარს ერთ ადგილზე გაჩერება და მუდამ განვითარება სწყურია; ** ვისაც ამზადებს დესერტებს კეთილი გულით და ტკბილი ხელით!
დამლაგებელი: ** ვისაც ბუნებრივად სიამოვნებს წესრიგის დამყარება; ** ვინც ზრუნავს ყველა ნივთის კეთილდღეობაზე, გეგონება ისინიც სულიერი არსებები იყვნენ; ** ვინც ყოველთვის ცდილობს უკეთესი გზები იპოვოს პრობლემების აღმოსაფხვრელად; ** ვინც ხარისხზე კომპრომისს არ აკეთებს და დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევს; ** ვინც მუდმივად ზრუნავს გუნდზე და არ არღვევს შეთანხმებულ წესებს; ** ვინც დაეხმარება როგორც სამზარეულოს, ასევე სერვისის გუნდს, რომ სტუმრებს უნაკლოდ მოვემსახუროთ; ** ვისაც აქვს ჩვენთან მუშაობის და ჩვენი დამხარების დიდი სურვილი.
თუ ამ ტექსტის კითხვისას უმეტესობა პუნქტებზე ჩუმად აქნევდი თავს, შესაძლოა ჩვენ ერთმანეთი უკვე ვიპოვეთ. შეიძლება გიმუშავია მომსახურების სფეროში, შეიძლება ახლა დგამ სულ პირველ ნაბიჯებს ამ ჯადოსნურ სფეროში, ჩვენი კარი შენთვის ღიაა, თუ შენ ეს ნამდვილად გინდა!
გთხოვთ, გამოგვიგზავნო შენი საკონტაქტო ინფორმაცია ან რეზიუმე ამ მისამართზე: midnightoilburners@gmail.com რომ რაც შეიძლება მალე გავიცნოთ ერთმანეთი.
This post has been edited by KOMBAT on 26 Oct 2015, 13:31
--------------------
когда мне плохо и я не знаю что мне делать, я спрашиваю себя - а как поступил бы бетмен на моем месте?
|