#40309594 · 23 Mar 2014, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
G1nika სხვა ბანკების რა გითხრა, მაგრამ ლიბერთის პირობებს გეტყვი
აქვს სამი ტიპის საკრედიტო ბარათი (magic card, shopping card, teachers card), ამათგან teachers card მარტო მასწავლებლებისთვისაა
გააჩნია რისთვის გჭირდება ძირითადად, თუ თანხის გასანაღდებლად არ გინდა შოპინგ ქარდს გირჩევ
ბარათი წლიურად 15 ლარი ღირს და საკრედიტო ლმიტის დამტკიცების საკომისიოც 15 ლარია. მტკიცდება შემოსავლის ორმაგი მოცულობა (მაქსიმუმ 5000 ლარი), წლიური საპროცენტო განაკვეთი 26% ია, აქვს 55 დღემდე საშეღავათო პერიოდი. (თანხის განაღდება ამ ბარათიდან არ ხდება)
მაგრამ თუ თანხის განაღდებაც გინდათ მეჯიქ ქარდს ოდნავ განსხვავებული პირობებ აქვს
ბარათი წლიურად 20 ლარი ღირს და საკრეიტო ლიმიტის დამტკიცების საკომისიოც 20 ლარია, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% და 55 დღემდე საშეღავათო პერიოდი. თანხის განაღდება ბანკომატებში 3% მინიმუმ სამი ლარი.
თანხის დაფარვის დროს თუ საკრედიტო ლიმიტის გამოყენებიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე დაფარავთ სრულად თანხას პროცენტს არ იხდით, თუ სრულად ვერ ფარავთ იხდით გამოყენებული თანხის 5% -ს + გამოყენებული თანხის წლიურ 36% გადამრავლებული იმ დღეების რაოდენობაზე, რამდენი დღეც იყო ლიმიტი გამოყენებული და გაყოფილი 365 დღეზე.
--------------------
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი
|