.....ეს ფრაზა ფრანგ ფილოსოფოსს სარტრის ეკუთვნის.....
თემის არსებობის იდეა კი იმ იუზერს, რომელსაც უშნოი კაცების თემაში თუნდაც სხვასთან უბრალოდ წოლა ეზიზღება...
....მე და სხვა : ჩვეულებრივ მიღებულია, რომ სინამდვილე ორ ნაწილად იყოფა: მე და სხვა...ერთ მხარეს ვათავსებ მეს, ჩემს თავს, ჩემს არსებობას .საპირისპირო მხარეს კი ჩემს სხვას , ანუ ვერტიკალი, რომელიც არის განსხვავებული ჩემგან და სხვანაირია.,,სხვა განსხვავდება ჩემგან ყოველთვის .მაგრამ "მე" მიემართება რაც არ უნდა იყოს ამ სხვას , თითქოს მას იძულებითად უკავშირდება. .სხვაობა და მიმართება თანაარსებობენ მუდმივად როგორც ძაფი და საქარგავი , რომელზედაც ქარგავენ...როგორც ამბობენ . როდესაც მე ვგრძნობ გაუცხოებას , თუნდაც ჩემს თავთან და ჩემი მე არის დაკარგულივით , მაშინ ხდება გაუცხოება ..მიზეზები ბევრია , მაგრამ მთავარი მათ შორის მოყვასთან , სხვა ადამიანებთან კავშირის შეწყვეტაა...სულიერი დაშორება ადამიანებისგან და საკუთარი თავისგან...... SOS
-"კაცობრიობრივი მარტომყოფობის ეპოქა" -როგორც დოსტოევსკი კარამაზოვებში წერს = "..ჩვენს საუკუნეში ყველანი დაშორდნენ ერთმანეთს, გახდნენ მარტონი , მხოლონი,,,თითოეულს თავისი მარტოობა ექაჩება , თითოეული შორდება მეორეს, იმალება და მალავს რაც აქვს, შორდება მსგავსს და მისგანაც შორდებიან სხვები" :/
.............ჩვენ მარტომყოფები ვართ.. გაწყდა ის კავშირი, რომელიც ჩვენს თავისუფლებას ძალიან აკლია... მაგალითად: მშობლიური ზრუნვა შვილებისადმი , ახალგაზრდების თვალში ტირანიად იქცა. ..საშუალება მიეცემათ თუ არა მარტო რომ გადიან საცხოვრებლად,,თავისთავად ეს მშობლებიც მარტომყოფები არიან , და ასეც ამიტო ხდება... მარტოობა ხდება "თავისუფლების მონაპოვარი", ისეთი თავისუფლებისა, რომელიც არ ღებულობს კავშირებს...
....იგივე ხდება თუნდაც ყოველი წყვილის დაშორებისას...ეძებენ ინდივიდუალურ თავისუფლებას ერთიმეორისგან..ჰოდა განშორება მათ ანიჭებთ ამ თავისუფლებას, რომელიც მათ აკლდათ სიყვარულში..მარტოობა და თავისუფლება ემსგავება მედლის ორ მხარეს...
რა მოაქ მარტოობას,,, მარტოობიდან მოდის დარდი. ბრძოლა პიროვნულობისთვის:ვინ ვარ,,რისთვის ვარ,,რა მინდა,,სად ვარ..სად და როგორ წავალ.რა ვჭამო რა ვსვა.. .ჰაი ჰუი...
ჰოდა ესეთი კითხვები ირევიან გარშემო არა როგორც შემთხვევები, არამედ როგორც კედლები , რომლებიც ჩვენ გვამწყვდევენ..მარტოობა ბადებს დაუცველობას, ეჭვიანობას, არამყარობას, ეგოიზმს... მისი ნაყოფია დარდი და სიცარიელის განცდა...
.......მე, როგორც მარტო მყოფ და საზოგადოების არამოყვარულ ადამიანს, მაქვს უდიდესი პრობლემა-არ ვიცი სად წავიღო ჩემი ადამიანობა..ჩემი უკვდავი სული..ჩემი ღირსება.... მივედი იმ დასკვნამდე, რომ მარტოობით, საკუთარი მეს გაღმერთებით გასუქებული ალტერ-ეგოთი უნდა მოვცილდე აქაურობას და შევეცადო მართლაც მიყვარდეს მოყვასი ჩემი..არ ვუყურებდე ზემოდან,, არ მეზიზღებოდეს მეტროში მის გვერდით დაჯდომა..არ ვუყურო ნაკლზე..არ ვაფათურო სხვის სულში ხელი... ვიყო მიმტევებელი .. არ მშურდეს...არ მიხაროდეს რომ მისნაირი არ ვარ..ვიყო თავმდაბალი..რომ მომავალი უფრო სავსე,,..იმედიანი...სასიამოვნოდ პერსპექტიული, სუფთა და ხალასი გახდეს

.....ცოოტა პროგრესი მაქვს..

უკვე აღარ თანავუგრძნობ ისეთ პოსტებს და აზრებს, როცა მავანნი (ზოგნი ძერსკობენ) და ამაყობენ იმით რომ არიან ეგოისტები,,რომ თურმე საკუთარი თავი ძალიან უყვართ და თუნდაც სხვებზე ზრუნვა არ ეკადრებათ...რომლებსაც სძულთ კაცობრიობა და ქვეყნიერება, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ხელს უშლიან. .... ხელს უშლიან იმაში გახდნენ ისეთები როგორიც უნდათ.. ....ლერწამივით იხრებიან ყოველ ცხოვრებისეულ სირთულეზე .. რომ მათი ოცნებები სხვას უხდებათ.. რომ ტრანსპორტში ყველამ მას უნდა დაუთმოს ადგილი....რომ მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის ღირსია...რომ მასზე უკეთ ვერავინ აცხობს პიცას /// რომ ყველა ფეხებზე კიდია.. რომ თურმე რთულია და სხვები ვალდებულნი არიან რომ უნდა გაუგონ...რომ მძიმე ხასითი აქვთ , მაგრამ თურმე ოქრო ხომ მძიმეა...ხვდები??? ...
მივხვდი, რომ ასეთი ადამიანი, როგორიც მე ვიყავი თურმე ის ნულია რომელსაც თავი ელიფსი გგონია ,რის ირგვლივაც დედამიწა ტრიალებს..
ჰო...გადავწყვიტე ერთია,მაგრამ მიჭირის...ძალიან მიჭირს...

წარმოიდგინეთ ???? ჰოდა გამამხნევეთ... თამამად.. ხალისით..

გავამხნევოთ ერთმანეთი რომ არ ვიყოთ "მარტო"
''მარგალი გოგონაი''...
''მე მიყვარს აჯიკა''...
..Sometimes I wish I could act like a boy..
ბრმა რელიგიური ფანატიზმს ჯანსაღი რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ, თორემ არასწორ გზაზე დავდგებით !
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე