მოგეხსენებათ ხანში შესული ხალხის ამბავი, არიქა ბევრი არ დავხარჯო ჩემზე და მსგავსი ბლა ბლა
ძლივს კაცი წავა ექიმთან და კიდევ იმდენ პრობლემას აწყდება, რომ ცხოვრება რთულდება რია
აქამდე ვიცოდით, რომ ჩაწერის მიხედვით არ მოქმედებდა დაზღვევა. სახლში იყვნენ პირადად მოსულები და გვითხრეს.
დღეს დედაჩემი იყო წასული პოლიკლინიკაში და შეემთხვა ათასი უხერხულობა
უნდა წახვიდე, გადარეგისტრიდე, გადმორეგისტრირდე
ძველი დაზღვეევა გაუქმდაო
ახალი უნდა გააკეთოო
ახალსაც ყველას არ უკეთებენ და პოლიკლინიკის ნაცნობი დაეხმარა და გაუკეთეს
ექიმმა დააგვიანა 2 საათით, როცა ჩაწერილი ხალხი ელოდებოდა
დედაჩემს დაუნიშნეს მიღება შემდეგ კვირაში, როცა გული ეხლა აწუხებს
ეხლა მეტყვიან, კერძო ექიმთან წაიყვანეო
იყო კერძო ექიმების არმიასთან რესპუბლიკურში, გაუკეთეს 900 სახის გამოკვლევა, დაჯდა იმდენი, რომ ეს მეორედ იქ აღარ წავა. მით უმეტეს, როცა გამოკვლევების თანახმად დანიშნულმა წამლებმა შედეგი არ გამოიღო
This post has been edited by gramatikikina on 7 Mar 2014, 18:09