United Poker Series - პოკერის საერთაშორისო ტურნირების სერიაა, რომელიც აერთიანებს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, სასომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, თურქეთის, კვიპროსის და ახლა უკვე საქართველოს მოთამაშეებს.
სერია სადაც ჩართულია პროფესიონალთა ისეთი გუნდი როგორიცაა: უკრაინის საუკეთესო პოკერ-კლუბები - კიევის „ხრეშატიკი“ და „იმპერიალი“, ერთადერთი ლეგალური კლუბი რუსეთში - აზოვ-სითის სათამაშო ზონის კაზინო „ორაკული“, ასევე მინსკის, ხარკოვის, ალმაატის, პოკერ-კლუბები, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის წარმომადგენლები და რათათქმაუნდა საქართველო, რომელსაც წარმოადგენს „ევროპაბეთის“ პოკერ კლუბი და ონლაინ კაზინო.
პირველად პოკერის სერიების ისტორიაში UPS-თან ერთდროულად ითანამშრომლებს ორი ონლაინ-რუმი - Europe-bet და LotosPoker, რომლებიც აპირებენ უზრუნველყონ სატელიტებში მონაწილეთა არნახული რაოდენობა. გარდა ამისა, სერიის გეგმებში შედის UPS-ს ონლაინ-სერიების ჩატარება, რომელთაც ანალოგიური განრიგი, ტურნირებისა და ბაი-ინის იგივე ნაკრები ექნებათ. თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ მონაწილეობა UPS-ში.
გაფართოების მიუხედავად, UPS ძველი კურსის ერთგული რჩება და ორიენტირებულია საშუალო და დაბალი ბაი-ინის მოთამაშეებზე. მაგრამ, ამასთანავე, არ ივიწყებს მრავალრიცხოვან პროფესიონალებსაც, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას URT-ს სერიებში. მათ ელოდებათ ჰაიროლერების სუპერტურნირი, ასევე ღრმა სტრუქტურის შეჯიბრებების უთვალავი რაოდენობა...
2014 წლის სეზონი
UPS-ს პირველი სეზონი მაისში აიღებს სტარტს, თბილისში, Europe-Bet-ის პოკერ-კლუბში, შემდეგ ტური გაემგზავრება აზოვ-სითიში, სადაც გაიმართება 2009 წლის შემდეგ პირველი, ნამდვილად დიდი ტურნირი რუსეთში (სავარაუდო თარიღია ივნისის ბოლო), მესამე ეტაპი ბათუმში, უკვე აგვისტოში გაიმართება, შემოდგომაზე კი UPS-ს ტურნირებს, სავარაუდოდ, კვიპროსის ერთ-ერთი კაზინო და „ხრეშჩატიკი“ უმასპინძლებენ.
რა გელოდებათ?
ფესტივალის ძირითად პროგრამაში, რომელიც Europe-Bet-ისა და LotosPoker-ის მხარდაჭერით იმართება, 19 ტურნირია 220,000$ გარანტირებული ერთიანი საპრიზო ფონდით.
ჩატარდება არაგეგმიური ივენთებიც: ჩინურ პოკერში, ომაჰაში, მიქსტ-ტურნირი, ერთ და ორმაგიდიანი ტურბო-ფრიზაუთები. გაიხსნება არანაკლებ 10 ქეშ-მაგიდა...
UPS-ს თბილისის ეტაპში მონაწილეობას უკვე დათანხმდნენ დსთ-ს ქვეყნების უძლიერესი მოთამაშეები. სერიის ორი მთავარი ვარსკვლავი – ვადიმ კურსევიჩი და ილია ანდრეევი არა მარტო მთავარ და დამატებით ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ბაუნტი-მოთამაშეების როლში იქნებიან ონლაინ შერჩევით შეჯიბრებებში, რომლებიც გაიმართება Europe-Bet-სა და Lotos Poker-ში.
UPS-ს სატელიტების გაფართოებული პროგრამა უზრუნველყოფს არანაკლებ 100 დამატებით მოთამაშეს: 50-ის გარანტიას იძლევა Europe-Bet, 15-ისას – Lotos Poker, დანარჩენები შეირჩევა ცოცხალ ტურნირებში რუსეთის, უკრაინის, საქართველოს, ყაზახეთის, ბელორუსიის, სასომხეთის, აზერბაიჯანის 30-ზე მეტ კლუბში. გარდა ამისა, მონაწილეობა დაადასტურეს მოთამაშეთა ჯგუფებმა ისრაელიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან... Main Event-ში მონაწილეთა მოსალოდნელი რაოდენობაა 200-250 კაცი.
ამიერიდან UPS-ს ტურნირები იქნება ვერიფიცირებული. ყველა მათგანი ჩატარდება freezout ფორმატში განმეორებითი შესვლის უფლებით პირველ 9 დონეზე.
სატელიტები ტარდება როგორც ევროპაბეთზე ასევე ლოტოს პოკერზე რეგისტრაციისაც ლოტოს პოკერი ანგარიშზე სვავს 5$
UPS Main Event
სერიის მთავარმა ტურნირმა კარდინალური ცვლილებები განიცადა. ამიერიდან მასში მონაწილეობისთვის შესატანი თანხა 770$-მდეა შემცირებული, სამაგიეროდ არის სამი სასტარტო დღე! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: 150 000$ გარანტირებული საპრიზო ფონდის გარდა გამარჯვებული, ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღებს არანაკლებ 50 000$-ს.
შეიცვალა შესვლის სისტემაც: 1A დღეს სტარტს იღებენ ონლაინ-სატელიტებში მონაწილენი, 1B და 1C დღეებში კი – ყველა დანარჩენი მონაწილე, მათ შორის ისინიც, ვინც მოიპოვებს საგზურს UPS-ის მრავალრიცხოვან ცოცხალ სატელიტებში მონაწილეობით. Main Event-ში შესვლა შეიძლება იმდენჯერ, რამდენჯერაც მოინდომებთ, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთ პირველ დღეს.
სერიის მთავარი ტურნირი იდეალურია ფასი/ხარისხის თანაფარდობით. 25 000 ფიშკიანი სასტარტო სტეკები, 30-წუთიანი დონეები პირველ დღეს, 45-წუთიანი – მეორე დღეს და ერთსაათიანი – ფინალში. ყოველივე ეს, ნებისმიერი დონის მოთამაშეს მისცემს პოკერში თავისი შესაძლებლობების რეალიზაციის შანსს და მაგიდასთან ვარსკვლავებთან შეჯიბრების საშუალებას.
UPS Special Twice Cup
ტრადიციულად, სერიის ყველაზე პოპულარული და მასობრივი ტურნირია. სულ რაღაც 330$-ის გადახდის შემდეგ მოთამაშეს შეეძლება დიდი შეჯიბრის გარემოში მოხვედრა. პირველ დღეს – 30 წუთიანი, მეორე დღეს 45 წუთიანი დონეები, სასტარტო სტეკი – 400 დიდი ბლაინდი და ნელი სტრუქტურა, რაც საკუთარი ოსტატობის დემონსტრირების საშუალებას იძლევა. ორი სასტარტო დღე საშუალებას გაძლევთ დიდი სტეკი დააგროვოთ, ვინაიდან ფიშკები ჯამდება 1A და 1B დღეების შედეგების მიხედვით! ტურნირის გარანტია – 50,000$.
UPS Mega Stack
Mini Cup-ში ხელმოცარულებისთვის შესანიშნავი საშუალებაა დაამტკიცონ, რომ არც ისე ხელწამოსაკრავები არიან პოკერში. კიდევ უფრო მდოვრე სტრუქტურა, კიდევ უფრო ღრმა სტეკები... სერიის მთავარ ტურნირშიც კი არავინ მოგცემთ 100 000 ფიშკას! ნახევარსაათიანი დონეები, ხელახლა შესვლის საშუალება (მე-13 დონემდე) და იაფი – 440$-იანი ბაი-ინი 20 000$-ის გარანტიის პირობებში მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესოს გამოსავლენად ორი დღე არ იქნება საკმარისი, საფინალო მაგიდასთან თამაში შეიძლება მესამე დღისთვის გადაიტანონ.
HighRoller Event
სერიოზული ტურნირია სერიის პროფესიონალებისთვის და გმირებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს 1,650$-ის დადების საშუალება მისცენ (URT-ზე ასეთი ბაი-ინით ტარდებოდა Event Main). ჰაიროლერებში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ცოცხალი, ასევე ონლაინ სატელიტების საშუალებით. მონაწილეებს ყველაფერი ექნებათ იმისთვის, რომ ჩაერთონ სერიაში: ღრმა სტრუქტურა (30 000 ფიშკიანი სტეკი) და ნელი დონეები (60 წუთი პირველივე დონიდან). ამ ტურნირში მონაწილეობა უკვე დაადასტურა ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ – ვადიმ კურსევიჩმა, ილია ანდრეევმა და სხვ.
Turbo Deep Stack Bounty
ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და პოპულარული ტურნირია, რომელშიც შეიძლება პრიზის მიღების იმედი გქონდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდის ზონას ვერ მიაღწევ. ამისთვის საკმარისია მაგიდასთან თუნდაც ერთი მეზობელი დატოვო ფიშკების გარეშე. შეგაქვთ საწევრო შენატანი 300$-ის ოდენობით, ხოლო ყოველ „აცლილ სკალპზე“ იღებთ 100$-ს. ამასთან, სტეკის დიდი სიღრმე (30,000) არ იძლევა საფუძველს, დასაწყისშივე თავით გადაეშვათ მორევში, მეორეს მხრივ კი, ტურბო-სტრუქტურა (მხოლოდ 15 წუთი ერთი დონისთვის) არ მოგცემთ გულხელდაკრეფილად ყოფნის საშუალებას.
6-max Freezout
UPS-ის ფინალური აკორდი და ინტერნეტში მოთამაშეებისთვის თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსია. სულ რაღაც 220$-ად მათ საშუალება ეძლევათ „ცოცხლად“ ითამაშონ დინამიური პოკერი ტურბო-სტრუქტურის მოკლე მაგიდებთან. კარგი განწყობისა და ინტენსიური ექშენის (დინამიზმის) გარანტია.
ქეშ-თამაში
Europe-Bet რუმის პოკერ-კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო და კომფორტული სათამაშო სივრცეა თბილისში. UPS-ის სერიის მსვლელობის დროს გაიხსნება რამდენიმე ზონა ქეშ-თამაშებისთვის (5-10 ლარი, 10-25 ლარი, 25-50 ლარი და ა.შ.) ომაჰა, ჰოლდემსა და ე.წ. „დილერ ჩოის“-ში
ონლაინ-სატელიტები
UPS-ს სერიის მთავარ და სხვა ტურნირებზე საპრიზო პაკეტების მოგება შესაძლებელია სერიის პარტნიორების Europe-Bet-ისა და LotosPoker-ის გვერდებზე.
აბა გისურვებთ წარმატებებს და მაგ ტურნირზე მოხვედრას
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)