#40152255 · 10 Mar 2014, 20:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საპროტესო აქცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
დღეს, საქართველო რჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა.
2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით შეჩერებული იყო პაციენტთა მიღება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში, ხოლო ამჟამად შეზღუდული რაოდენობითაა დაშვებული, რამაც მკურნალობის მსურველთა რიგები წარმოშვა, რაც არ გვქონია, ჩანაცვლებითი პროგრამების არსებობიდან. დეტოქსიკაციის პროგრამები ძალიან ძვირია, ხოლო სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის გავლის საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ ასევე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ. ქვეყანაში არ არსებობს წამალდამოკიდებულების კომპლექსური მკურნალობა, რაც მოიცავს დეტოქსიკაციის შემდგომი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს. ამ მიმართულებით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა სახელდება მიზეზად ნარკოკანონმდებლობის ჰუმანიზაციის მოწინააღმდეგეთა მიერ.
ზემოთაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“-ის ორგანიზებით ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქციის მიზანი ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ჯანდაცვაზე ორიენტირებული სერვისების გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება
ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, მათი ოჯახის წევრები გააპროტესტებენ არსებულ მიდგომებს და შეახსენებენ ჯანდაცვის სამინისტროს აღებულ ვალდებულებებს, რაც ასახულია ეროვნულ ნარკო-სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც გულისხმობს ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების გაფართოებას, ახალი სერვისების შექმნასა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას.
საპროტესტო აქცია გაიმართება 18 მარტს 16:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან (მის: აკ. წერეთლის გამზ № 144)
აქციის მხარდამჭერები არიან: "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", "მსოფლიო ექიმები საფრანგეთი", "ალტერნატივა ჯორჯია", ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო". * * * მოგმართავთ იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების სახელით, ვინც დაზარალდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად. გვინდა აღვნიშნოთ, ბოლო პერიოდში წამალდამოკიდებულების მკურნალობის დარგში მიღწეული შედეგები, კერძოდ დაფინანსების მკვეთრი ზრდა და მეტი პაციენტების ჩართვა მკურნალობაში. თუმცა, აღნიშნული ზომები ჯერ კიდევ შორს არის ადექვატური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებისგან. კერძოდ: 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით შეჩერებული იყო პაციენტთა მიღება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში, ხოლო ამჟამად შეზღუდული რაოდენობითაა დაშვებული, რამაც მკურნალობის მსურველთა რიგები წარმოშვა, რაც არ გვქონია, ჩანაცვლებითი პროგრამების არსებობიდან. დეტოქსიკაციის პროგრამები ძალიან ძვირია, ხოლო სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის გავლის საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ.
ქვეყანაში არ არსებობს წამალდამოკიდებულების კომპლექსური მკურნალობა, რაც მოიცავს დეტოქსიკაციის შემდგომი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს. ამ მიმართულებით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა სახელდება მიზეზად ნარკოკანონმდებლობის ჰუმანიზაციის მოწინააღმდეგეთა მიერ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში ქვეყანას ეთხოვა ეროვნული ნარკოსტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რაც გულისხმობს ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების გაფართოებას, ახალი სერვისების შექმნასა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულ იქნა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2013 წლის დეკემბერში, შესაბამისად მნიშვენლოვანია 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაწყება.
|