http://primetimenews.ge/?page=3&news_id=25572"თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ გოგა ონიანის დასაკავებლად პროკურატურა ყველაფერზე მიდის.თუთბერიძს განმარტებით, ონიანის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და სამართალდამცავები სამხილების შესათითხნად, მკვლელებსა და ყაჩაღებთან ურთიერთთანამშრომლობს. ამის შესახებ თუთბერიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატები, გოგა ონიანიც და რომეო საჯაიაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ იმ სისტემაში, მათთვის უცხო არ არის, თუ როგორ ხდება სამხილების შეთითხვნა და მოფიქრება.
"პროკურატირამ, გოგა ონიანის პოლიტიკური დევნის ნაცვლად, სჯობს, მიხედონ იმ კრიმინალებს, რომლებიც ხელისუფლებამ გარეთ გამოყარა, რომელითაც არაერთი მოქალაქე უკვე არის დაზარალებული. სამწუხაროდ, დღეს იმ დონეზე მივიდა ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავები, რომ იმის ნაცვლად, ადამიანები დაიცვან, შედიან გარიგებაში ქურდებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან და მათი ერთადერთი მოტივი ის არის, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გოგა ონიანი გამოკეტონ ციხეში, იმის გამო, რომ ვერცერთი ბრალის დამტკიცება ვერ შეძლეს ახალაიასადმი, რადგან რომეო საჯაიაც და გოგა ონიანიც ძალიან კარგად იცნობენ ამ სისტემას და გამოძიების პროცესში, სანამ ესენი, დებილ ტვინებში რამეს მოიფიქრებენ, რა როგორ შეთითხნონ, გოგა ონიანმაც და რომეო საჯაიამაც კარგად იციან მსგავსი რაღაცეების მოფიქრება", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=25572მე მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა, ისე წამოსცდა)))