სამხრეთ ოსეთმა იტალიას აღიარების თხოვნით მიმართა, მანამდე კი იტალიის ქალაქ ლანუზეისა და ცხინვალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ქალაქებს შორის გაფორმებული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმება გახდა იტალიაში საქართველოს საელჩოში ოფიციალური წერილის დაწერის საფუძველი. წერილი საელჩომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.
როგორც იტალიაში საქართველოს ელჩის მრჩეველმა დავით ბაზერაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა, თუ ხელშეკრულების არსებობა დადასტურდება, იტალიის საგარეო უწყება აღნიშნული შეთანხმებას გააუქმებს. ბაზერაშვილის თქმით, იტალიის საგარეო კურსი საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებაში, უცვლელია.
იტალიის ელჩი კი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალისთვისაა დაბარებული.
http://news.ge/ge/news/story/77592-samkhre...khovnit-mimarta