შალვა რამიშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შპს "არტარეასთან" ერთად მოაწყო თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენა, სახელწოდებით - "ხელოვნება მართავს". ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ: გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები. 21-დან 23 თებერვლამდე კი ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში განთავსებული 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრის ნახვა ყველას შეეძლო.
კი, ბატონო, ინიციატივები და გამოფენები კარგია, მაგრამ რამდენად თანამედროვე იყო ეს ყველაფერი, ალბათ, იმ ორმა კინკილა კაცმა უნდა იცოდეს, ვინც იქ შეიარა. ჯანდაბას, ამ შემთხვევაში არც ეს არის მთავარი და საერთოდ არაფერს ვიტყოდით, რომ არა, ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გაღლეტილი ჯიბიდან ამოცლილი 53 ათასი ლარი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ გამოფენა გამართა "თი-ბი-სი" ბანკის კუთვნილმა შპს "არტარეამ" (რომელსაც ფული ჩეჩქივით აყრია), ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სრულიად "თანამედროვე" ხელოვნებაზე ზრუნვით, ამ გამოფენას ლობირებდნენ შალვა რამიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომელი, ნინო ბაგრატიონი, არჩილ სავანელთან ერთად.
ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, შალვა რამიშვილს თავიდან 100 ათასი ლარი მოუთხოვია, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა აბაშიძე მხოლოდ 30 ათას ლარზე დასთანხმდა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მძლავრი "იარაღი", ანუ მის აღმატებულებასთან დაახლოებული ნინო ბაგრატიონი და შედეგად ჩვენმა ბიუჯეტმა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის 53 ათასი ლარი გაიღო. თუმცა ვერ გავიგეთ, რა შუაში იყო აქ ბიუჯეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როცა გამოფენა უნდა გამართულიყო "თი-ბი-სი" ბანკის ეგიდით?
ბუნებრივია, მე ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს შეტყობინება გავუგზავნე და სოფია ჯაჯანაშვილიც გამომეხმაურა, მაგრამ რად გინდა? მისი თქმით, თურმე ეს ერთობლივი ღონისძიება იყო.
- თავიდანვე ასე გაცხადდა, პრესკონფერენციაც ჩატარდა შალვა რამიშვილის და "არტარეას" წარმომადგენლის.
- ვიცი, რომ პრესკონფერენცია ჩატარდა, მაგრამ ბიუჯეტი რა შუაშია? შეგიძლიათ, ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნოთ?
- გელა, ერევანში ვართ ყველა, როგორც კი ჩამოვალთ გაგირკვევ ყველაფერს.
აჰა, ესეც მეორე პრობლემა: ესე იგი, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი სადმე მიდის ოფიციალური ვიზიტით, მთელი პრესსამსახური დედაბუდიანად უკან მიჰყვება, თბილისში ერთ ადამიანსაც კი აღარ ტოვებენ "წამლად".
ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილს ასეთი მრავალრიცხოვანი დელეგაცია რაში სჭირდება, სომხეთის პრეზიდენტს ხელს მარტო ვერ ჩამოართმევს და სევანის ტბასთან სურათს ვერ გადაიღებს? იქვე პატარა "ბუტკებიც" არის, შეივლის და ყავასაც დალევს. გადაიღებენ ახლა მაგისი პრესსამსახურის თანამშრომლები სურათებს, მერე გადააჭრელებენ "ფეისბუკს" ამ სურათებით და ერთმანეთს "დაულაიქებენ": უი, დედა, მავანო, რა ლამაზი ხარ? აი, ეს არის დღეს მთავარი პიარი და ამაში ვიხდით ათასობით ლარს.
დავუბრუნდეთ გამოფენას, სადაც მართლა ორმა კინკილა ადამიანმა
შეიარა და იმათაც არაფერი უთქვამთ, აღარაფერს ვამბობ უცხოელ დიპლომატებსა თუ ელჩებზე. ესენი გამოფენაზე მივიდნენ თუ არა, ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს:
"საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც გამოფენაზე ოჯახთან ერთად მივიდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერა. მისი თქმით, "ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია და ის ადგილი, სადაც გვსურდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციის, ქართული ნიჭიერებისა და ხელოვნების მიმართ სწრაფვის წარმოჩენა სწორედ თანამედროვე კონტექსტში".
აკი ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდებაო? აკი მოვიფიქრებთ და ამ შენობას ხალხს გადავცემთო? გამოდის, უკვე გადაუციათ შალვა რამიშვილისთვის, რომელიც აქიდან გაუწევს პოპულარიზაციას თანამედროვე ქართულ კულტურას. ახლა მკითხავთ: შალვამ რა იცის თანამედროვე კულტურისაო? არა, შალვა არც ისეთი უნიჭო კაცია, კულტურის საკითხებში ნამდვილად ერკვევა, მაგრამ ვერ დაგიმალავთ, ფულის საკითხებში უფრო მაგრად ერკვევა... აი, მოთხოვნა იცის იმნაირად, ძალიანაც რომ გინდოდეს, უარს ვერ ეტყვი, თუ მაინც გაბედავ უარის თქმას, საქმეში მარტო ბაგრატიონები კი არა, შეიძლება რომანოვებიც ჩართოს. ბოლო-ბოლო, ისე გამოდის, სააკაშვილი როგორც იქცეოდა პრეზიდენტობის პირველ დღეებში სამგზავრო თვითმფრინავით რომ დაფრინავდა, ხშირად მეტროშიც რომ ჩახტებოდა ხოლმე, მაგრამ მერე მთელი ბიუჯეტი თავზე დაიმხო, შეიძლება ზოგმა ამოიგმინოს, 53 ათასი ლარი რა ისეთი თანხააო? ჯერ ერთი, ამ ფულით რამდენი გაჭირვებული ოჯახი ამოისუნთქავდა და მეორეც - თუ ახლავე არ ვწვდით კისერში ხელისუფლებას და მის "მშიერ" ამალას, მერე გვიანი იქნება.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/97947-rashi-...s#ixzz2vxbkAS3k
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █