ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, თბილისის ძირძველი მოსახლეობის აუტანელმა შევიწროებამ
და ჩამოსულთა მომძლავრებამ გვაიძულა გამოგვეცხადებინა თბილისის დამოუკიდებლობა.თბილისის დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს გივი სიხარულიძე.
უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება ჯიგარხანი.
სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ თბილისის ჯიგარხანის თანამდებობას დაიკავებს კორკოტა.
სასამართლო სისტემა შეიცვლება: საქმის განხილვა გაიმართება დუქანში და ვერდიქტს გამოიტანენ კოლორიტი ყომარბაზები.
თბილისის გერბზე, ისევე როგორც დროშასა და ფულზე, გამოსახული იქნება ხოხობი.
თბილისის სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება უნიკალური თბილისური მეტყველების დაცვა,
რომელიც განხორციელდება შემდეგი საშუალებით:
1. აიკრძალება რბილი "ლ";
2. სავალდებულო გახდება წინადადების ბოლოში "ტო"-ს ხმარება;
3. სავალდებულო გახდება ხმოვნების დაგრძელება.
ცვლილებები შევა თბილისურ ანბანშიც და დაემატება ახალი ბგერა:
ტვორდიზნაკი (ლ-ს გასამაგრებლად).
ჩაიკეტება თბილისის საზღვრები და საბაჟოზე გატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეისკონტროლისა
და რბილი "ლ"-ს კონტროლის შემდეგ.
პერსონა ნონ გრატებად გამოცხადდებიან მერობის კანდიდატები: ნარმანია, მელია და კუკავა.
ასევე ყოფილი მერები: უგულავა და ზოდელავა.
თბილისის შიგნით მოსახლეობის დაყოფა მოხდება ნარჯვენა და მარცხენა სანაპიროელებად.
მარჯვენასანაპიროელი ხოხბის შთამომავალი პატრიციები მიიღებენ პრივილეგიებს,
მარცხენასანაპიროელ ჩამოსულ პლებეებს კი დაეკისრებათ ყოველთვიური გადასახადი.
უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო იქნება "კარენოი", რომელსაც მიიღებენ ხოხბის შთამომავლები (პატრიციები).
სახელმწიფო ჰიმნი იქნება არუთინ საიათიანის (საიათნოვას) რომელიმე სიმღერა (ეგ ყველაზე კარენოია).
ხოხბის მადლი არ მოგკლებოდეთ!
კორკოტა არს ჩვენთან!P.S. ამ ისტორიული მანიფესტის შექმნა შთაგვაგონა "ჩამოსულთაგან" შევიწრობული ფორუმელის წერილმა:
This post has been edited by androabuladze on 13 Mar 2014, 13:51