ვაშლის გამრავლება კომერციულად მომგებიან სუსტად მზარდ საძირეზე
სუსტად მზარდ საძირეზე ხილის მოშენება გამოსადეგია როგორც მსხვილი წარმოებისათვის, ასევე ბაღებისათვის. ხეებისა და ბუჩქნარების თანამედროვე ნარგავების უმეტესობა სწორედ ამ ფორმით იზრდება. მას ძირითადად იყენებენ მსხლისა და ვაშლის ხეებში, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ისეთ ხეხილთანაც, როგორიცაა ბალი, ქლიავი, ჟოლო, ატამი და სხვა.
ვაშლის ხე სუსტად მზარდ საძირეზე ვარჯით იზრდება მაქსიმუმ 2,2 – 2,5 მეტრამდე. აღნიშნული სიმაღლე გულისხმობს მარტივ მოვლასა და მოსავლის აღებას. სწორი მოვლის შემთხვევაში ხილის მინიმუმ 80% პირდაპირ მიწიდან აიღება. ხშით ნარგავებს ჩვენ ვქმნით ვიწრო ინტერვალის გამოყენებით, პრაქტიკაში გამოიყენება 0,8 – 1,2 მ მანძილი რიგში ხეებს შორის, გამოყენებული მექანიზაციის მიხედვით, რიგები ერთმანეთისგან დაშორებულია 2,5 – 3,5 მეტრით. ეს ჰექტარზე 3000–3500 ხის დარგვის საშუალებას იძლევა.
იხილეთ სრულად
http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/vas...-sadzireze.html * * *
http://agrokavkaz.ge/ მეფუტკრეობა: ფუტკრის პროდუქტები-ყვავილის მტვერი და ჭეო
ფუტკრები იკვებებიან ნექტრითა და ყვავილის მტვრით. ორივეს აგროვებენ ყვავილებიდან. ნექტარი ძირითადად წარმოადგენს წყალში გახსნილ შაქრებს. მისგან ფუტკრები, ინვერტირების (შაქრის დაშლით გლუკოზა და ფრუქტოზამდე) და ამოშრობის (80% ტენიანობიდან 18-20%-მდე დაყვანით) შედეგად ამზადებენ თაფლს. ამ ცვლილებების მიზანია მარაგის კონსერვაცია ზამთრისათვის, რადგან ნექტარი რამოდენიმე დღეში ფუჭდება და საკვებად გამოუყენებელი ხდება.
თაფლი – ნახშირწყლებისაგან შემდგარი საკვებია, რომელიც უზრუნველყოფს ფუტკრის ენერგოხარჯების შევსებას.
ფუტკრის განვითარებისათვის, ცვილისა და ფუტკრის რძის გამომუშავებისათვის აუცილებელია ცილა, რომელსაც, სხვა ნივთიერებებთან ერთად წარმოადგენს ყვავილის მტვერი. მას ფუტკრის ”პურსაც” უწოდებენ.
ყვავილის მტვერი
შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ფუტკრისათვის და ადამიანისათვის აუცილებელ ნივთიერებებს. ყვავილის მტვერი - წმინდა ფხვნილია, რომლის ფერი დამოკიდებულია ყვავილის სახეობაზე და შესაძლოა იყოს თეთრი, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, მწვანე და სხვ.
მტვრის შეგროვებისას, ფუტკრები ასველებენ მას ნექტრითა და ნერწყვით, აგორგლებენ დაახლოვებით 2 მმ-იან ბურთულებად და ათავსებენ ფეხებზე არსებულ პატარა კალათებში. ასე, ფეხებზე მიმაგრებული ორი პატარა ბურთულით, ბრუნდებიან სკაში.
ყვავილის მტვრის შეგროვების მიზნით, მეფუტკრეები საფრენთან აყენებენ სპეციალურ მტვრის შესაგროვებელ მოწყობილობებს და ფუტკერი, სკაში შესვლისას ტოვებს იქ ბურთულებს. შემდეგ მათ აშრობენ ტემპერატურის, წნევის და ტენიანობის რეჟიმის დაცვით და ინახავენ. ყვავილის მტვერი კარგად ინახება თაფლში არეულ მდგომარეობაშიც.
იხილეთ სრულად
http://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/p...i-da-tcheo.html This post has been edited by agrokavkaz on 11 Sep 2014, 13:07
მიმაგრებული სურათი