Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მასმედია
->
სერიალები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(109)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
GAME OF THRONES
, Vol. XVI
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014747
· 21 May 2014, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიმპსონებში )
დასახელება:
Game of Thrones / სამეფო ტახტთა თამაში / Игра престолов
გამოშვების თარიღი:
17 April 2011
ჟანრი:
დრამა, შუა საუკუნეების ფენტეზი
შემქმნელი:
David Benioff, D.B. Weiss
მწარმოებელი კომპანია:
Home Box Office (HBO)
რომანების ავტორი:
George Raymond Richard Martin
სერიალის ოფიციალური გვერდი
სერიალის გვერდი IMDB–ზე
სერიალის გვერდი ვიკიპედიაზე
A Song of Ice and fire–ის ვიკიპედია
A Song of Ice and fire–ის რუსულენოვანი ვიკიპედია
ჯორჯ მარტინის ოფიციალური გვერდი
"ყინულის და ცეცხლის სიმღერა" ფორუმზე
Game of Thrones - სერიალის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე
Game of Thrones Georgian Fans - სერიალის ქართული გვერდი ფეისბუქზე
ამერიკული არხის HBO-ს სერიალი Game Of Thrones არის ჯორჯ რაიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი ნაწარმოების "A Song of Ice and Fire" სატელევიზიო ადაპტაცია.
სერიალის სიუჟეტი ვითარდება რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისგან თითქმის დამოუკიდებლად.
სერიალი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება მაგრამ ის სულაც არ არის ტიპიური "ბეჭდების მბრძანებელი", ის ძალიან რეალისტურია და მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ შუა საუკუნეებს, აქ არის სისხლის გუბეებიც, ჩახლართული შეთქმულებებიც, სექსიც და გაცილებით უფრო არასაბავშვო თემებიც, ტიპიური ფენტეზისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები როგორიც არის ჯადოქრობა, დრაკონები და ადამიანისგან განსხვავებული მოაზროვნე არსებები აქ სანთლის შუქით უნდა ეძებოთ, ნებისმიერი გმირი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოასალმონ სიცოცხლეს რაც ასევე არადამახასიათებელია კლასიკური ფენტეზისთვის. სერიალი მეტ წილად ეხება რამდენიმე დიდგვაროვან ოჯახს რომელიც ცდილობს 7 სამეფოზე ძალაუფლების მოპოვებას და/ან შენარჩუნებას. ამ დროს რაღაც ზებუნებრივი იღვიძებს ვესტეროსის უკიდურეს ჩრდილოეთში.
შემქმნელები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რეჟისორები:
1. ალან ტეილორი
2. დევიდ პეტრარკა
3. დევიდ ბენიოფი
4. დ.ბ. უაისი
5. ალიკ სახაროვი
6.ალეკ გრეივზი
7.დანიელ მინაჰანი
8.დევიდ ნატერი
9.მიშელ მაქსველ მაკ'ლარენი
10.ბრაიან კირკი
11.ტიმოთი ვან პატენი
12. ნილ მარშალი
პროდიუსერები:
1. გრეტ სპენსი (39 ეპიზოდი 2011-2014)
2. ოლივერ ბატლერი (26 ეპიზოდი 2012-2014)
3. ბერნადეტ კოლფილდი (26 ეპიზოდი 2012-2014)
4. ლიზა მაკ'ატაკინი (26 ეპიზოდი 2012-2014)
5. ერიკა მილუტინი (21 ეპიზოდი 2012-2014)
6. ჯონათან ბრაიტუსი (20 ეპიზოდი 2011-2012)
7. ვანესა ტეილორი (20 ეპიზოდი 2012-2013)
8. სნორი პორისონი (14 ეპიზოდი 2012-2014)
9. მარკ ჰაფამი (10 ეპიზოდი 2011)
10. ალან ტეილორი (10 ეპიზოდი 2012)
11. დევიდ ბეინოფი (36 ეპიზოდი 2011-2014)
12. ჯიმ დაგანი (8 ეპიზოდი 2011)
13. გაი ტანაჰილი (8 ეპიზოდი 2011)
14. აჰმედ აბუნომი (8 ეპიზოდი 2013)
15. ბრაიან კოგმანი (6 ეპიზოდი 20014)
16. რალფ ვიჩინაცა (4 ეპიზოდი 2011)
17. ტომას მაკკარტი (1 ეპიზოდი 2011)
18. გაიმონ კესედი (36 ეპიზოდი 2011-2014)
19. ფრენკ დულგერი (36 ეპიზოდი 2011-2014)
20. ვინს ჯერარდისი (36 ეპიზოდი 2011-2014)
21. კრისტოფერ ნიუმანი (36 ეპიზოდი 2011-2014)
22. დ.ბ. უაისი (36 ეპიზოდი 2011-2014)
23. ჯორჯ რ.რ. მარტინი (30 ეპიზოდი 2011-2014)
24. კაროლინ შტრაუსი (30 ეპიზოდი 2011-2014)
სცენარისტები:
1. დევიდ ბენიოფი
2. ჯორჯ რ.რ. მარტინი
3. დ.ბ. უაისი
4. ბრაიან კოგმანი
5.ვანესა ტეილორი
6. ჯეინ ესპენსონი
ოპერატორები:
1. ანეტ ჰაელმიგკი
2. ფაბიენ ვაგნერი
3. სემ მაკ'კერდი
4. დევიდ ფრანკო
5. ჯონათან ფრიმენი
6. მეთიუ ჯენსენი
7. ალიკ სახაროვი
8. მარტინ კენზი
9. რობერტ მაკ'ლაკლენი
10. მარკ პანტეკორვო
11. კრამერ მორგენტო
12. კრის სიგერი
კომპოზიტორი:
1. რამინ ჯავადი
მხატვრები:
1. ჯემა ჯექსონი (დამდგმელი)
2. დებორა რაილი (დამდგმელი)
3. ეშლი ჯეფერსი
4. ხაუკე რიხტერი
5. ფრენკ უოლში
6. ნაიჯელ პოლოკი
8. მიშელ კლეპტონი (კოსტიუმი)
9. რობ კამერონი (დეკორაცია)
10. ტინა ჯონსი (დეკორაცია)
11. რიჩარდ რობერტსი (დეკორაცია)
და ა.შ ....
მონტაჟი:
1. ფრენკ პარკერი
2. კეტი ვაილანდი
3. ორალ ნორი ოტეი
4. მარტინ ნიკოლსონი
5. კრისპინ გრინი
6. ტიმ პორტერი
This post has been edited by
MEDS
on 22 May 2014, 22:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014765
· 21 May 2014, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვესტეროსის რუკები
ვესტეროსის ჩრდილოეთი
ვესტეროსის სამხრეთი
ვესტეროსი და ესოსი
ვესტეროსის პოლიტიკური რუქა
ციხესიმაგრეები
***
@lex
ნაშოვნი რუკები ))
***
ვესტეროსის და ესოსის ისტორია რუკებში
12000 წელი ეიგონამდე, პირველი ადამიანები ვესტეროსის კოლონიზირებას ახდენებ
10000-8000 წელი ეიგონამდე, გმირთა ხანა
8000 წელი ეიგონამდე. თეთრი მოხეტიალეების იერიში
6000-4000 წელი ეიგონამდე. ანდალები იპყრობენ ვესტეროს
5000-3000მ წელი ეიგონამდე. ვალირია - გისკარის ომების ხანა
3000-700 წელი ეიგონამდე. როინარების მიგრაცია დორნში
700-350 წელი ეიგონამდე. ვალირიის ზენიტი
350-200 წელი ეიგონამდე. ტარგარიანები ტოვებენ ვალირიას და მიდიან დრაგონსტოუნზე
200 წელი ეიგონამდე. ვალირიის დაღუპვა
***
ძალიან საინტერესო ვიდეოები ვესტეროსის და ესოსის ისტორიაზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by
MEDS
on 27 Jun 2014, 08:10
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014781
· 21 May 2014, 23:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვესტეროსის სამეფოს გვარები და ოჯახები:
კავშირები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014806
· 21 May 2014, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
........................................
სტარკი
........................................
HOUSE STARK
...
СТАРКИ
დევიზი: Winter is Coming ... / ზამთარი მოდის...
ედარდ "ნედ" სტარკი
Eddard «Ned» Stark
. მსახიობი - შონ ბინი
Sean Bean
კეიტილინ სტარკი (ტალლი)
Catelyn Tully
. მსახიობი - მიშელ ფეირლი
Michelle Fairley
რობ სტარკი
Robb Stark
. მსახიობი - რიჩარდ მადენი
Richard Madden
სანსა სტარკი
Sansa Stark
. მსახიობი - სოფი ტერნერი
Sophie Turner
არია სტარკი
Arya Stark
. მსახიობი - მეისი უილიამსი
Maisie Williams
ბრან სტარკი
Bran Stark
. მსახიობი - აიზეკ ჰემპსტედ-რაიტი
Isaac Hempstead Wright
რიკონ სტარკი
Rickon Stark
. მსახიობი - არტ პარკინსონი
Art Parkinson
ჯონ სნოუ
Jon Snow
. მსახიობი - კიტ ჰარინგტონი
Kit Harington
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014893
· 21 May 2014, 23:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
........................................
ბარათეონი
........................................
HOUSE BARATHEON
...
БАРАТЕОНЫ
დევიზი: Ours is the Fury .... / ჩვენ რისხვა!
მეფე რობერტ ბარათეონი
Robert Baratheon
. მსახიობი - მარკ ედი
Mark Addy
ჯოფრი ბარათეონი
Joffrey Baratheon
. მსახიობი - ჯეკ გლისონი
Jack Gleeson
სტანის ბარათეონი
Stannis Baratheon
. მსახიობი - სტივენ დილეინი
Stephen Dillane
რენლი ბარათეონი
Renly Baratheon
. მსახიობი - გეთინ ენტონი
Gethin Anthony
ტომენ ბარათეონი
Tommen Baratheon
. მსახიობი - კალლუმ უარრი
Callum Wharry
მირცელა ბარათეონი
Myrcella Baratheon
. მსახიობი - აიმი რიჩარდსონი
Aimee Richardson
შირენ ბარათეონი
Shireen Baratheon
. მსახიობი - კერრი ინგრემი
Kerry Ingram
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014929
· 21 May 2014, 23:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
........................................
ლანისტერი
........................................
HOUSE LANNISTER
...
ЛАННИСТЕРЫ
დევიზი:Hear me roar ... / ისმინე ჩემი ღრიალი...
ტაივინ ლანისტერი
Tywin Lannister
. მსახიობი - ჩარლზ დენსი
Charles Dance
სერსეი ლანისტერი
Cersei Lannister
. მსახიობი - ლენა ჰიდი
Lena Headey
ჯეიმი ლანისტერი
Jaime Lannister
. მსახიობი - ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ
Nikolaj Coster-Waldau
ტირიონ ლანისტერი
Tyrion Lannister
. მსახიობი - პიტერ დინკლეიჯი
Peter Dinklage
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41014987
· 21 May 2014, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
........................................
ტარგარიენი
........................................
HOUSE TARGARYEN
...
ТАРГАРИЕНЫ
დევიზი: Fire and Blood / ცეცხლი და სისხლი
დეიენერის ტარგარიენი
Daenerys Targaryen
. მსახიობი -ემილია კლარკი
Emilia Clarke
ვიზერის ტარგარიენი
Viserys Targaryen
. მსახიობი - ჰარი ლოიდი
Harry Lloyd
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41015289
· 21 May 2014, 23:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
................................
გრეიჯოი
................................
GREYJOY
...
ГРЕЙДЖОИ
დევიზი: We do not Sow / ჩვენ არ ვთესავთ...
თეონ გრეიჯოი
Theon Greyjoy
. მსახიობი - ალფი ალენი
Alfie Allen
იარა (აშა) გრეიჯოი
Asha Greyjoy
. მსახიობი - ჯემა უილანი
Gemma Whelan
ბეილონ გრეიჯოი
Balon Greyjoy
. მსახიობი - პატრიკ მელაჰაიდი
Patrick Malahide
***
........................................
არენი
........................................
დევიზი: As Hight as Honor ... / მაღლა როგორც ღირსება...
HOUSE ARRYN
...
АРРЕНЫ
ლიზა არენი (ტალლი )
Lysa Tully
. მსახიობი - კეიტ დიკი
Kate Dickie
***
..................................
ტალლი
..................................
HOUSE TULLY
...
ТАЛЛИ
დევიზი: Family Duty Honor.... / ოჯახი, მოვალეობა,ღირსება
ბრინდენ ტალლი
Brynden Tully
. მსახიობი - კლაივ რასელი
Clive Russell
ედმურ ტალლი
Edmure Tully
. მსახიობი - ტობიაშ მენზესი
Tobias Menzies
ასევე ამ გვარის წარმომადგენლები არიან დები კეიტლინ სტარკი და ლიზა არენი.
***
...............................
მარტელლი
.................................
HOUSE MARTELL
...
МАРТЕЛЛЫ
დევიზი:Unbowed, Unbent, Unbroken... / თავმოუხრელნი, უდრეკნი, გაუტეხელნი...
ობერინ მარტელი
Oberyn Martell
. მსახიობი - პედრო პასკალი
Pedro Pascal
***
.............................
ტირელი
.............................
HOUSE TYRELL
...
ТИРЕЛЛЫ
დევიზი: Growing Strong.... / ვიზრდებით-ვძლიერდებით
მერჯერ ტირელი
Margaery Tyrell
. მსახიობი - ნატალი დორმერი
Natalie Dormer
ლორას ტირელი
Loras Tyrell
. მსახიობი - ფინ ჯონსი
Finn Jones
ოლენა ტირელი
Olenna Redwyne
. მსახიობი - დაიანა რიგი
Diana Rigg
This post has been edited by
MEDS
on 24 Jun 2014, 01:16
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017201
· 22 May 2014, 03:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სხვა მნიშვნელოვანი პერსონაჟები
ლორდი პიტერ ბეილიში
Petyr Baelish
. მსახიობი - ეიდენ გილენი
Aidan Gillen
ლორდი ვარისი
Varys
. მსახიობი - კონლეტ ჰილი
Conleth Hill
ბარრისტან სელმი
Barristan Selmy
. მსახიობი - იენ მაკ'ელჰინი
Ian McElhinney
ჯორახ მონმორტი
Jorah Mormont
. აიენ გლენი
Iain Glen
ბრონი
Bronn
. მსახიობი - ჯერომ ფლინი
Jerome Flynn
კჰალ დროგო
Khal Drogo
. მსახიობი - ჯეისონ მომოა
Jason Momoa
სანდორ "ქოფაკი" კლიგანი
Sandor Clegane
. მსახიობი - რორი მაკკანი
Rory McCann
ბრიენა
Brienne of Tarth
. მსახიობი - გვენდოლინ კრისტი
Gwendoline Christie
მელისანდრე
Melisandre
. მსახიობი - კერის ვან-ჰაუტენი
Carice van Houten
იგრიტი
Ygritte
. მსახიობი - როუზ ლესლი
Rose Leslie
დავოს სივორტი
Davos Seaworth
. მსახიობი - ლიამ კანინგემი
Liam Cunningham
რუსე ბოლტონი
Roose Bolton
. მსახიობი - მაიკლ მაკ'ელჰანტონი -
Michael McElhatton
რამსი სნოუ
Ramsay Snow
. მსახიობი - ივან რეონი
Iwan Rheon
დაარიო ნაჰარისი
Daario Naharis
. მსახიობი - მიჰილ ჰაუშმანი
Michiel Huisman
ვოლდერ ფრეი
Walder Frey
. მსახიობი - დევიდ ბრედლი
David Bradley
This post has been edited by
MEDS
on 24 Jun 2014, 01:16
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017228
· 22 May 2014, 03:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დანარჩენი პერსონაჟები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გრანდ მაესტერ პიცელი
რობინ არენი
ნაცრისფერი ჭია
მისანდეი
ოშა
ჰოდორი
ჯოჯენ რიდი
მირა რიდი
მაესტერ ლიუვინი
ალისერ თორნი
ჯიორ მორმონტი
ბენჯენ სტარკი
მაესტერ აემონი
გრენი
იორენი
კრასტერი
გილი
მანსი
ტორმუნდ ჯაინთსბეინი
სტირი
ბერიკ დონდარიონი
გრეგორ "მთა" კლიგანი
პოდრიკ პეინი
შაე
ტალისა მეიგირი (ჯეინ ვესტერლინგი)
ჯორი კასელი
როდრიკ კასელი
ტოროსი მირიდან
იაკენ ჰ'გარი
კევან ლანისტერი
ლანსელ ლანისტერი
აბსოლიტურად ყველა პერსონაჟზე (რუსულად)
პორტალი
This post has been edited by
MEDS
on 24 Jun 2014, 01:22
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017229
· 22 May 2014, 03:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
D-zine–ს ინფორმატიული პოსტები:
პირველი ადამიანები, ანდალები, კეილინის ზღუდე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი ადამიანები
ვესტეროსში 12 000 წლის წინ გამოჩდნენ. მოვიდნენ ესოსიდან დორნის და დამსხვრეული ხელის გავლით. შეიარაღებულები იყვნენ ბრინჯაოს იარაღით. რკინის დამუშავება არ იცოდნენ. პირველი ადამიანები ანადგურებდნენ ტყის შვილების ტყეებს და ჯადოსნურ ხეებს, რაც 2000 წლიანი ომის მიზეზი გახდა. შემოჭრის დასაწყისში, ტყის შვილებმა მაგიური ძალების დახმარებით დამსხვრეული ხელის გადმოსასვლელი გაანადგურეს, მაგრამ მტერი ვერ შეაჩერეს. 10 000 წელს მეომარ მხარეებს შორის ხატების კუნძულზე დაიდო სამშვიდობო შეთანხმება. ტყეები ტყის შვილებს დარჩათ, დანარჩენი ვესტეროსი - პირველ ადამიანებს. შეთანხმების დასაცავად ტყის შვილებმა შექმნეს "მწვანეთა წმინდა ორდენი", რომლის წევრებიც ხატების კუნძულზე ცხოვრობდნენ. იქ მოხვედრა პირველ ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ და ტყის შვილების გადახვეწის შემდეგაც ვერ ბედავენ ფეხის დადგმას.
მშვიდობა 4000 წელი გაგრძელდა. პირველმა ადამიანებმა ტყის შვილების ღმერთები მიიღეს. იმავე ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი შვიდი სამეფოს.
6000 წელს ვესტეროსში ანდალები შემოიჭრნენ.
ანდალები
ანდალები ვესტეროსში ეიგონის შემოჭრამდე 6000 წელს ესოსიდან გადმოჯდნენ ვიწრო ზღვის გავლით. ობსიდიანისა და ბრინჯაოს იარაღით აღჭურვილ ტყის შვილებთან და პირველ ადამიანებთან შედარებით, მათ დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან ფოლადის იარაღის დამზადება იცოდნენ. მათი რელიგია იყო შვიდი ღმერთის კულტი, რომელსაც ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ.
ანდალებმა ჯერ დაბლობი, ხოლო შემდეგ დროთა განმავლობაში ვესტეროსის მთელი სამხრეთი დაიკავეს. მათი შეჩერება მხოლოდ კეილინის ზღუდესთან მოხერხდა. ანდალებმა რამდენჯერმე სცადეს ჩრდილოეთში შეჭრა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ჩრდილოეთი პირველ ადამიანებს დარჩათ, ხოლო ტყის შვილები კედლის იქით გადაიხვეწნენ.
ქერათმიანი ანდალებისგან წარმოიშვა სამხრეთ ვესტეროსის თითქმის ყველა წარჩინებული გვარი. მათ შორის, ლანისტერები.
კეილინის ზღუდე
ააშენეს პირველმა ადამიანებმა. მოიცავს 20 კოშკს და აგებულია ბაზალტის ბლოკებით. დგას გველებით და გიგანტური ხვლიკებით სავსე ჭაობებში კეილინის ხევის გასწვრივ. ითვლებოდა, რომ აუღებელი სიმაგრე იყო. ანდალებმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს მისი აღება. ჯერ ჩრდილოეთის მეფეებს, ხოლო შემდეგ ლორდ სტარკებს ეკუთვნოდათ. ნედ სტარკის დროს 20-დან მხოლოდ 3 კოშკი იყო დარჩენილი.
***
კედელი, ზამთრის საყვირი, რქა, ღამის გუშაგები, შავი საძმო, ველურები, ”თავისუფალი ხალხი”
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კედელი
ვესტეროსის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა. ააშენა ბრენდონ "მშენებელმა"(სტარკი) ეიგონ დამპყრობელის შემოჭრამდე 8000 წელს გიგანტების და ტყის შვილების მაგიური ძალების დახმარებით. სიგრძე - 500 კმ-მდე, სიმაღლე - 210 მეტრი, ზემოთა ნაწილის სისქე - გვერდიგვერდ მდგარი 12 მხედარი თავისუფლად გაივლის.
კედელი აშენდა ქვის და ყინულის უზარმაზარი ლოდებით ვესტეროსის დასაცავად "თეთრი მოხეტიალეებისგან" (Others, იგივე White Walkers), რომლებიც გრძელი ზამთრის დროს ჩნდებოდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას და ყველაფერს. კედლის მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ღამის გუშაგებმა ბრძოლაში, რომელიც ვესტეროსის ისტორიაში "განთიადის ბრძოლის" სახელით შევიდა, თეთრი მოხეტიალეები დაამარცხეს.
კედელი დასავლეთით, გორაკებს შორის იკლაკნება და ამიტომ ბენჯენ სტარკმა "გველი" შეარქვა, აღმოსავლეთ, ბოლომდე სწორ ნაწილს კი "მახვილი" უწოდა. კედელს იცავს უზარმაზარი კატაპულტები და ხის ამწეები.
კედლის გასწვრივ განლაგებულია 19 კოშკი. კოშკები კედლიდან სამხრეთითაა აშენებული და არცერთ მათგანს თავისი გალავანი არა აქვს, რადგან კედელს დაცვა მხოლოდ ჩრდილოეთიდან ჭირდება. წლიდან წლამდე "ღამის გუშაგების" რაოდენობა მცირდებოდა და რობერტ ბარათეონის მეფობის დროს 19 კოშკიდან მათ მხოლოდ 3 ჰონდათ დაკავებული - ღამის კოშკი(600-მდე გუშაგი), დაისის კოშკი(200 გუშაგი) და აღმოსავლეთის კოშკი ზღვასთან თავისი პორტით. დანარჩენი კოშკები, მათ შორის უძველესიც - ღამის სიმაგრე, მიტოვებულია.
ზამთრის საყვირი, რქა
Horn of Winter - უძველესი მაგიური არტეფაქტი. ლეგენდის მიხედვით, სადღაც ვესტეროსში ინახება ზამთრის საყვირი, რომელსაც თავისი მაგიური ძალით გიგანტების გამოღვიძება და კედლის დანგრევა შეუძლია. მისი შექმნა ტყის შვილებთანაა დაკავშირებული. იგივე ლეგენდის მიხედვით, დიდი ხნის წინ, ველურების მეფე ჯორამუნმა იპოვნა საყვირი და კედელიც დაანგრია, მაგრამ სტარკებმა ბრძოლაში გაანადგურეს ის და მისი არმია. ამის შემდეგ საყვირი სადღაც კედლის ჩრდილოეთით დაიკარგა. ჯონ სნოუს გუშაგებში ჩარიცხვის დროს, მეფე მანსის ბრძანებით, ველურები საყვირის მოსაძებნად ძველ სამარხებსა და აკლდამებს ხსნიდნენ. ამ ისტორიას კაი დიდი გაგრძელება აქვს, მაგრამ სპოლიერები რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ იმას დავწერ, რომ, როგორც ყოველთვის, ლეგენდებში ძირითადი ნაწილი სიმართლეა
ღამის გუშაგები, შავი საძმო, "ყვავები"
"ღამის გუშაგები არავის მხარეს არ დგებიან. ჩვენი ერთადერთი მტერი ჩრდილოეთიდან მოდის. ჩვენ ჩვენი ომი გვაქვს."
საძმო დააარსა ბრენდონ სტარკმა "გრძელი ღამის" დადგომისას, დაახლოებით 8000-8030 წლებში ეიგონის შემოჭრამდე.
ღამის გუშაგებში სამუდამოდ ეწერებიან. ნებისმიერი, ვინც საძმოს ლორდი-სარდალის ნებართვის გარეშე პოსტს ტოვებს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნებისმიერი, ვინც გუშაგის შავ მანტიას იხდის და საძმოს ტოვებს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნებისმიერი ლორდი, რომელიც თავის მიწაზე დეზერტირს შეიპყრობს, ვალდებულია ის სიკვდილით დასაჯოს.
ღამის გუშაგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, წარმომავლობის მიუხედავად. მათ შორის უკანასკნელი ავაზაკებიც და სამეფო ოჯახის წევრებიც. საძმოში გაწევრიანების შემდეგ, გუშაგი კარგავს ყველა იმ პრივილეგიას და უფლებებს, რაც საკუთარი წარმომავლობიდან გამომდინარე გააჩნდა.
გუშაგების დიდ უმრავლესობას ყოველთვის შეადგენენ დამნაშავეები, რომელთაც კედელზე მსახურების სანაცვლოდ საპყრობილეებიდან ათავისუფლბდნენ. გუშაგებში ნებაყოფლობით გაწევრიანებულები ყოველთვის უმცირესობას შეადგენდნენ და ყოველტვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ.
გუშაგს არ შეიძლება ყავდეს ოჯახი და ცოლ-შვილი. გუშაგი არ შეიძლება ჩაერიოს ვესტეროსის შიდა ომებში. ნებისმიერი, რომელიც სამოქალაქო ომებში რომელიმე მეომარ მხარეს დაიჭერს, სიკვდილით ისჯება.
როდესაც ეიგონ ტარგარიენმა ვესტეროსის ერთ-ერთი მეფე, შავი ჰარენი მოკლა, ჰარენის ძმა ღამის გუშაგების ლორდი-სარდალი იყო და დროშის ქვეშ 10 000 მებრძოლი ყავდა. მაგრამ მან ფიცი დაიცვა და ომში არ ჩაერია. როდესაც ანდალებმა ვესტეროსის დაპყრობა დაიწყეს, ღამის გუშაგები კედელზე დარჩნენ.
მაგრამ 8000 წლის მანძილზე მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ლორდი-სარდლები და მეთაურები ფიცს არღვევდნენ. რანსელ ჰაითაუერს საძმოს თავის ბასტარდისთვის მემკვიდრეობით გადაცემა სურდა, როდრიკ ფლინტი კედლის-იქით-მეფობაზე ოცნებობდა... 600 წლის წინ ორი კოსკის მეთაურები ერთმანეთს გადაემტერენ. მათ დაპირისპირებას ლორდი-სარდალი შეეწირა.
ყველა ეს შემთხვევა, ჩრდილოეთის გამგებლების - სტარკების ჩარევით და დამნაშავეების სიკვდილით დასჯით დამთავრდა.
"ღამის მეფის" ლეგენდა
"ღამის მეფე" გუშაგების მეცამეტე ლორდი-სარდალი იყო. ლეგენდის მიხედვით, ის იმდენად უშიშარი იყო, რომ ამან დაღუპა. ერთხელ კედლის იქით ულამაზესი თეთრკანიანი და ლურჯთვალება ქალი დაინახა, იმდენად მოეწონა, რომ დაეწია მას, ღამის სიმაგრის კოშკში მიიყვანა და დედოფლად გამოაცხადა. მაგიური ძალების ზეგავლენით ღამის გუშაგები დაემორჩილენ მას და მეფედ აღიარეს.
13 წლის შემდეგ სტარკმა და ველურების მეფე ჯორამუნმა გაერთიანებული ძალებით(სავარაუდოდ ეს გაერთიანება ჯორამუნის მიერ ზამთრის საყვირის პოვნამდე მოხდა) დაამხეს "ღამის მეფე". მისი დაღუპვის შემდეგ გაირკვა, რომ ის და მისი დედოფალი "თეთრ მოხეტიალეებს" მსხვერპლს წირავდნენ. ამის შემდეგ, "ღამის მეფის" შესახებ არსებული ყველა ჩანაწერები განადგურდა, ხოლო მისი სახელის ხსენება სამუდამოდ აიკრძალა. ამბობენ, რომ ისიც სტარკების გვარიდან იყო.
ღამის გუშაგების სტრუქტურა
ღამის გუშაგებს ხელმძღვანელობს ლორდი-სარდალი. ამ პოსტზე სიკვდილამდე ირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემა ან საკუთარი კანდიდატურის დაყენება ნებისმიერ გუშაგს შეუძლია. ლორდი-სარდალის პოსტს იკავებს ის, ვინც ხმების 2/3-ს მოაგროვებს. ღამის გუშაგების 997-ე ლორდი-სარდალი იყო ჯიორ მონმორტი, მეტსახელად ”ბებერი დათვი”.
ღამის გუშაგები სამ ნაწილად იყოფიან:
მშენებლები - ქვის მთლელები, დურგლები, მეტყევეები. მათი ამოცანაა კედლისა და კოშკების გარემონტება. ისინი კაფავენ მოჯადოებულ ტყეს, როდესაც ის კედელს უახლოვდება. გზების შეკეთებაც მათი მოვალეობაა. მშენებლების მეთაური პირველ მშენებელად იწოდება;
სტიუარდები - მზარეულები, მკერავები, მჭედლები, მეჯინიბეები, მეზღვაურები, მეისტერები და ა.შ. სტიუარდები ემსახურებიან წოდებით უფროს ან ასაკის გამო დაუძლურებულ ძმებს, აგროვებენ საკვებს, ამზადებენ იარაღს, უვლიან საფოსტო ყვავებს. მათი მეთაურია ლორდი-სტიუარდი. ლორდი-სარდალის პირადი სტიუარდი მისი საჭურველთმტვირთველის მოვალეობასაც ასრულებს.
მზვერავები - მეომრები, რომლებიც უშუალოდ კედელს იცავენ და ხშირად კედლის იქით დაზვრევით ექსპედიციებსაც აწყობენ. მათი მეთაურია პირველი მზვერავი. წიგნის/ფილმის დასაწყისში პირველი მზ[ერავის მოვალეობას ასრულებდა ნედ სტარკის ძმა ბენჯენ სტარკი. მისი დაკარგვის შემდეგ - ტორენ სმოლვუდი.
ძღვენი
კედლის სამხრეთით მიწების ნაწილი საძმოს ეკუთვნის და ამ ტერიტორიას ძღვენი ეწოდება. კედელთან ახლოს ბრენდონ მშენებელის მიერ ნაჩუქარი მიწებია და ბრენდონის ძღვენად მოიხსენიებენ. უფრო სამხრეთით, მდებარეობს მიწები, რომელიც გუშაგებს დედოფალმა ალისანამ მიუძღვნა ტარგარიენების გამეფების შემდეგ 49 წელს, როდესაც თავის დრაკონზე ამხედრებულმა მოინახულა კედელი. ამ ადგილებს ახალი ძღვენი და დედოფალის ძღვენი ეწოდება.
თხუნელების ქალაქი
ძღვენის ტერიტორიაზე მდებარეობს თხუნელების ქალაქი. მიწის ზემოთ მხოლოდ პატარა უმნიშვნელო შენობებია. ქალაქის დიდი ნაწილი მიწის ქვემოთა. ღამის გუშაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს თხუნელების ქალაქის ბორდელი, რომელიც ასევე მიწის ქვემოთაა.
ველურები, ”თავისუფალი ხალხი”
კედლის ჩრდილოეთით მცხოვრები სხვადასხვა ხალხები - ტენნები, ვარგები, გიგანტები და კაციჭამიები წიგნებში ერთი საერთო სახელით მოიხსენიება - ველურები. ისინი ღამის გუშაგების მთავარ მტრებად მას შემდეგ, იქცნენ, რაც ”თეთრი მოხეტიალეები” განთიადის ბრძოლაში დამარცხდნენ და გაუჩინარდნენ. ველურები მამაცი მეომრები არიან, მაგრამ არანაირი ორგანიზებულობა და დისციპლინა არ გააჩნიათ. რის გამოც გუშაგები ყოველთვის ამარცხებდნენ მათ.
ზოგჯერ, მათ შორის გამორჩეული მეომრები ახერხებდნენ ველურების გაერთიანებას. ასეთი მეომრები კედლის-იქით-მეფეებად იწოდებიან. ასეთები იყვნენ ბაელ-ბარდი, გრენდელი, მანსი. ველურების აუხდენელი ოცნებაა კედლის გადმოლახვა და სამხრეთის ნაყოფიერ მიწებზე დასახლება. იმის მერე, რაც თეთრი მოხეტიალეები კვლავ გამოჩდნენ, ველურებში ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.
***
ვალარიის იმპერია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვალარიის იმპერია - Valyrian Freehold
5000 წელი ეიგონის შემოჭრამდე - ვალარიის ქალაქი-სახელმწიფოს გაძლიერება მას მერე დაიწყო რაც, ვალარიის წარჩინებულმა გვარებმა ესოსში მწყემსების მიერ ნაპოვნი დრაკონების მოთვინიერება ისწავლეს.
ამ დროისთვის ესოსის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ძველი ჰისი. ვალარიელებმა ჰისიც დაიპყრეს და 4500 წლის მანძილზე მთელი ესოსიც დაიმორჩილეს იმ მიწების ჩათვლით, სადაც მოგვიანებით თავისუფალი ქალაქები დაარსეს. იმპერია აღმოსავლეთით დოთრაკიელების ზღვის სახელით ცნობილ მიწებს ესაზღვრებოდა.
200 წელი ეიგონის შემოჭრამდე - წარჩინებულმა ვალარიულმა გვარმა ტარგარიენებმა დაიპყრეს კუნძული დრაკონის ქვა და იქ დასახლდნენ.
წიგნებში ვალარიის შესახებ ჯერჯერობით ძალიან მცირე ცნობებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვალარიაში ძალიან განვითარებული იყო მაგია და ფოლადის გამოწრთობის ხელოვნება. ვალარიული ხმლები გამოირჩეოდა დიდი სიმტკიცით და განსაკუთრებული შეფერილობით. ლეგენდის მიხედვით, მეტალის თვისებების გასაუმჯობესებლად მჭედლები მაგიას მიმართავდნენ. ვესტეროსში მხოლოდ რამდენიმე ათეული ვალარიული ხმალია შემორჩენილი, რომლებიც ძვირად ფასობს და წარჩინებული ოჯახების საგვარეულო რელიქვიად ითვლება.
ვალარიელებს კარგად ესმოდათ სამშენებლო საქმეც. ვალარიელი მშენებლები უზარმაზარ ნაგებობებს ცეცხლის და მაგიური შელოცვების დახმარებით აგებდნენ. ვესტეროსში ვალარიელების აგებულია დრაკონის ქვის ციხე-სიმაგრე. ესოსში შემორჩენილია მათი გაყვანილი გზები და აქა-იქ მიმობნეული სფინქსების ქანდაკებები.
ასევე ცნობილია, რომ ვალარიელებს ჰქონდათ ობსიდიანისგან დამზადებული გიგანტური სანთლები, რომლებიც მაგიური ძალის მეშვეობით ანათებდა და გამოიყენებოდა სიზმრების ასახსნელად და დიდი მანძილზე კავშირის დასამყარებლად.
ვალარიელებმა თავიანთი ძლიერების ზენიტში ესოსის დასავლეთ ნაპირებზე დაარსეს 8 თავისუფალი ქალაქი: პენტოსი, ლორატი, მირი, ლისი, ქხვორი, ნორვოსი, ტიროში, ვოლანტისი. მეცხრე ქალაქი ბრაავოსი ვალარიის შახტებიდან გამოქცეულმა მონებმა დააარსეს და დიდი ხნის განმავლობაში მის არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ. ბრაავოსის არსებობა მხოლოდ 100 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო მისი ადგილმდებარეობა - 300 წლის მერე.
ვალარიელების რელიგიაზე მარტო ის არის ცნობილი, რომ ეიგონის დრაკონებს ვალარიელი ღმერთების სახელები ერქვათ - ბალერიონი, ვხაგარი და მირაქსესი. ანუ, მრავალღმერთიანობა ჰქონდათ. დამწერლობა - იეროგლიფები.
ვალარია მონათმფლობელური იმპერია იყო. მონებს ომების შედეგად მოიპოვებდნენ და ძალიან იაფი ღირდა. ძირითადად, ოქროს შახტებში ამუშავებდნენ.
ვალარიელები გამოირჩეოდნენ ვერცხლისფერი ან ოქროსფერი შეფერილობის თეთრი თმებით და იისფერი თვალებით. წარჩინებულ გვარებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო ინცესტი. ამ ტრადიციას სისხლის სიწმინდის შენარჩუნების გამო მისდევდნენ.
200-150 წელი ეიგონის შემოჭრამდე - "საბედისწერო დღემდე" ცოტა ხნით ადრე, ვალარიაში თანდათან გაქრა მაგია. შემდეგ დაიწყო ვულკანური ამოფრქვევები. მიწისძვრების შედეგად, ვალარიის ნახევარკუნძული გამოეყო ესოსის კონტინენტს და კუნძულად იქცა. მათ შორის გაჩენილ ზღვას კვამლიანი ზღვა ეწოდა.
საბედისწერო დღეს ერთდროულად უამრავი ვულკანის ამოფრქვევის და მიწისძვრების შედეგად ქალაქი ვალარია და ვალარიის კუნძულის სხვა ქალაქები მთლიანად განადგურდა. წარჩინებული ოჯახების უმეტესობა და მათი დრაკონები გაწყდნენ. კატასტროფა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ უმრავლესობამ ხომალდებით გაქცევაც ვერ მოასწრო. ვალარიელების ცივილიზაციის მთელი ცოდნა და მიღწევები დაიკარგა. გადარჩა მხოლოდ 2 ოჯახი - ტარგარიენების და ველარიონების. ესენი დიფტმარკის კუნძულზე დასახლდნენ და ვესტეროსში ტარგარიენების გამეფების მერე რამდენჯერმე დაუნათესავდნენ ამ გვარს. სტანის ბარათეონის ვასალებად ითვლებოდნენ. მათი ბასტარდების გვარი იყო - უოტერსი.
ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინი ახსენებს, რომ კატასტროფას გადაურჩა კვოხერისის გვარიც და თავისუფალ ქალაქებში დასახლდა.
***
ქრონოლოგია ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქრონოლოგია ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე
თავიდან ვესტეროსში მხოლოდ ტყის შვილები და გიგანტები ცხოვრობდნენ. ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 12 000 წლით ადრე ესოსიდან ბრინჯაოს იარაღებით აღჭურვილი პირველი ადამიანები მოვიდნენ და დაიწყო მათი ომი ტყის შვილებთან. 2000 წლის ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ, 10 000 წლის წინ შეთანხმდნენ, რომ ტყის შვილებს ტყეები დარჩებოდათ და პირველ ადამიანებს - დანარჩენი ვესტეროსი. პირველმა ადამიანებმა ტყის შვილების რელიგია მიიღეს. ამის მერე 4 000 წელი მშვიდობა ჰქონდათ ერთმანეთში. ამავე დროს აიგო პირველი ციხესიმაგრე კეილინის ზღუდესთან.
ვაით ვოლქერების შემოტევები დაიწყო ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 8030 წლით ადრე ”გრძელი ღამის” ეპოქაში, რომელიც მთელი 1 თაობა გაგრძელდა. ამავე დროს იქმნება ღამის გუშაგების საძმო და იწყება კედლის მშენებლობა, რომელსაც ბრენდონ მშენებელი ხელმძღვანელობს. დაახლოებით იგივე დროს იქმნება პირველი სახელმწიფოები. ბრენდონ მშენებელმა საფუძველი ჩაუყარა სტარკების დინასტიას, დაიწყო ვინტერფელის მშენებლობა და ჩრდილოეთის შემომტკიცება.
8000 წლის წინ ”გრძელი ღამის” ეპოქა მთავრდება. სტარკები თითქმის მთელ ჩრდილოეთს იპყრობენ. ვინც მათ თავი არ დაუხარა, კედლის იქით გააძევეს. მათ შორის იყო ველური ჯორამუნი (Joramun Wildling), რომელმაც იპოვნა ”ზამთრის საყვირი”.
ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 6000 წელს ესოსიდან გადმოჯდნენ ფოლადის იარაღით აღჭურვილი ანდალები და დიდი ბრძოლების შემდეგ დაიპყრეს მთელი დაბლობი. ნელ-ნელა მთელ ვესტეროსს მოედნენ, პირველი ადამიანები და ტყის შვილები ჩრდილოეთისკენ გააძევეს მაგრამ ინგლისში ნორმანების შეჭრის არ იყოს, თვითონ განიცადეს ასიმილაცია.
5000 წელს, ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე, ესოსის კონტინენტზე, ვალარიაში მწყემსებმა დრაკონების ბუნაგი აღმოაჩინეს. ამავე დროს, ვალარია ანადგურებს გისის იმპერიას.
4200-4100 წელს, ანდალები ანადგურებენ პირველი ადამიანების - მადების სახლს - მდინარეების უკანასკნელ მეფეებს.
3000 წელს, სტარკების, ღამის გუშაგების და ამბერების გაერთიანებული ძალები ანადგურებენ ველურებს, რომელთაც მათი მეფეები ჰორნი და ჰენდალი მეთაურობდნენ. ჰორნი ბრძოლაში იღუპება, ჰენდელის ბედი უცნობია.
1700 წელს, დორნში ვარდება მეტეორიტი, რომლისგანაც ამზადებენ მახვილს სახელად ”განთიადი” და ამ მოვლენის საპატივცემულოდ აგებენ სიმაგრეს სახელად - ვარსკვლავთცვენა.
700 წელს, ესოსიდან დორნში შემოიჭრებიან როინარები 10 000 ხომალდით დედოფალ ნიმერიას მეთაურობით. ნიმერია ცოლად მიყვება მარტელების სახლის წარმომადგენელს მორს მარტელს და მარტელების ოჯახი ბატონდება დორნში. ამავე დროს ტყის შვილები საბოლოო ქრებიან კედლიდან სამხრეთით. ბოლტონები საბოლოოდ ემორჩილებიან სტარკებს.
500 წელს, ვალარიის იმპერია მთლიანად იპყრობს ესოსის კონტინენტს თავისუფალ ქალაქების ჩათვლით. დაარსდება ქალაქი ბრავოსი.
300 წელს, კედელზე ერთმანეთს ებრძვიან კოშკების Snowgate და Nightfort მეთაურები. ამ ბრძოლაში იღუპება შვი გუშაგების ლორდი-სარდალი. სტარკები ჩაერევიან და ორივეს სიკვდილით სჯიან.
200 წელს, ვალარია იპყრობს დრაკონის ქვის კუნძულს. ამიერიდან კუნძულს განაგებს ტარგარიენების ოჯახი.
150 წელს, იღუპება ვალარიის იმპერია. მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, რამდენიმე ვულკანმა ერთდროულად ამოხეთქა. ვალარია მთლიანად დანგრეულია, დრაკონები გაწყდნენ. რჩება მარტო 3 დრაკონი, რომელიც ტარგარიენების ოჯახს ყავს დრაკონის ქვაზე. სანაპიროს ქალაქები დამოუკიდებლობას ღებულობენ და იმ დღიდან თავისუფალი ქალაქები არიან. თავისუფალ ქალქებსა და ვალარიას შორის ტერიტორიას მომთაბარე დოთრაკიელები იკავებენ.
1 წელს, ეიგონ ”დამპყრობელი” ტარგარიენების ოჯახიდან იწყებს ვესტეროსის დაპყრობას.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017233
· 22 May 2014, 03:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რობერტ ბარათეონის აჯანყება და ტარგარიენების დამხობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რობერტ ბარათეონის აჯანყება და ტარგარიენების დამხობა
აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ რობერტ ბარათეონი, ედდარდ სტარკი და მათი აღმზრდელი, შემდგომში რობერტის კანცლერი, ლორდი ჯონ არენი. მათი ხელმძღვანელობით და ვესტეროსის უამრავი წარჩინებული ოჯახის მონაწილეობით, აჯანყებამ ვალარიელი ტარგარიენების 300 წლიან მმართველობას ბოლო მოუღო.
აჯანყების მიზეზად იქცა მეფე ეირის II ტარგარიენის(მეტსახელად "შლეგი მეფე") არაადეკვატური საქციელი. მეფობის დასაწყისში ეირისი ხელგაშლილობით და გულმოწყალებით გამოირჩეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ინცესტით გამოწვეულმა ტარგარიენების საგვარეულო დაავადებამ, სიშლეგემ იჩინა თავი და მეფე თავისი უაზრო სისასტიკით გარშემომყოფთათვის უბრალოდ სახიფათო გახდა.
მეორე მიზეზად, ეირისის ძის, პრინც რეიგარის მოქმედება გახდა. მან ედდარდ სტარკის და ლიანა მოიტაცა. როდესაც ის ჩრდილოეთში ბრუნდებოდა ჰარენჰოლის დიდი ტურნირიდან, სადაც სილამაზის და სიყვარულის დედოფლად აირჩიეს.
როდესაც მოტაცების შესახებ ცნობილი გახდა, ედდარდის უფროსი ძმა ბრანდონ სტარკი თავის მეგობრებთან(ალბერ არენი, იტან გლოვერი, კაილ როისი, ჯეფორი მალისტერი) ერთად დედაქალაქში ჩავიდა, წითელ ციხე-სიმაგრესთან მივიდა და რეიგარ ტარგარიენი ორთაბრძოლაში გამოიწვია. მაგრამ პრინცი იმ დროს ციხე-სიმაგრეში არ იმყოფებოდა. სამაგიეროდ, იქ იმყოფებოდა ციხე-სიმაგრის გარნიზონი, რომელთაც დააპატიმრეს ბრანდონი და მისი მეგობრები.
ამ დროისთვის მეფე ეირისის გარემოცვაში უკვე აღარავინ იყო ისეთი, ვინც მის სიშლეგეს გააკონტროლებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე მეფემ მისი ერთგული კანცლერის, ლორდ ტაივინ ლანისტერის გადამტერებაც მოახერხა. ტაივინ ლანისტერმა მიატოვა თანამდებობა და საკუთარ მამულში დაბრუნდა.
ეირისმა გადაწყვიტა, რომ შვილების საქციელზე მათ მამებსაც უნდა ეგოთ პასუხი და რიკარდ სტარკი და სხვების მშობლებიც დედაქალაქში გამოიძახა. როდესაც მეფეს ეწვივნენ, ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. კერძოდ, რიკარდ სტარკი სამეფო დარბაზის ჭერში ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს, ხოლო ბრანდონ სტარკი დაახრჩვეს. ერთადერთი იტან გლოვერი გადარჩა.
ამის შემდეგ, ეირისმა ედდარდ სტარკის და რობერტ ბარათეონის თავი მოთხოვა მათ გამზრდელს, ლორდ ჯონ არენს. რობერტი იმიტომ, რომ ის ლიანაზე იყო დანიშნული. პასუხად, ჯონ არენმა თავისი ვასალი ლორდები შეკრიბა და აჯანყების დროშა ააფრიალა.
თავიდან აჯანყების ბედი გაურკვეველი იყო. ჯონ არენმა და რობერტმა დაბლობის საზღვაო კარიბჭე და ვესტეროსის ყველაზე დიდი ქალაქი - თოლიების ქალაქი აიღეს. რობერტი პირველი აიჭრა ქალაქის გალავანზე და ლორდი გრაფტონი მოკლა. მაგრამ მოგვიანებით, რობერტის არმია ეშფორდის ბრძოლაში ლორდებმა მეის ტირელმა და რენდილ ტარლიმ დაამარცხეს.
ამის შემდეგ, რობერტი ჩრდილოეთში გადავიდა ედდარდის და არენის არმიებთან შესაერთებლად, ხოლო ლორდ ტირელის არმია ბარათეონების მამულში შეიჭრა და მათ საგვარეულო ციხე-სიმაგრეს, ქარიშხლის ზღვარს შემოარტყა ალაყა, სადაც რობერტის ძმა, სტანის ბარათეონი იყო გამაგრებული.
ამასობაში, ნედმა(რომელიც არენის მამულიდან ვინტერფელში მეთევზის ნავით დაბრუნდა თავისი ვასალების შესაკრებად) და არენმა ჩრდილოეთში თავიანთი არმიების გაერთიანება მოახერხეს და სამხრეთისკენ დაიძრნენ. მათ გზაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო ე.წ. გადასასვლელი, რომელსაც მდინარეების მიწების ლორდი ჰოსტერ ტალლი განაგებდა. მისი მიმხრობის გარეშე გადასასვლელის გავლა შეუძლებელი იყო. ამიტომ ნედ სტარკმა მის ქალიშვილზე, კეიტელინ ტალლიზე იქორწინა, რომელიც მანამდე მის ძმაზე, ბრანდონზე იყო დანიშნული, ხოლო ჯონ არენმა ტალლის მეორე ქალიშვილზე, ლიზაზე.
ტალლის მიმხრობის მიუხედავად, მისი ზოგიერთი ვასალი არ მიემხრო აჯანყებას. მაგალითად, ლორდი უოლდერ ფრეი თავის ციხესიმაგრეებში, ტყუპებში დარჩა.
მდგომარეობა გამწვავდა მდინარეების მიწებზე მეფე ერისის კანცლერის ლორდ კონინგტონის არმიის გამოჩენისას, რომელიც ეშფორდის ბრძოლაში დაჭრილ რობერტს და მისი არმიის ნარჩენებს მოსდევდა. რობერტი ქალაქ ქვის სეპტაში იმალებოდა. კონინგტონის არმია ქვის სეპტაში შეიჭრა და რობერტის ძებნა დაიწყო. ამავე დროს, ქალაქში ნედის და არენის არმიები შემოვიდნენ და ზურგიდან შეუტიეს მეფის კანცლერის ჯარებს. ბრძოლაში რობერტი და მისი მომხრეებიც ჩაერთვნენ.
ბრძოლის დროს სეპტონები(შვიდეულის რელიგიის ქურუმები) მთელს ქალაქში ზარებს რეკავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გასაფრთხილებლად, რის გამოც ბრძოლას ზარების ბრძოლა ეწოდა. იბრძოდნენ ქუჩებში, სახლებში, სახურავებზე. რობერტი კიდევ ერთხელ დაიჭრა, მაგრამ მაინც მოახერხა 6 კაცის მოკვლა. მათ შორის იყო ვესტეროსის სახელგანთქმული რაინდი, პრინც რეიგარის მეგობარი და ყოფილი საჭურველთმტვირთველი სირ მაილს მუტონი.
მამაცურად იბრძოდა მეფის კანცლერი კონინგტონიც. მან ჯონ არენის ბიძაშვილი და მემკვიდრე, სირ დენის არენი მოკლა, მძიმე დაჭრა ნედის სიმამრი ჰოსტერ ტალლი და როდესაც მიხვდა, რომ ბრძოლას ვერ მოიგებდა, მთელი არმიის ქალაქიდან გაყვანა, უკანდახევა და ამით მისი გადარჩენაც კი მოახერხა. მიუხედავად ამისა, შლეგმა მეფემ ის გადააყენა თანამდებობიდან და მის მაგივრად კანცლერად კვარლტონ ჩელსტედი დანიშნა.
ზარების ბრძოლის მოგება მაინც არ ნიშნავდა ტარგარიენების საბოლოო დამარცხებას. მეფე ეირისმა სამეფო გვარდიის მეთაურს, სერ ბარისტან სელმის კონინგტონის არმია გადააბარა, ხოლო სამეფო გვარდიის წევრ, დორნიელ პრინც ლივენ მარტელს 10 000 დორნიელის ხელმძღვანელობა უბრძანა. დორნიელი დაემორჩილა, რადგან მისი და, ელია მეფის ძის რეიგარის ცოლი იყო.
ამავე დროს, რეიგარი, რომლიც ლიანას მოტაცების შემდეგ გაუჩინარებული იყო, გამოჩნდა და მამამისს ურჩია, რომ სიამაყე დაევიწყებინა და დახმარება ვესტეროსის ყველაზე ძლიერი ლორდის, ტაივინ ლანისტერისთვის ეთხოვა. ტარგარიენებს იმედი ჰქონდათ, რომ ლანისტერები უარს ვერ გაბედავდნენ, რადგან ტაივინს ძე, ჯეიმე ლანისტერი სამეფო გვარდიაში მსახურობდა, ანუ ფაქტიურად, მძევალი იყო მეფის ხელში. ლანისტერების პასუხმა დააგვიანა.
ეირისის სიშლეგე ვითარების დაძაბვასთან ერთად მატულობდა. მან ალქიმიკოსების გილდიას ველური ცეცხლის ქოთნებით მთელი დედაქალაქის დანაღმვა და მარცხის შემთხვევაში მისი სრული გადაწვა დაავალა. ამის შესახებ შეიტყო ჯეიმე ლანისტერმაც. კანცლერი ჩელსტედი ცდილობდა გადაეფიქრებინა მეფისთვის ეს სიშლეგე და ამ მცდელობას შეეწირა. მეფის დავალებით, ის ველური ცეცხლით დაწვეს. ახალ კანცლერად ალქიმიკოსების გილდიის მეთაური როსსარტი დაინიშნა.
პრინცმა რეიგარმა კონინგტონის არმიის, დორნიელების და ლორდ ტირელის(რომელიც ამ დროს ისევ ბარათეონების ციხე-სიმაგრეს უტევდა) გამოგზავნილი ჯარებისგან 40 000-იანი არმია შეაკოწიწა და ტრაიდენტისკენ გაემართა.
ტრაიდენტთან(Трезубец) გაიმართა გენერალური ბრძოლა. რიცხობრივი უპირატესობა ტარგარიენების მხარეზე იყო, მაგრამ აჯანყებულებს ბრძოლებში უფრო გამოწრთობილი არმია ყავდათ. ბრძოლაში თავი გამოიჩინა სირ ბარისტან სელმიმ. მან 15 რაინდი მოუკლა სტარკებს და არენებს, მაგრამ თავადაც მძიმედ დაიჭრა. რობერტი ისე მოიხიბლა მისი სიმამაცით, რომ გამარჯვების შემდეგ სამეფო გვარდიის უფროსად დატოვა. ბრძოლაში დაიღუპნენ დორნიელი პრინცი ლივენი და რეიგარის მთელი გარემოცვა. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში, რობერტ ბარათეონმა თავისი განთქმული საბრძოლო უროთი მკერდი ჩაულეწა პრინც რეიგარს.
ტრაიდენტთან დამარცხებამ ტარგარიენები ხერხემალში გადაამტვრია. მეფე ეირისს ახალი არმიის შეგროვება აღარ შეეძლო. როდესაც მან დამარცხების შესახებ შეიტყო, თავისი ფეხმძიმე მეუღლე და ვაჟი ვიზერისი დრაკონის ქვის კუნძულზე გააგზავნა, მაგრამ რეიგარის ცოლი, დორნიელი პრინცესა ელია და მისი შვილები, თვისთან დაიტოვა, რადგან ფიქრობდა, რომ რეიგარს ტრაიდენტთან დორნიელებმა უღალატეს და მათი განეიტრალება დაჭირდებოდა.
გამარჯვების შემდეგ, აჯანყებულების ძირითადი ძალები ადგილზე დარჩნენ, რადგან ბევრი დაჭრილები ყავდათ, მათ შორის რეიგართან შეთაკებაში რობერტიც. დედაქალაქის აღება ნედ სტარკის ავანგარდმა ითავა, მაგრამ მას დედაქალაქთან მისვლა სხვებმა დაასწრეს.
კერძოდ ლანისტერებმა. მოულოდნელად, ქალაქის კედლებთან ტაივინ ლანისტერის 12 ათასიანი არმია გამოჩნდა. ეჭვიანი ეირისი არ აპირებდა ქალაქში მათ შემოშვებას. ზოგიერტი მრჩეველიც იგივე აზრზე იყო(ვარისი), მაგრამ ლანისტერების მიერ მოსყიდულმა მეისტერ პიცელმა დაარწმუნა მეფე, რომ ლორდი ტაივინი მისი ერთგული იყო და ქალაქში უნდა შემოეშვა.
როგორც კი ლანისტერები ქალაქში აღმოჩნდნენ, ისინი თავს დაესხნენ ქალაქის დამცველებს. ბრძოლა ჟლეტვაში გადაიზარდა. ლანისტერებმა ჯეიმესგან იცოდნენ, რომ ეირისი ალქიმიკოსების დახმარებით ქალაქის აფეთქებას აპირებდა, ამიტომ ალქიმიკოსების გილდია მთლიანად ამოჟლიტეს. მხოლოდ ერთეულები გადარჩნენ. ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა.
მეფე წითელ ციხე-სიმაგრეში გამარგდა, სიმაგრის დაცვა კი ჯეიმე ლანისტერს დაავალა. ჯეიმემ მოლაპარაკების დაწყების უფლება ითხოვა, მაგრამ მეფისგან მხოლოდ მამამისის თავის მორთმევის ბრძანება მიიღო.
მას დაემატა ისიც, რომ მეფე ეირისი კანცლერ როსსარტტან ერთდ ჩაიკეტა. ჯეიმე მიხვდა, რომ მეფე და ალქიმიკოსების გილდიის ყოფილი მეთაური ქალაქის აფეთქებას აპირებდნენ. მან ჯერ როსსარტი მოკლა, ხოლო შემდეგ მეფის დარბაზში შეიჭრა და ეირის ტარგარიენს ყელი გამოჭრა, რის გამოც შემდეგ მას ”მეფის მკვლელი” უწოდეს.
მეფის მკვლელობის შემდეგ სიმაგრე დაეცა. ლორდ ტაივინის დავალებით მისმა ვასალმა ”მთა” გრიგორ კლიგანმა ჯერ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა რეიგარის ცოლი, დორნიელი პრინცესა ელია, ხოლო მის მცირეწლოვან შვილებს კედელზე მიასხმევინა ტვინი.
ამ დროს ქალაქში ნედ სტარკის ავანგარდი შემოვიდა. სამეფო დარბაზში შესულმა ნედმა რკინის ტახტის კიბეებზე ყელგამოჭრილი ეირისი, ხოლო ტახტზე ჯეიმე ლანისტერი აღმოაჩინა და ტახტიდან ადგომა აიძულა
იმავე დღეს, ქალაქში რობერტ ბარათეონი და მისი არმიაც შემოვიდნენ. ახალ მეფედ, ტარგარიენებთან ნათესაური კავშირის გამო, რობერტ ბარათეონი გამოცხადდა. ლორდმა ტაივინმა მას რეიგარის დახოცილი ცოლ-შვილის გვამები მიართვა და საპასუხოდ ახალი მეფისგან კეთილგანწყობის გარანტიები მიიღო.
ამას მოყვა კონფლიქტი ედდარდ სტარკსა და რობერტ ბარათეონს შორის. ნედი მოითხოვდა, რომ ლანისტერებს პასუხი ეგოთ ჩადენილი დანაშაულების გამო. მეფემ უარი განაცხადა ამ მოთხოვნს შესრულებაზე. პასუხად, ედდარდ სტარკმა მიატოვა დედაქალაქი და ომის დასასრულებლად ქარიშხლის ზღვარისკენ გაემართა, სადაც ახალი მეფის ძმა, სტანის ბარათეონი ტირელის ალყაში იყო და უკვე შიმშილობდა. ნედის მისვლისთანავე ლორდმა მეის ტირელმა დროშები დაუშვა და მორჩილების ნიშნად მუხლი მოიყარა.
ამის შემდეგ, ნედი დორნის საზღვრებისკენ გაემართა, სადაც სიხარულის კოშკში მისი და, ლიანა იყო დატყვევებული. მთელი ეს ამბები ბურუსითაა მოცული. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კოშკთან მას კიდევ ერთი ბრძოლა გადახდა, რომელიც ასევე მოიგო, მაგრამ ლიანას ცოცხლად გადარჩენა ვერ მოახერხა. მან ნედის ხელებში დალია სული. კოშკი დაანგრიეს. ლიანას ცხედარი ჩრდილოეთში გადაასვენეს. მისმა სიკვდილმა ნედი და რობერტი შეარიგა.
მოგვიანებით, რობერტმა თავის ძმას, სტანისს დრაკონის ქვის კუნძულის აღება დაავალა. სტანისის ფლოტი ქარიშხალმა გაანადგურა, მაგრამ დრაკონის ქვის გარნიზონმა გადაწყვიტა, რომ მეფე ეირისის ცოლი და მისი ორი შვილი, ვიზერისი და დეინერისი(ამ დროს უკვე გაჩენილი), სტანისისთვის მიეყიდათ. როგორც კი ეს სირ ვილემ დარრიმ(რომელიც ერისის ოჯახს პატრონობდა) გაიგო, მეფის ოჯახი ესოსში გააპარა.
ომი დამთავრდა.
აჯანყების მთავარი შედეგი იყო ტარგარიენების დინასტიის დამხობა და მათი ვესტეროსიდან განდევნა. ახალი მეფის კანცლერად ჯონ არენი დაინიშნა. გაფორმდა კავშირი ბარათეონებსა და ლანისტერებს შორის. რობერტმა ცოლად ლორდ ტაივინის ”ქალიშვილი” სერსეა მოიყვანა.
პრინც რეიგარის ოჯახის ამოჟლეტვამ გაართულა ურთიერთობა დორნთან. დორნიელები თვლიდნენ, რომ მკვლელობა ლორდ ტაივინის დავალებით მოხდა. დადიოდა ხმები, რომ დორნის პრინცი, ”წითელი გველი” ობერინი ვიზერისის სასარგებლოდ აჯანყებას აპირებდა.. ჯონ არენმა შეძლო დორნიელების დროებით დაშოშმინება, თუმცა, ურთიერთობა წლების მანძილზე დაძაბული დარჩა.
დრაკონის ქვის კუნძული და სიმაგრე სტანის ბარათეონს გადაეცა, ქარიშხლის ზღვარი, უმცროს ბარათეონს, რენლის. დამარცხებული გვარები და ოჯახები, კონინგტონები, დარრები და სხვები, ზოგი ამოჟლიტეს, ზოგი კედელზე გააგზავნეს. მათი მიწები ლანისტერებმა შეიერთეს.
ნედ სტარკი დარჩა იმად, ვინც აჯანყებამდე იყო - ნედ სტარკად.
--------------------------------------------------------------------------------
ლურჯი - ჯონ არენის არმია, ცისფერი - ნედ სტარკის არმია, ყვეთელი - რობერტ ბარათეონი, ნარინჯისფერი - ჰოსტერ ტალლი, წითელი - ლანისტერები.
შინდისფერი - ეირის ტარგარიენის მომხრეები, დორნიელები და სხვები, მწვანე - მეის ტირელის არმია.
***
საშინელი მგლები - Dire wolfs, ვარგები, ტყავის შემცვლელები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საშინელი მგლები - Dire wolfs
Dire Wolf (ლათ. Canis dirus, ქართ. საშინელი მგელი, რუს. Ужасный волк) - მგლების სახეობა, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე პლეისტოცენის ეპოქაში. ნაპოვნი ჩონჩხების გამოკვლევებით დადგინდა, რომ სიგრძით 2 მეტრს აღწევდნენ, ტანთან შედარებით მოკლე ფეხები ჰქონდათ და დიდ ჯგუფებად ნადირობდნენ.
მგლები ჰერალდიკაში ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც დამარცხებული სიხარბისა და ბოროტების სიმბოლო. ამავე დროს, ოჯახური ფასეულობებისადმი ერთგულების სიმბოლოც იყო.
სტარკების მგლები ლეკვების ასაკში უკვე ჩვეულებრივ მგლებზე დიდები იყვნენ, ტანზე ბევრად დიდი თავი, გრძელი ფეხები და წითელი, გონიერი თვალები ჰქონდათ.
ცხოვრობენ კედლის იქით.
ვარგები - Wargs
ეწოდებათ ადამიანებს, რომლებსაც მგლებთან ტელეპატიური კავშირის დამყარება შეუძლიათ. ნედ სტარკის ყველა შვილი ვარგი იყო, ოღონდ სხვადასხვა სიძლიერის. ვარგებს მესამე თვალი ძილში ეხსნებათ და მგლის ცნობიერებას ერწყმიან. ყველაზე მეტი ძალა ბრანს ჰქონდა. მხოლოდ მას შეეძლო ძილში თავისი მგლის, ლეტოს მეშვეობით ძმების და დების მგლებში გარდასახულიყო.
მარტინის მიხედვით, მგლები კავშირის დროს პატრონის გრძნობებს განიცდიან, მის შიშს და მრისხანებას გრძნობენ. მგელთან კავშირის დამყარების უნარი ვარგისგან ვარჯიშს და განვითარებას მოითხოვს რათა მგლის ემოციებმა ადამიანისას არ აჯობოს. კავშირი მგელსა და პატრონს შორის, ანუ ე.წ. "მგლის სიზმრები" შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს თუ ხელოვნურად არ იქნა შეწყვეტილი. ასეთ დროს, პატრონი შეიძლება ან გამოფიტვისგან დაიღუპოს, რადგან მგლის საკვებით ვერ იცოცხლებს, ანდა მისი ცნობიერება სამუდამოდ დარჩეს მგელში და ასე გააგრძელოს არსებობა.
თუ "მგლის სიზმრების" დროს მგელი რაიმე მიზეზით იღუპება, პატრონი შეიძლება ჭკუიდან შეცდეს. პატრონის მკვლელობის შემთხვევაში, მგელი შურისძიებას ცდილობს. ლეგენდის მიხედვით, ვარგის მოკვლა მხოლოდ ვერცხლის მახვილით შეიძლება.
ტყავის შემცვლელები - Skinchangers
ჯადოქრები, რომლებსაც, ვარგებისგან განსხვავებით, ნებისმიერ ცხოველთან და ფრინველთან შეუძლიათ იგივენაირად დაკავშირება. მათ ადამიანში შესვლაც შეუძლიათ, მაგრამ ეს იკრძალება.
ტყავის შემცვლელს შეუძლია შევიდეს მგელში მაშინ, როდესაც მგელში ვარგია. ასეთ დროს, მას ვარგის აზრების წაკითხვა შეუძლია.
ცხოვრობენ კედლის იქით.
***
დოთრაკიელები - Dothraki
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დოთრაკიელები - Dothraki
ესოსის კონტინენტზე მოსახლე ერთ-ერთი ხალხი. სხვა ხალხებისგან განსხვავებით, მომთაბარეები არიან. ერთდაერთი ქალაქი აქვთ - წმინდა ქალაქი ვეის დოთრაკი. მდებარეობს ე.წ. "დოთრაკიულ ზღვაში", უზარმაზარ სტეპში "მთების დედის" მახლობლად.
დოთრაკიელების კულტურა და ცხოვრება მთლიანად ცხენებთანაა დაკავშირებული. საკუთარ თავს ცხენების მბრძანებლებს უწოდებენ. სახელწოდება დოთრაკიელიც ზმნა "Dothralath"-იდან მოდის, რაც მათ ენაზე ცხენით სვლას ნიშნავს.
მათი წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მარტინი მხოლოდ ერთხელ ახსენებს, რომ დოთრაკიელები ძალიან გვანან ესოსის დას-აღმ-ით, მონათვაჭრების სანაპიროზე მცხოვრებ ლჰაზარიანებს.
გამოირჩევიან მუქ-წითელი კანითა და ვიწროდ გაჭრილი თვალებით. მამაკაცები გრძელ, ჩამოშვებულ ულვაშებსა და კიდევ უფრო გრძელ, უკან შეკრულ ნაწნავს ატარებენ. ბრძოლაში დამარცხებულ დოთრაკიელს ნაწნავს აჭრიან. ანუ, ყველაზე გრძელი ნაწნავი უამრავ ბრძოლაში გამარჯვების და არცერთი წაგებული ორთაბრძოლის ნიშანია.
დოთრაკიელები ისტორიულ ასპარეზზე ვალარიის დაღუპვის შემდეგ გამოჩდნენ(ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ვალარიელების დრაკონების ეშინოდათ), ვესტეროსში ტარგარიენების შემოჭრამდე 150-200 წლით ადრე, როცა ესოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე თავდასხმები დაიწყეს. მათი შეტევის ძირითადი მიმართულება იყო ქალაქი კვოხორი და მიმდებარე მიწები. საბოლოოდ, კხალ ტემმოს 50.000 არმიის დამარცხება მხოლოდ ე.წ. "უზადოებმა" შეძლეს კვოხორის კედლებთან.
დოთრაკიელები ტომებად ცხოვრობენ და ასეთ ტომს კხალასარი ეწოდება. დიდ კხალასარში შეიძლება 100.000 მხედარიც შედიოდეს. მაგრამ კხალასარებად დაყოფა პირობითია. კხალასარის ბელადის - კხალის დაღუპვის შემთხვევაში კხალასარები ადვილად იშლებიან ან სხვა კხალასარებს ერწყმიან. კხალასარს არჩევითი ბელადი განაგებს და მას კხალი ქვია, მის ცოლს - კხალისი, მის პირველ ძეს და მემკვიდრეს - კხალაკა, მის გარემოცვაში მყოფ მხედრებს - სისხლისმიერი მხედრები, რომლებიც უფრო საძმოს წარმოადგენენ, ვიდრე კხალის უბრალო მცველებს. კხალის დაღუპვის შემთხვევაში მისი სისხლისმიერი მხედრები თავს იკლავენ. ომში მოპოვებულ ნადავლში, იარაღში, მონებსა და ქალებში, ყველას თანაბარი წილი ეკუთვნის. მხოლოდ ცხენებია გამონაკლისი. ბრძოლაში მოპოვებული ცხენი მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვინც მისი ძველი პატრონი მოკლა.
კხალასარი ერთდროულად არმიაცაა და მომთაბარე ტომიც. ცხენზე ჯდომა და ბრძოლა ყველა მამაკაცმა იცის. ქალები და მოხუცები ყველა ლაშქრობაში მიყვებიან მამაკაცებს. ვისაც სიარული არ შეუძლია გადახურული ურმებით გადაყავთ. რადგან ესოსში მუდმივად ცხელი კლიმატია და ზამთარი უბრალოდ არ არსებობს, დოთრაკიელებს სახლებიც კი არ გააჩნიათ და კარვებსა და ტენტების ქვეშ ცხოვრობენ.
ლაშქრობის დროს დოთრაკიელები არავის და არაფერს არ ინდობენ. ვინც წინააღმდეგობას უწევს ხოცავენ, ტყვეებს მონებად ყიდიან. ნადავლის ნაწილს წმინდა ქალაქ ვეის დოთრაკში აგზავნიან. ამას რაღაც შესაწირის სახე აქვს.
ვეის დოთრაკში სასტიკად იკრძალება იარაღის ტარება და სისხლის დაღვრა. ყველა, ვინც ამ წესს დაარღვევს სიკვდილით ისჯება. ამიტომ კლავს დროგო ვიზერისს თავზე გამდნარი ოქროს დასხმით - ანუ სისხლის დაღვრის გარეშე.
ვეის დოთრაკში მდებარეობს დიდი ბაზარი, სადაც ესოსის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან ვაჭრები. ძირითადი სავაჭრო საქონელი იარაღი და მონებია. ასევე ვეის დოთრაკში მდებარეობს ე.წ. დოშ კხალინი - შამანი ქალების საკრებულო, რომელშიც ყოფილი კხალისები შედიან.
ორივე სქესის დოთრაკიელები იცმევენ ტყავის ჟილეტებს პირდაპირ შიშველ ტანზე და ცხენის ძუისგან დაწნულ შარვლებს. წელზე ოქროს ქამრებს ატარებენ. იკვებებიან ძირითადად თაფლითა და წიწაკით შეზავებული ცხენის ხორცით. წამთ რომ ცხენის ხორცით მათ ცხენის ძალა გადაეცემათ. საყვარელი სასმელია კუმისი, მაგრამ ვაჭრებისგან შეძენილ ღვნოსაც დიდი პატივს სცემენ.
დოთრაკიელების მთავარი იარაღია მოხრილი ხმალი არაქხი. თუმცა მშვილდიდანაც კარგად ისვრიან. ასევე ძალიან კარგად ხმარობენ უსაშველოდ გრძელ მათრახს. მაგრამ ცხენებს არასოდეს არ ურტყამენ. მხოლოდ განზე იქნევენ და ატკაცუნებენ ცხენების მორჩილებაში მოსაყვანად. ბრძოლის დროს ასეთი მათრახით ცხენებისა და ადამიანების წაქცევაც შეუძლიათ.
რაიმე სახის აბჯრებისა და ფარების ტარება დოთრაკიელებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ. მედიცინა საკმაოდ პრიმიტიული აქვთ - შელოცვები, მცენარეული საცხები, დანა, ნემსი.
რადგან მთელ ცხოვრებას ღია ცის ქვეშ ატარებენ, დოთრაკიელები თვლიან, რომ მეომრის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ღია ცის ქვეშ უნდა მოხდეს - ქორწილი, სექსი, მშობიარობა, დაკრძალვა და ა.შ. ცოდვა და სირცხვილი - ასეთი ცნებები დოთრაკიელებისთვის საერთოდ არ არსებობს.
ცხენი მათთვის წმინდა ცხოველია. მაგრამ სახელებს არ არქმევენ. ცხენების გარდა, დოთრაკიელები ეთაყვანებიან მზეს და მთვარეს, რომელთაც ქმარს და ცოლს უწოდებენ. ვარსკვლავები კი მათი ციური ცხენების რემებია, რომლებიც ყოველ ღამე ცაზე დაქრიან.
დოთრაკიელისთვის სტეპში ფეხით გადაადგილება უდიდესი სირცხვილია. ბავშვებს ცხენებზე მანამდე სვამენ სანამ ისინი სიარულს ისწავლიან. თუ ბავშვი მანამდე მოკვდა, სანამ ცხენის ტარებას ისწავლის, ის ცაზე ვერ მოხვდება. დოთრაკიელი, რომელიც თუნდაც ერთხელ ვარდება ცხენიდან, კხალი ვერასოდეს გახდება.
დოთრაკიელები ვერ იტანენ ზღვას და მარილიან წყალს მოწამლულად თვლიან, რადგან ცხენები ასეთ წყალს არ სვამენ. ყველა სხვა ხალხებს, რომლებიც ზღვით გადააადგილდებიან, უნდობლად უყურებენ, ხოლო ზღვის იქითა ვესტეროსს ყურადღების ღირსადაც არ თვლიან.
სპეციალურად ამ სერიალისთვის პროფესორმა David J. Peterson-მა, ენების შექმნის საზოგადოებიდან (Language Creation Society) შექმნა დოთრაკიელების ენა. რასაკვირველია, მარტინის მონაწილეობით. პეტერსონმა კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც 35 სხვადასხვა ენათმეცნიერი მონაწილეობდა.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017238
· 22 May 2014, 03:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეისტერები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეისტერები
მეისტერების ორდენი აერთიანებს ვესტეროსში ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დახელოვნებულ სწავლულებს გარდა ომის (ლორდების მოვალეობა) და რელიგიისა(სეპტონების მოვალეობა). ფაქტიურად ეს არის მეცნიერებისა და ექიმების ორდენი, რომელიც ემსახურება ვესტეროსის ყველა წარჩინებულ ოჯახებს. ნებისმიერ, ყველაზე ღარიბ ლორდსაც კი, ციხესიმაგრეში თავისი მეისტერი ჰყავს. მეისტერისთვის უდიდეს ღირსებად მორჩილება ითვლება, ხოლო მსახურება - უმაღლეს პატივად.
ორდენის ცენტრი, ერთგვარი უნივერსიტეტი, სადაც მეისტერებს ამზადებდნენ, არის ე.წ. ციტადელი ქალაქ ოლდთაუნში(Старомест), რომელიც ტირელების ვასალი ჰაიტაუერების წარჩინებულმა ოჯახმა ააშენა და მისი დაცვის მოვალეობა იკისრა. იმ დღიდან ჰაიტაუერები "ციტადელის დამცველებად" იწოდებიან.
მეისტერის ორ უმთავრეს მოვალეობად საფოსტო ყვავების მოვლა და ექიმობა ითვლება. ვესტეროსში საფოსტო ყვავები კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ნებისმიერი ლორდი თავისი მეისტერისგან გებულობს უახლეს ამბებს და მისივე მეშვეობით შეუძლია საჭიროების შემთხვევაში საკუთარი არმიისა და ვასალების მობილიზაცია. სნეულებებში, სამკურნალო მცენარეებსა და ქირურგიაში განსწავლული მეისტერი ვალდებულია მთელი თავისი ცოდნა ლორდის, მისი ოჯახის წევრებისა და მსახურების სამკურნალოდ გამოიყენოს.
გარდა ამისა, მეისტერი ლორდის უახლოესი პოლიტიკური მრჩეველიცაა და მის არყოფნაში სწორედ ის ასრულებს ლორდის მოვალეობას. მართვასა და ფინანსურ საკითხებში გარკვეულ მეისტერს ეკისრება კასტელანის - გადასახადის ამკრეფის, ციხე-სიმაგრის მოურავის და სხვადასხვა სამუშაოების მაკონტროლებელის მოვალეობის შესრულებაც. იგივე განაგებს ციხე-სიმაგრის ბიბლიოთეკას და აწარმოების ლორდის საგვარეულო მატიანეს.
ეს მოვალეობები მეისტერს საკმაოდ მნიშვნელოვან და გავლენიან ფიგურად აქცევს. მან თავისი ლორდის ყოველი საიდუმლო იცის და მის ერთგულებას ნებისმიერი ლორდისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მეისტერს მსახურების ადგილის შეცვლის უფლება არა აქვს. ის მთელი სიცოცხლე იმ ლორდის ციხე-სიმაგრეში მოღვაწეობს, სადაც პირველად და უკანასკნელად გაანაწილეს. უფრო მეტიც, ლორდის ციხე-სიმაგრე მტერმაც რომ აიღოს, მეისტერს ფიცი ავალდებულებს უმკურნალოს ახალ ბატონს, შეატყობინოს მას ახალი ამბები და თუ მოთხოვენ, რჩევითაც დაეხმაროს.
ორდენში მხოლოდ მამაკაცებს ღებულობენ. წარმოშობას მნიშვნელობა არა აქვს. იმისათვის, რომ მეისტერი ვერცერთმა ლორდმა ვერ დაიწუნოს, ორდენში მიღების პრეტენდენტი უარს ამბობს თავის წარმოშობაზე, საკუთარ გვარზე, მემკვიდრეობაზე, ნებისმიერ პრივილეგიაზე და საერთოდ მთელს თავის წარსულზე. მემკვიდროების დაქუცმაცების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, წარჩინებული ოჯახებიდან ორდენში ხშირად იგზავნებიან უმცროსი შვილები.
პრეტენდენტი თავიდან მოწაფის სტატუსს ღებულობს. როდესაც ყვავების მოვლას ისწავლის, მოწაფეს სრულ სიბნელეში აკლდამაში კეტავენ, ობსიდიანის ჩამქვრალ სანთელს უტოვებენ და დილამდე სანთლის ანთებას ავალებენ. სინამდვილეში, სანთელის ანთება შეუძლებელია. ეს მხოლოდ რიტუალია, რომელმაც მოწაფეს უნდა ასწავლოს, რომ ცოდნა ისეთივე ფაქიზია, როგორც ობსიდიანის სანთელი, მაგრამ ამავე დროს ისეთივე საშიშია, როგორც ობსიდიანის სანთლის ბასრი წახნაგები. ამ რიტუალის შემდეგ, მოწაფე კანდიდატი ხდება და მეისტერის აღთქმას დებს.
აღთქმის შემდეგ იწყება სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლა. თითოეული მეცნიერების სრულყოფილად დაუფლების შემდეგ, მეისტერი შესაბამისი მეტალის რგოლს ღებულობს, რომელსაც მთელი ცხოვრება კისერზე ყელსაბამად ატარებს. ნებისმიერ მეისტერს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია განაცხადოს, რომ სწავლის გაგრძელება აღარ სურს და განაწილება მოითხოვოს. მაგრამ რაც უფრო მეტი აქვს მეისტერს რგოლი, მით უფრო უკეთეს ოჯახში აღმოჩნდება და მით უფრო მეტი პატივით ისარგებლებს.
მეისტერების ორდენის ციტადელს განაგებს კონკლავი, რომელიც არქიმეისტერებისაგან შედგება და სენეშალი თავმჯდომარეობს. სენეშალს არქიმეისტერებისგან ირჩევენ 1 წლის ვადით. კონკლავი ასევე ირჩევს დიდ მეისტერს(Великий Мейстер), რომელიც მეფის მთავარი მრჩეველის(დიდი მეისტერი პიცელი) მოვალეობას ასრულებს. არქიმეისტერი ხდება ისეთი მეისტერი, რომელიც ერთ რომელიმე დისციპლინაში დიდ სიმაღლეებს აღწევს. არქიმეისტერად გახდომისას მეისტერი იღებს არქიმეისტერის ნიღაბს, ბეჭედს და ჯოხს. კონკლავის მოვალეობაში შედის წელიწადის დროთა ცვლილებების შესახებ მეფისა და ლორდების ინფორმირება და სხვადასხვა სეზონის ხანგრძლივობის შესახებ პროგნოზების გაკეთება, რათა ვესტეროსის მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სამუშაოების დაგეგმვა და ზამთრისთვის მომზადება შეძლოს.
მეისტერის ყელსაბამში სულ 15 რგოლი შეიძლება იყოს. ყელსაბამის თითო რგოლი მესტერის მიერ თითო დაუფლებული დისციპლინის სიმბოლოა. სამწუხაროდ, IV წიგნის ჩათვლით ყველა დისციპლინა არ არის ცნობილი.
თუჯი - ყვავების მოვლის ხელოვნება;
ლატუნი -
ბრინჯაო - ასტრონომია;
სპილენძი - ისტორია;
ოქრო - ფინანსები, ეკონომიკა;
რკინა - სამხედრო ინჟინერია;
ტყვია -
მქრალი ფოლადი (Dim Steel) - მჭედლობის ხელოვნება;
კალის და ტყვიის შენადნობი -
პლატინა -
წითელი ოქრო -
ვერცხლი - მედიცინა;
ფოლადი -
კალა -
ვალირიული ფოლადი - მაგია და მისტიკა - უმაღლესი ხელოვნება.
მაგიასა და დრაკონებს შორის მისტიური კავშირის არსებობის გამო დრაკონების გადაშენების შემდეგ ვესტეროსში მაგია გაქრა. ამიტომ მეთხუთმეტე რგოლს მთელს ვესტეროსში მხოლოდ რამდენიმე მხცოვანი მეისტერი ატარებს. ესენი არიან კედლის მეისტერი ეიმონი(ტარგარიენი), არქიმეისტერი მარვინ მაგი და ვინტერფელის მეისტერი ლუვინი. რობერტ ბარათეონის მეფობის დროს მეისტერები უკვე უარყოფითად იყვნენ განწყობილი მაგიის მიმართ, რადგან ამ დისციპლინის დაუფლების უნარი და საშუალება უკვე აღარ გააჩნდათ. ვესტეროსში ჭორიც კი დადიოდა, რომ თითქოს ბოლო დრაკონი მეისტერებმა მოწამლეს.
მაგიისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ციტადელში ინახება ობსიდიანისგან დამზადებული 4 მაგიური ვალარიული სანთელი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერ მანძილზე ნებისმიერი მოვლენის დანახვა, საუბარი სხვა ადამიანთან თუ მასაც აქვს ასეთი სანთელი და სხვა ადამიანების სიზმრების დანახვა და მართვაც კი.
მეისტერები შავ ყვავებთან ერთად, ციტადელში ზრდიან ალბინოს ყვავებსაც. მათ ცალკე ინახავენ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ. მაგალითად, როდესაც წელიწადის ერთი დროის მეორეთი შეცვლის შესახებ ატყობინებენ ვესტეროსის წარჩინებულ ოჯახებს.
***
ბასტარდები - bastards
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბასტარდები - bastards
ვესტეროსის კეთილშობილ ოჯახებში ბასტარდების ყოლა ჩვეულებრივი ნორმა იყო, რთული საპოვნელია საგვარეულო, რომლის ლორდსაც ერთი ბასტარდი მაინც არ ჰყავდა. ამავე დროს, ითვლებოდა, რომ ბასტარდები სიცრუის და ცოდვის შვილები არიან და მხოლოდ ცუდი მოაქვთ. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ბასტარდების რაინდად კურთხევა ნებადართული იყო. ასევე ნებადართული იყო მათი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაც. მაგალითად, კოტტერ პაიკი ღამის გუშაგების ერთ-ერთი კოშკის მეთაური იყო, აურონ უოთერსი მცირე სამეფო საბჭოს წევრი და ა.შ.
ბასტარდების უფლებები
უკანონოდ დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, კეთილშობილი მშობლისგან შორს იზრდებოდნენ. მშობელს უფლება ჰქონდა საერთოდ არ მოეკითხა თავისი ბასტარდი და ამის გამო მას არავინ განსჯიდა. თუ ბასტარდის ორივე მშობელი კეთილშობილი ოჯახიდან იყო, ბასტარდი დაბალი წარმოშობის ადამიანად არ ითვლებოდა. მაგრამ მამის გვარზე და მემკვიდრეობაზე პრეტენზიის უფლება მაინც ვერ ექნებოდა.
მშობლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბასტარდის კანონიერ მემკვიდრედ გამოცხადება. ეს მხოლოდ მეფის საგანგებო ბრძანებით ხდებოდა. ასეთ შემთხვევაში ბასტარდი მამის გვარს იღებდა და მისი კანონიერი მემკვიდრე ხდებოდა. თუ ლორდს რამდენიმე მემკვიდრე ყავდა, კანონიერად აღიარებული ბასტარდი მემკვიდრეების სიის ბოლოში იწერებოდა. ასეთი მემკვიდრე მხოლოდ მაშინ ხდებოდა ლორდი, თუ მის ლორდ მამას მის გარდა სხვა მემკვიდრე(სამხრეთში როგორც ასული, ისე ძე, ჩრდილოეთში - მხოლოდ ძე) არ ჰყავდა. მემკვიდრედ ქცეულ ბასტარდს საგვარეულო გერბზე ფერები უნდა ამოეტრიალებინა. მაგალითად, ტარგარიენების გერბი შავ ფონზე წითელი სამთავიანი დრაკონი იყო, მათი კანონიერი ბასტარდების - შავი სამთავიანი დრაკონი წითელ ფონზე.
ეიგონ IV(უღირსი) ტარგარიენმა სიკვდილის წინ თავისი მრავალრიცხოვანი ბასტარდები ყველანი კანონიერად გამოაცხადა. ანუ, თითოეულმა მათგანმა ტახტზე მემკვიდრეობითი უფლებები მიიღო, რასაც რამდენიმე აჯანყება(ბლეკფაირების ორი აჯანყება) და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი(ცხრა გროშიანი მეფეების ომი) მოყვა.
გვარები
ბასტარდების ცნობა გვარით იყო ადვილი. რადგან მათ მამის გვარის ტარების უფლება არ ჰქონდათ, ვესტეროსის შვიდივე ყოფილ სამეფოში ადგილობრივი გოგრაფიული ან კლიმატური პირობების გათვალისწინებით აძლევდნენ მოგონილ გვარებს. მაგრამ ბასტარდისთვის ასეთი გვარის ტარება სავალდებულო არ იყო. ლორდს ნებისმიერი სხვა მოგონილი გვარის მიცემაც შეეძლო თავისი ბასტარდისთვის. ეს გვარები უფრო ტრადიცია იყო.
Snow (თოვლი) - ჩრდილოეთში სტარი, კარსტარკი, ბოლტონი, ამბერი, მორმონტი, კასელი და სხვ.
Stone (ქვა) - არენების დაბლობში - არენი, ბეილიში, ბელმორი, როისი, ჰარდინგი და სხვ.
Storm (ქარიშხალი) - ქარიშხლიანი მიწებზე - ბარათეონი, დონდარიონი, სვანი, სელმი, სივორტი, კონინგტონი და სხვ.
Rivers (მდინარე) - მდინარეების მიწებზე ტალი, ფრეი, ბლეკვუდი და სხვ.
Flowers (ყვავილი) - ზეგანი - ტირელი, ამბროზი, ფლორენტი, ლიჩესტერი და სხვ.
Pyke (პიკი) - რკინის კუნძულებზე - გრეიჯოი, ვინჩი, ბოტლი, ჰარლოუ და სხვ.
Hill (ბორცვი) დასავლეთის მიწები - ლანისტერი, ვესტერლინგი, კრაკენჰოლი და სხვ.
Sand (ქვიშა) - დორნი - მარტელი, აირონვუდი, ბლეკმონტი, ალირიონი და სხვ.
Waters (წყალი) - დრაკონის ქვის კუნძული და სამეფო მიწები - ტარგარიენი, შემდეგ ბარათეონი, ბაიუოთერი, მაკველი, ბლაუნტი და სხვ.
ამ გვარების მიცემისას ითვალისწინებდნენ ბასტარდის დაბადების ადგილს და არა მამის წარმომავლობას. მაგალითად, რობერტ ბარათეონის ერთი ბასტარდი გვარად შტორმი იყო, მეორე - სტოუნი. ბასტარდების ქორწინების შემთხვევაში მათ შვილებსაც მამების გვარი უნდა მიეღოთ.
***
დრაკონები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დრაკონები
გიგანტური ზომის უძველესი მაგიური არსებები. ეიგონ ტარგარიენმა სწორედ თავისი 3 დრაკონის დახმარებით მოახერხა ვესტეროსის დაპყრობა. პირველივე ბრძოლაში, ალისფერ ველზე, მისი 5 000-იანი არმია ვესტეროსის მეფეების 50 000-იან არმიას შეუშინდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა, მაგრამ დრაკონებზე ამხედრებულმა ეიგონმა და მისმა ორმა დამ ციდან შეუტიეს მტერს და 10 000-მდე მეომარი დრაკონების ერთი ცეცხლოვანი ამოსუნთქვით გადაბუგეს და ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ამის შემდეგ, ვესტეროსში დრაკონები ძალაუფლების მაგიურ სიმბოლოებად იქცნენ. ვინც დრაკონებს ფლობდა, ის ვესტეროსს მართავდა.
საერთოდ, ფენტეზის კანონებით დრაკონები ოთხფეხა არსებებია, ორფეხას კი ვივერნებს უწოდებენ, მაგრამ მარტინის დრაკონები სქელი ქერცლით დაფარული ორფეხა არსებებია. გრძელი კუდით, ასევე გრძელი ფრთებითა და გრძელი კისერით, პატარა თავზე რქებითა და კუდიდან კისრამდე დაკბილული რქოვანი წამონაზარდებით. ქერცლი სხვადასხვა ფერისაა. მაგალითად, გადმოცემის მიხედვით, ეიგონ დამპყრობელის სამივე დრაკონი სხვადასხვა ფერის იყო - ბალერიონი(იგივე "შავი ძრწოლა") - შავი, ვჰაგარი - მწვანე და მერაკსესი - თეთრი.
დრაკონების ძვლები და ჩონჩხი შავი ფერისაა, რადგან ვალარიულ ლითონს ე.წ. "უმაღლეს რკინას" შეიცავენ. ამის გამო, მათი ძვლები დიდად ფასობდა ესოსსა და ვესტეროსში. დოთრაკიელები მათგან საუკეთესო ხარისხის მშვილდებს ამზადებდნენ, რომლებიც ბევრად ჯობნიდა ხისას.
დრაკონებს ხახიდან ცეცხლის გამოფრქვევის უნარი აქვთ. მათი ცეცხლი, ე.წ. "დრაქარის"(ვალარიულ ენაზე) იმდენად მწველია, რომ ქვას და ნებისმიერ ლითონსაც ადნობს. სწორედ დრაკონების ცეცხლით შეადუღაბა ეიგონ დამპყრობელმა რკინის ტახტისთვის მტრების მახვილები.
დრაკონები ვალარიაში მწყემსებმა აღმოაჩინეს 5000 წლით ადრე ეიგონის ვესტეროსში შემოჭრამდე. ადგილს, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა 14 ცეცხლი ეწოდება და ესოსის სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის წამოადგენდა უზარმაზარ მთათა კომპლექსს 14 უზარმაზარი მოქმედი ვულკანით.
მაგიაში დახელოვნებულმა ვალარიელებმა ადვილად მოახერხეს დრაკონების მოთვინიერება. ლეგენდის მიხედვით, ის ვალარიული გვარები, რომელთაც დრაკონები ჩაუვარდათ ხელში, სხვა ვალარიულ გვარებსა და ოჯახებზე ამაღლდნენ და ჯერ მთელს ვალარიაში აიღეს ძალაუფლება, ხოლო მოგვიანებით მზეობლებთან მრავალრიცხოვან ომებში გამარჯვებით, ვალარიის იმპერიის დამფუძნებლები გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი გვარი იყვნენ ტარგარიენები.
ომებს ჰისის სამეფოსთან და სხვა მეზობლებთან დრაკონების პოპულაციისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებიათ. თუმცა ჰისელები ახერხებდნენ მათ მოკვლას. დრაკონების ამოწყვეტის მიზეზი ე.წ. "საბედისწერო დღე" გახდა, როდესაც 14-მა ვულკანმა ერთდროულად ამოხეთქა და მტელი ვალარია და იმპერიის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა. იმ დღეს არა მარტო დრაკონები, არამედ ვალარიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაწყდა წარჩინებული გვარების ჩათვლით 1-2 გამონაკლისის გარდა.
ამ გამონაკლისში შედიოდნენ ტარგარიენებიც, რომლებმაც რამდენიმე ათეული წლით ადრე დატოვეს ვალარია და ვესტეროსის სიახლოვეს, მოგვიანებით დრაკონის ქვად წოდებულ კუნძულებზე დაბინავდნენ. მათ მხოლო 3 დრაკონი შემორჩათ, რომელთა მეშვეობითაც დაიპყრეს კიდეც ვესტეროსი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კატასტროფას მხოლოდ 3 დრაკონი გადაურჩა, რადგან დეინერისმა საქორწილო საჩუქრად დრაკონის 3 კვერცხი მიიღო.
ვესტეროსში ტარგარიენების უკანასკნელი დრაკონი მეფე ეიგონ III(131-157წ.წ.) მოკვდა. დრაკონების სიცოცხლის ხანგრძლივობა არსად არაა ზუსტად ნახსენები, მაგრამ რამდენიმე მინიშნების მიხედვით გამოდის, რომ ასეულ და ათასეულ წლებს ცოცხლობდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეიგონის ყველაზე ხნიერი დრაკონი - ბალერიონი 3000 წელზე მეტის იყო და ერთ ჭამაზე მთელი ზუბრის ან მამონტის გადაყლაპვა შეეძლო. მისი თავის ქალა სამეფო სასახლის კატაკომბებში იყო შენახული და მის ხახაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხენებზე ამხედრებული და სრულიად აღჭურვილი რამდენიმე რაინდი დაეტეოდა.
უკანასკნელი დრაკონის სიკვდილის შემდეგ, ტარგარიენი მეფეები მაგიისა და სხვადასხვა სშუალებების გამოყენებით მუდმივად ცდილობდნენ შემორჩენილი კვერცხებიდან ახალი დრაკონების გამოჩეკას, მაგრამ მათი ყველა ეს ცდა წარუმატებლად მთავრდებოდა.
და ბოლოს, დრაკონებთან მისტიურად იყო დაკავშირებული ვესტეროსის და ესოსის მთელი მაგია. როგორც კი უკანასკნელი დრაკონი მოკვდა, ორივე კონტინეტზე მაგია გაქრა. მეისტერებმა, არქიმეისტერებმა, უბრალო მოხეტიალე მაგებმა - ყველამ დაკარგა მაგიური უნარები.
ლეგენდის მიხედვით, თუ დრაკონები დაბრუნდებიან, მაგიაც დაბრუნდება.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017240
· 22 May 2014, 03:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პრიზები და ნომინაციები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჟორჟი - 2014
საუკეთესო უცხოური სერიალი (დრამა) - გამარჯვებული -
სამეფო ტახტთა თამაშები
ნომინანტები:
Supernatural
Breaking Bad
The Vampire Diaries
The Walking Dead
--------
მსახიობთა გილდიის პრემია - 2014
საუკეთესო კასკადიორთა ჯგუფი სატელევიზიო სერიალში - გამარჯვებული -
სამეფო ტახტთა თამაშები
ნომინანტები:
Breaking Bad
Boardwalk Empire
The Walking Dead
Homeland
***
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
ბრაიან კრესტონი ( Breaking Bad )
ნომინანტები:
პიტერ დინკლეიჯი
სტივ ბუშემი - Boardwalk Empire
კევინ სპეისი - House of Cards
ჯეფ დენიელსი - The Newsroom
***
საუკეთესო სამსახიობო კოლექტივი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
მთელი სიმძიმით
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Boardwalk Empire
Downton Abbey
Homeland
--------
ემმი 2013
საუკეთესო დრამატული სერიალი - გამარჯვებული -
მთელი სიმძიმით
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Mad Men
Downton Abbey
Homeland
House of Cards
***
საუკეთესო მოწვეული მსახიობი დრამატულ სეროალში - გამარჯვებული -
კერი პრესტონი ( The Good Wife)
ნომინანტები:
დაიანა რიგი
ლინდა კარდელინი - Mad Men
ჯოან კიუსაკი - Shameless
ჯეინ ფონდა - The Newsroom
მარგო მარტინდეილი - The Americans
***
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
ბობი კანავალე ( Boardwalk Empire )
ნომინანტები:
პიტერ დინკლეიჯი
ჯონათან ბენქსი - Breaking Bad
ჯიმ კარტერი - Downton Abbey
მენდი პეტინკი - Homeland
აარონ პოლი - Breaking Bad
***
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
ანნა განნი ( Boardwalk Empire )
ნომინანტები:
ემილია კლარკი
კრისტინა ჰენდრიქსი - Mad Men
კრისტინ ბარანსკი - The Good Wife
მეგი სმიტი - Downton Abbey
მორენა ბაკკარინი - Homeland
--------
მსახიობთა გილდიის პრემია - 2013
საუკეთესო კასკადიორთა ჯგუფი სატელევიზიო სერიალში - გამარჯვებული -
სამეფო ტახტთა თამაშები
ნომინანტები:
Breaking Bad
Boardwalk Empire
Sons of Anarchy
The Walking Dead
--------
ოქროს გლობუსი 2012
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი მინი-სერიალში ან ტელეფილმში - გამარჯვებული -
პიტერ დინკლეიჯი
ნომინანტები:
ერიკ სოუნსტრიტი - Modern Family
გაი პირსი - Mildred Pierce
ტიმ რობინსი - Cinema Verite
პოლ ჯამატი - Too Big to Fail
***
საუკეთესო დრამატული სერიალი - გამარჯვებული -
სამშობლო
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Boardwalk Empire
American Horror Story
Boss
--------
სატურნი 2012
საუკეთესო ტელემსახიობი (მამაკაცი) - გამარჯვებული -
ბრაიან კრენსტონი ( Breaking Bad)
ნომინანტები:
შონ ბინი
მაიკლ ს. ჰოლი - Dexter
ტიმოთი ჰატონი - Leverage
ნოი უაილი - Falling Skies
დილან მაკ'დერმოტი - American Horror Story
***
საუკეთესო ტელემსახიობი (ქალი) - გამარჯვებული -
ანნა ტორვი (Fringe)
ნომინანტები:
ლენა ჰიდი
კირა სედჟვიკი - The Close
ივ მაილსი - Torchwood
მირეი ინოსი - The Killing
ჯესიკა ლენჟი - American Horror Story
***
საუკეთესო მეორეხარისხოვანი ტელემსახიობი (მამაკაცი) - გამარჯვებული -
აარონ პოლი (Breaking Bad)
ნომინანტები:
კიტ ჰარინგტონი
ბილ პულმანი - Torchwood
ჯონ ნოუბლი - Fringe
ნორმან რიდუსი - The Walking Dead
იუელ კინამანი - The Killing
ჯანკარლო ესპოზიტო - Breaking Bad
***
საუკეთესო ტელედადგმა - გამარჯვებული -
მოსიარულე მკვდრები
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Torchwood
Falling Skies
Trek Nation
Camelot
--------
ემმი 2012
საუკეთესო დრამატული სერიალი - გამარჯვებული -
სამშობლო
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Mad Men
Breaking Bad
Boardwalk Empire
Downton Abbey
***
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
აარონ პოლი (Breaking Bad )
ნომინანტები:
პიტერ დინკლეიჯი
ჯარედ ჰარისი - Mad Men
ჯიმი კარტერი - Downton Abbey
ჯანკარლო ესპოზიტო - Breaking Bad
ბრენდან კოილი - Downton Abbey
--------
მსახიობთა გილდიის პრემია - 2012
საუკეთესო კასკადიორთა ჯგუფი სატელევიზიო სერიალში - გამარჯვებული -
სამეფო ტახტთა თამაშები
ნომინანტები:
Dexter
True Blood
Southland
Spartacus: Gods of the Arena
***
საუკეთესო სამსახიობო კოლექტივი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
იატაკქვეშა იმპერია
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Dexter
Breaking Bad
The Good Wife
--------
ემმი 2011
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში - გამარჯვებული -
პიტერ დინკლეიჯი
ნომინანტები:
ჯონ სლეტერი - Mad Men
ანდრე ბროგერი - Men of a Certain Age
ჯოშ ჩარლზი - The Good Wife
უოლტონ გოგინსი - Justified
ალან კამინგი - The Good Wife
***
საუკეთესო შესავალი ტიტრები - გამარჯვებული -
სამეფო ტახტთა თამაშები
ნომინანტები:
Boardwalk Empire
Rubicon
Any Human Heart
Too Big to Fail
***
საუკეთესო დრამატული სერიალი - გამარჯვებული -
შეშლილები
ნომინანტები:
სამეფო ტახტთა თამაშები
Friday Night Lights
Dexter
Boardwalk Empire
The Good Wife
This post has been edited by
MEDS
on 25 May 2014, 11:08
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
MEDS
Brave New World
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13095
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06
#41017265
· 22 May 2014, 03:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ციტატები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"Loyal service means telling hard truth,"- დავოსი
"It's not the when o" dying that matters, It's how of It,"- იგრიტი
"Sometimes those with the most power have the least grace,"- ბაელიში
"He reminded me of my duty, when all I could think of was my rights,"- სტანისი
"Sacrifice... Is never easy, Davos. Or It is no true sacrifice,"- სტანისი
"Love is madness, and lust is poison,"- ტირიონი
"The man who fears losing has already lost."
"People often claim to hunger for truth, but seldom like the taste when it's served up."
"Fear cuts deeper than swords."
-"Can a man still be brave if he’s afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
"The things we love destroy us every time."
"Love is the bane of honor, the death of duty,"- აემონი
"We are only human, and the gods have fashioned us for love. That is our great glory, and our great tragedy."
"A reader lives a thousand lives before he dies."
"Words are like arrows. Once loosed, you cannot call them back."
"In a room sit three great men, a king, a priest, and a rich man with his gold. Between them stands a sellsword, a little man of common birth and no great mind. Each of the great ones bids him slay the other two. 'Do it,' says the king, 'for I am your lawful ruler.' 'Do it,' says the priest, 'for I command you in the names of the gods.' 'Do it,' says the rich man, 'and all this gold shall be yours.' So tell me- who lives and who dies?"
-"Always keep your foes confused. If they are never certain who you are or what you want, they can't know what you are like to do next. Sometimes the best way to baffle them is to make moves that have no purpose, or even seem to work against you. Remember that, Sansa, when you come to play the game."
-"What... What game?"
-"The only game. The Game Of Thrones."
Varys: “I did what I did for the good of the realm.”
Littlefinger: “The realm? Do you know what the realm is? It’s the 1000 blades of Aegon’s enemies, the stories we agree to tell each other over, and over, until we forget that it’s a lie.”
Varys: “And what do we have left, once we abandon the lie? Chaos. A gaping pit waiting to swallow us all.”
Littlefinger: “Chaos isn’t a pit. Chaos is a ladder. Many who try to climb it fail and never get to try again. The fall breaks them. And some are given a chance to climb, but they refuse. They cling to the realm, or the gods, or love. Illusions. Only the ladder is real. The climb is all there is.”
წინა თემები:
პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე
მეხუთე
მეექვსე
მეშვიდე
მერვე
მეცხრე
მეათე
მეთერთმეტე
მეთორმეტე
მეცამეტე
მეთოთხმეტე
მეთხუთმეტე
წინა თემის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
[b]macivarimoxvdatavshi - 116
LucasArt - 96
@lex - 93
marimari11 - 84
MEDS - 80
ჩარლი - 77
MIRAGE2000 - 75
Dzigo - 56
Hadesa - 46
Ar-Pharazôn - 45
This post has been edited by
MEDS
on 22 May 2014, 04:00
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სერიალები
|
იქით
»
Pages:
(109)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1980 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.