#62142758 · 25 Jun 2025, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით რაღაც ისეთია მსაფიქრებელი რაც ოპოზიციის მომხრეებს, ქოცნების მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ მთავრობით უკმაყოფილო ხალხს გააერთიანებს.
ან მარკეტინგულად მივუდგეთ და დავყოთ სეგმენტებად ან რაიმე გენიალურით გავაერთიანოთ. გენიალურის მოფიქრების იმედი მაქვს თუმცა არ ვიცი როდის იქნება ამიტომ რაიმე პრაქტიკულია მოსაფიქრებელი.
1. პენსიონერებმა რომ გააპროტესტონ თავიანთი სავალალო მდგომარეობა არ უნდათ? მოითხოვონ უფასო მედიკამენტები 1000%იანი სამედიცინო დაზღვევა და ყველაფერი ის რაც აწუხებთ მაგრამ არავინ რომ არ წუხს ამ ყველაფერზე. 2. პროფესიული კავშირი რომ რაღაც საცოდაობაა ჩვენთან კი ვიცით მაგრამ რატომ ხდება ასე რომ მარტო ტაქსის მძღოლები და კურიერები თუ აწყობენ საპროტესტო აქციებს? აი მაგალითად პოლიციელების ოჯახის წევრებმა რომ მოითხოვონ პოლიციელების ხელფასების გაზრდა, ღირსეული დაზღვევა,საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ა.შ რა მოხდება? 3. ....კიდევ მაქვს იდეები მაგრამ თქვენც დადეთ თქვენი აზრები თუ არ გერიდებათ ან თუ არ გეშინიათ
--------------------
მოგიდღანთ სოფლის ბოლო!
კულტურა მოკლეს©რადიო 105
|