პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით, ვინც გამოეხმაურა ამ პოსტს, ჩააბარა სისხლი, გაავრცელა ინფორმაცია, ან უბრალოდ პოსტი აწია.
აქვე ვავრცელებ ირაკლის მამის თხოვნას დახმარების შესახებ და ვისაც გაქვთ საშუალება და სურვილი თქვენი წვლილი შეიტანოთ ირაკლის გადარჩენაში (სისხლით, ან სხვა ფორმით) გთხოვთ გამოეხმაუროთ.
"მოგმართავთ უკიდურეს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მშობელი და გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენაში.
ჩემს ვაჟს, 17 წლის ირაკლი ხალაძეს, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე–12 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, აღმოაჩნდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მძიმე ფორმით. იგი 2014 წლის 13 თებერვლიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
მკურნალობის ამ ეტაპზე მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მეოთხე, რეზუს დადებითი იშვიათი ჯგუფის სისხლის გადასხმა, ხოლო მის გადასარჩენად საჭიროა ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება საზღვარგარეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი შვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ ირაკლის სიცოცხლის გადარჩენაში."
ირაკლის ხალაძის დახმარების საკონტაქტო ტელეფონები
და საბანკო რეკვიზიტები
1) საკონტაქტო ტელეფონები სისხლით დახმარების საკითხზე:
- 577 50 15 73 ნოდარი
- 592 57 55 85 მზია
2) საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: ხალაძე ნოდარი
ა) მიმღების ბანკი: „საქართველოს ბანკი“
მიმღების ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: № GE28BG0000000790996700
ბ) მიმღების ბანკი: „თიბისი ბანკი“
მიმღების ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: № GE87TB7004000365100005
გ) მიმღების ბანკი: „ლიბერთი ბანკი“
მიმღების ბანკის კოდი: LBRTGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: № GE58LB0711115898339000
This post has been edited by mmb on 12 Mar 2014, 16:07