შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას და აქ არავინ ხმას არ იღებს....
http://sportall.ge/mtavari/preskonferencia...lton-heigs.htmlდაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
კითხვები 25 მარტამდე მიიღება
კითხვა არ უნდა აღემატებოდეს 30 სიტყვას. სხვა შემთხვევაში, რედაქცია კითხვის შემოკლების უფლებას იტოვებს**********************

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2014 წლის ერთა თასის გამარჯვებული გახდა და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე სასურველ C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, ტონგა, არგენტინა და აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებული იქნება.
ამ წარმატებაში კი, მორაგბეებთან ერთად, უდიდესი წვლილი მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგსაც მიუძღვის.
ახალზელანდიელი სპეციალისტი "ბორჯღალოსნებს" 2011 წლის ბოლოდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა სამი ერთა თასი მოიგო (2012/13/14 წლებში).
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს.
This post has been edited by giorgi77 on 18 Mar 2014, 22:07
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"