მოკლედ ეს არის გუნდური თამაში რომელიც მოითხოვს აზროვნებას და სისწრაფეს.
თამაშში მონაწილეობს 4 კაცი, თითოეულს აქვს გამოყოფილი თავისი კუთხე სადაც ასრულებენ დავალებებს.
ეს ყველაფერი ხდება ერთ გვერდზე ონლაინში, სადაც 4ივეს მაუსი ჩანს ფერებად.
როდესაც ერთერთი მოთამაშე დავალებას შეასრულებს იგი დროს აძლევს საათის ისრის მიმართულებით მყოფ მოთამაშეს, ესეიგი თუ შენ დრო დაგიმთავრდა ეს შენი ბრალი კიარა შენს წინ მყოფი მოთამაშის ბრალია, რადგან საკმარისი დრო არ მოგცა
თამაში კი გრძელდება დაუსრულებლად, მარა გარწმუნებთ 5 წუთის შემდეგ არის ძალიან ძნელი
მოკლედ ითამაშეთ და თქვენთითონ მიხვდებით

ჩემი რუმი
http://team.forsvarsmakten.se/english/#/private/8dQQW063bh ეს თემა ადრეც იყო, 80 გვერდამდე ავიდა მგონი მარა ახლა ვერ ვიპოვე..
პს. ძველი რეკორდია 7 წუთამდე
ყვითელი მაუსი მე ვარ

ვინც ელოდებით და არ გიხსნით
ერთი 5 წუთი დაელოდეთ, ჩატვირთვა ჭირდება.. შემდეგ რაღაც წკარუნის მსგავსს გაიგონებთ ესეიგი ივსება.. ნუ თქვენ ისეთი ინტერნეტი გაქვთ 2 წუთში მოთავდება.. ჰოდა იმედია ეგრევე ჩემს რუმში გადმოგაგდებთ
1ხელ რო ჩატვირთავთ, სხვა რუმებს ეგრევე გაგიხსნით
This post has been edited by ვუნდერკინდი on 22 Nov 2012, 22:14