მე ზუსტად არ ვიცი და ვინმე მორწმუნის ან მღვდლის მოსაზრება არ მაინტერესებს... რამე ოფიციალური პოზიცია თუ არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნებ იცოდეთ?
1) მაგალითად აღიარებს თუ არა მართლმადიდებლობა ევოლუციას? (ადამიანს არ ვგულისხმობ) აი მაგალითად არის მოსაზრება რომ ვეშაპი ოთხფეხა ცხოველი იყო რომელიც მიწაზე დარბოდა მერე კი ოკეანეში გადაბარგდა... ასეთი თეორია ქრისტიანულად მისაღებია თუ ეგ ვეშაპი ღმერთმა შექმნა და თავიდანვე წყალში იყო?

2) იგივე დიდი აფეთქების თეორია რომაა ამბობენ მაგის მერე კოსმოსურმა მტვერმა მიიზიდა ერთმანეთი (მილიონობით წლების განმავლობაში) და ეგრე ჩამოყალიბდა ვარსკვლავებიო ამას მართლმადიდებლობა აღიარებს თუ ყოველგვარი მიზიდვების გარეშე ღმერთმა პირდაპირ შექმნა პლანეტები?

3) ასევე ამბობენ რომ აღმოჩენილია სხვადასხვა ჩონჩხებიო მაგალითად ნეანდერტალელების ან ჰომო ერექტუსების ესენი ადამიანები არიან თუ ცხოველები?
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა