გაითვალისწინეთ რომ ამ ფორუმს მტერიც კითხულობს!...
ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს ფორუმი ერთგვარი პულსია ხალხის განწყობისა!...
არც პროვოკატორების და პანიკის დამთესავების შემოსევა გამოვრიცხოთ!...
ისეთს, ნურაფერს დაწერთ (პანიკის, შიშისაგან აყვანილები თუ როგორც დიდი ექსპერტები) რაზეც მტერს შეიძლება არც კი უფიქრია და ამ დროს აქაური განწყობა ჩაუსახავს იმის იმედს რომ თურმე შესაძლებელია იმაზე მეტი წაიღოს/გააკეთოს რაც უკვე წაიღო ან დაუგეგმია!..
ასე რომ, ამ დროს პანიკა კი არა, მობილიზება გვჭირდება ახლა ყველას, დიდსა თუ პატარას!!!...
იმაზე მეტი მობილიზება, ვიდრე ეს აგვისტოს ომამდე არსებობდა/გვქონდა.
მაშინ, აგვისტოს ომში ყველა (უმრავლესობა მაინც) იმ ტალღაზე ვიყავით მომართული რომ ჩვენი ძლევამოსილი მხედარმთავარი ცხინვალში შეგვიძღვებოდა... და განწყობას შესაბამისი გვქონდა (გამარჯვებულის)....
ახლა კი ყველანი ვხვდებით/ვგრძნობთ რომ საქმე არც ის მარტივადაა, როგორადაც მოგვაჩვენეს, მოგვატყუეს (დასავლეთით დაიმედებულები) და ამიტომაც სწორედ ახლა ყველამ ერთად (ერმა და ბერმა) უნდა შევიკრათ და დავდგეთ ერთად მოსალოდნელი საფრთხის მოსაგერიებლად, ან მეტნაკლებად გასანეიტრალებლად!.... მტვერში მხოხავებს დავცინით და მასზე მეტს ნუ ვიხოხებთ... წინასწარ...
ნურც თხუნელასავით მოვიქცევით...
This post has been edited by Lаki on 19 Mar 2014, 11:21
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3