#40257846 · 19 Mar 2014, 10:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ დღეს დილით ადრე საცურაოდ "არენაზე'' მივდიოდი და გზაზე თამარაშვილის ქუჩის ასახვევზე სადაც ყვავილები იყიდება ლამაზი მოვლილი პატარა ძაღლი შემხვდა, პური დავუგდე და არ შეჭამა სამაგიეროდ წამომყვა თან სულ თამაშ თამაშით და როცა საცურაოდ შენობაში შევედი გარეთ გაჩერდა და მელოდებოდა, გამოსვლისას უკან წამომყვა. ვგრძნობდი რომ არ დამანებებდა თავს და ერთი ორჯერ დავუყვირე მაგრამ მაინც არ დამანება თავი . რაონში რომ მივდიოდე დიდი სიამოვნებით წავიყვანდი მაგრამ თან 30 წუთში სამსახურში ვიყავი მისასველი სადაც ერთ წუთ დაგვიანებასაც არ გვპატიობენ. ბოლოს ავტობუსში ამოვედი და იპოდრომის გაჩერებაზე მომაჩერდა არ უნდოდა რომ დამეტოვა. იმის მერე სულ იმ ძაღლზე ვფიქრობ. ხვალ ძაან ადრე წავალ საცურაოდ და თუ იქ იყო ისევ. პ.ს დედალი იყო და ხომ შეიძლება მაგის გამო მიატოვეს ქუჩაში ანდა დაიკარგა
|