დღეისათვის ნათლად ჩანს თუ რა შეუძლიათ დაუპირისპირონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, რუსეთს, ჯერჯერობით სერიოზული არაფერი.
შესაბამისად,
კიდევ ერთხევ ვრწმუნდები, გაზპრომს მიყიდული ბრაიზასა და მაილსის სიტყვების სიმართლეში.
კერძოდ,
იცოდნენ რა რეალურად რისი თავიც ქონდა ამერიკას, როგორც ისინი ამტკიცებენ, დაჟინებით აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციებს და რაიმე ავანტურა არ წამოეწყო.
სააკაშვილის ქმედებებზე, აღარ ვისაუბრებ.
ან რა სასაუბროა ბავშვზე, რომელსაც სავსე ასანთის კოლოფს დაუტოვებ და სახლის კარებს გარედან ჩაუკეტავ?
შედეგი ხომ ისედაც ცნობილია?
სასაუბრო, ჩვენ დიდ მოკავშირეებზე, აშშ-სა და ევროპაზე უფროა, რომლებმაც უკვე თვეობით გაგრძელებული უკრაინული კრიზისის განმავლობაში, მნიშვნელოვნად ვერც ნავთობის ფასი დააგდეს, ვერც რუბლი გააუფასურეს და რაც ყველაზე სამარცხვინოა, რუსეთის G8-დან გასარიცხადაც კი ერთი ადგილი არ ეყოთ და ოდენ წევრობის უფლება შეუჩერეს.
შესაბამისად,
რუსეთი არა მარტო ყირიმს ინარჩუნებს, არამედ ამერიკას ენას უყოფს, ეჯღანება და ალასკის დაბრუნებაზეც ღლიცინებს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ივანიშვილის მიერ გაჟღერებული იმ ფრაზის სისწორეში, სადაც ის საქართველოს გლობალური მოთამაშიდან (ან კი ასეთი როდის ვყოფილვართ?) ოდენ რეგიონალური პრობლემებით დაკავებული სახელმწიფოდ ჩამოლაბორანტებისკენ მოგვიწოდებდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, რუსეთთან გლობალურ პოლიტიკას და „პრავების კაჩავს“, ისეთი ზესახელმწიფოც ვერ ახერხებს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ საერთოდ ვის დავკარგივართ?
ამიტომ, სასაცილოა, ნაცების ტრუსიკიდან ამოხტომები - ხიხომ რავა აკადრა მარსზე კოსმონავტის გამშვებ ქვეყანას, ოდენ რეგიონალური პრობლემებით დაკავებაო..

წყნარად, ვიყოთ.
ჩვენთვის ვიჩირთიფირთოდ, ვაწარმოოთ ბალანსირების პრაგმატული პოლიტიკა და შეიძლება ტერიტორიების ის 80% მაინც შევინარჩუნოთ, რაც სააკაშვილს გადაურჩა.
ისევ ჩინეთის იმედი მაქვს.
როცა იქნება ხალხთა ერთ საპრყობილეს, მეორე საპყრობილე დაშლის და იქნებ ამით ჩვენც ვიხეიროთ...
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...