#40857528 · 8 May 2014, 04:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ არც აინტერესებთ მაგათი განეიტრალება, თორემ რა პრობლემა იქნებოდა დასავლეთისთვის. როგორც ჩანს რაღაც სარგებელს ნახულობენ ამ არეულობებით - სუსტი ქვეყანა, უკიდურესად კორუმპირებული ხელისუფლება, რესურსების ჩალის ფასად ზიდვა... კოლონიალიზმი არ დასრულებულა, უბრალოდ სხვა ფორმა მიიღო. ოფიციალურად დამოუკიდებლები არიან ეს ქვეყნები, მაგრამ რეალურად, ამდენი გადატრიალებების და ბოკო ჰარამის მსგავსი დაჯგუფებების წყალობით "ყოფილი"(?) მეპატრონეები ჩვეულებრივად ინარჩუნებენ კონტროლს და იღებენ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს.
|