
Welcome To The Dramaland.... "დრამალენდი" ესე ჰქვია კორეული სერიალების სამყაროს რომელში მოგზაურობისთვისაც უკვე მესამე თემას ვხსნით

თუ წინა თემის აქტიური სტუმარი იყავით უკვე გეცოდინებათ , თუ ახალი ხართ და ეხლა იწყებთ დრამალენდში მოგზაურობას მაშინ შეგახსენებთ : დრამალენდი რადიკალურად განსხვავებული სამყაროა ბრაზილიური საპნის ოპერებისა და ამერიკული სერიალებისგან... ეს არის ვირტუალური სამყარო სადაც ნებისმიერი დრამების მოყვარული თუ არამოყვარული ხვდება აზიური სატელევიზიო დრამების ყურების დროს....
ალბათ ხშირად შეგინიშნავთ და გაგიგონიათ როგორ მიმართავენ ამათუიმ კორეელ მსახიობსა თუ მომღერალს "ჰალიუ სთარ"... ეს ნიშნავს რომ მის კარიერულ წინსვლასთან ჰალიუს პერიოდი ასოცირდება...
90 -იანი წლების მეორე ნახევრიდან კორეული კინოინდუსტრიასა და ზოგადად ქვეყანაში ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზე წინსვლის წლებია , რასაც მოჰყვა კორეული კულტურის მასიური გავრცელება აზიასა და მოგვიანებით ევროპაში , ამ მოვლენას პირველად პეკინელმა ჟურნალისტებმა უწოდეს
Hallyu ანუ კორეული ტალღა.
კორეული ტალღის მნიშვნელოვანი ასპექტები მაინც კორეული დრამები და K-pop გახდა. განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა კორეულმა დრამებმა იაპონიაში , ჩინეთში , აზიის სხვა ქვეყნებში ასევე ევროპასა და ამერიკაში. ბოლო წლები კორეული კომპანიები აქტიურად იყენებენ ამ მხრივ სოციალურ ქსელებს და YouTube-ს .
ბევრი კრიტიკოსი და ექსპერტი წინასწარმეტყველებდა ჰალიუს სწრაფ დასასრულს , თუმცა 2011 წლისათვის კორეული კულტურის ექსპორტმა რამოდენიმე მილიარდი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან რათქმაუნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ. კორეული კულტურა ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს, ზოგადად ჰალიუმ განვითარების რადიკალურად განსხვავებულ ახალ საფეხურზე გადაიყვანა ტურიზმი კორეაში. სხვადასხვა კორეული სააგენტოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ საკმაოდ აქტიურად ხდება კორეული ტელეშოუების, დრამებისა და პოპმუსიკის გამოყენება ქვეყნისადმი ინტერესის უფრო მეტად გაზრდის კუთხით.
Dong Bang Shub Ki (DBSK) ზედიზედ ორჯერ შევიდა გინესის რეკორდების სიაში 2008 და 2009 წლებში როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბის მქონე ჯგუფი. მათ ფანკლუბში 800000 ოფიციალური წევრი ირიცხებოდა იმ ეტაპისთვის.
ჩინეთი , ტაივანი , ჰონკონგი პირველი კორეული ტალღის დარტყვის ქვეშ ჩინეთი მოჰყვა. 2006 წლისათვის კორეული შოუები და დრამები უფრო ხშირად გადიოდა ჩინურ არხებზე ვიდრე ყველა სხვა საერთაშორისო პროექტი ერთად აღებული.
ტაივანში იმდენად დიდი იყო მოთხოვნა კორეულ დრამებზე რომ შეიქმნა სპეციალური არხები მათი ტრანსლიაციისთვის. TVB-მ ჰონკონგში სპეციალური ახალი არხი შექმნა რომელიც მხოლოდ კორეულ დრამებს უჩვენებდა. მალე ტაივანსა და ჰონკონგში კორეული დრამები და პოპმუსიკა იმდენად პოპულარული გახდა რომ შემოქმედებითი და კულტურული კრიზისი გამოიწვია , რამაც აიძულა ხელისუფლება შეეზღუდა მათი იმპორტი.
კორეულმა ტალღამ ინდონეზიასა და ნეპალშიც კი ჩააღწია. ახლოაღმოსავლეთში სპეციალური არაბული არხი კორეა-TB მაუწყებლობს რომელიც კორეულ დრამებს უჩვენებს.
იაპონიაიაპონიაში კორეული კულტურის მასიურად გავრცელების წყარო კორეული დრამები გახდა, კერძოდ სატელევიზიო დრამა Winter Sonata. აქცენტი საშუალო ასაკის მაყურებელზე გაკეთდა.
რათქმაუნდა ჰალიუ სერიოზული კრიტიკის საგანიც გახდა. 2011 წელს აგვისტოში იაპონიაში მთელი რიგი დემონსტრაციები მოეწყო. 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა ტოკიოში Fuji Television –ის წინ რომლებიც მოითხოვდნენ ამოეღოთ სატელევიზიო ბადიდან კორეული დრამები.
ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკა..ჩრდილოამერიკული ჰალიუ შედარებით უხრო ახალგაზრდაა და ციფრულ ეპოქასთან ერთად გავრცელდა K-pop-სა და დრამების მეშვეობით.
სოციალური ქსელების facebook, YouTube , Twitter -ის დახმარებით კორეულმა ტალრამ ამერიკას მიაღწია. BoA , Se7en , Wonder Girls , JYJ – ჰქონდათ მცდელობა ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრების და თითოეულმა მათგანმა თავის წილ წარმატებას მიაღწია კიდეც.
კორეელი კინომსახიობი Rain (რეინ) ამ ეტაპზე აქტიურად ცდილობს ამერიკულ კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას, ამ მხრივ უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია პოპულარულმა კორეელმა მსახიობმა Lee Byung Hun-მა. ბოლო პერიოდში ჰოლივუდთან თანამშრომლობს რამოდენიმე ცნობილი კორეელი რეჟისორიც. აქტიურად მუშაობს კორეაში ძალიან პოპულარული პოპჯგუფი 2NE1 თავის ამერიკულ ალბომზე.
კორეული კომპანიები საკმაო ინტერესს იჩენენ ჩრდილოამერიკული ინტერნეტსაიტების მიმართაც Dramafever , Dramacrazy, crunchyroll, Hulu აქტიურად უჩვენებენ კორეულ დრამებსა და კორეულ შოუებს. კორეულმა Enswers – მა კი ახალი საიტი soompi.com ჩაუშვა წარმოებაში , რომელიც რათქმაუნდა კორეულ პოპ კულტურას ეთმობა.
ევროპაევროპაშიც საკმაოდ დიდია კორეული კულტურისადმი ინტერესი. 2011 წელს პარიზში K-pop ფანებმა ფლეშმობი მოაწყვეს Super Junior-ის და სხვა კორეული პოპულარული ჯგუფების კონცერტის მოთხოვნით. SM Entertainment-მა უყურადღებოდ არ დატოვა ფანების მოთხოვნა და პარიზში საკონცერტო დარბაზ ზენიტში 14000-ზე მეტი მსმენელი შეიკრიბა საყვარელი კპოპ ჯგუფის კონცერტზე რომლის ბილეთებიც სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა.
2011 წელს 2NE1-ს სინგლმა I am the best პირველი ადგილი დაიკავა გერმანული არხის VIVA-ს ჩარტებში. პირველი სამი ადგილი 2NE1 –მ , MBLAQ-მა და Beast-მა გაინაწილეს.
კორეული პოპკულტურა საკმაოდ პოპულარულია რუსეთშიც. უახლოეს წარსულშუ რუსეთში გასტროლებზე პოპულარული ბოიბენდი Shinee იმყოფებოდა.
...........

ეხლა გავეცნოთ წინა თემის ნაშრომ-ნაღვაწს:
კორეული სერიალები Vol. 2 წინა თემის ტოპ ათეული Unico 282
wrupa 245
E madame 225
username-username 205
gatuzina 166
demna_ 157
VAMPIRE_W 154
khatunadz 61
likalikuna 23
xatiaexo 9
სასარგებლო ბლოგები და საიტები სერიალების ბაზა ფლეილისთებით რევიუებითა და ფორუმით :
My Drama Listკორეული კინემატოგრაფიის ფეისბუქ გვერდი:
კორეული კინემატოგრაფიაბლოგი კორეული კულტურის შესახებ:
My Koreaკორეული კუსიკისა და დრამების ფეისბუქ ფანკლუბი:
Kpop-Kdrama Fansსაიტები კორეული სერიალების ონლაინში სანახავადDoramakun.ruAsia-TvDoramaTVGooddramaტორენტები Asia Torrents (Eng)BitTorrent / Rutracker (Rus) This post has been edited by E madame on 20 Mar 2014, 13:33