#40292388 · 21 Mar 2014, 21:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
expansiona კი ბატონო ეხლა ჩართე უბიქუოტებზე მულტიკასტები გაატაროს და WMM ჩართე და ისიამოვნე. კონფიგურაციას რაც შეეხება სილკს სწორადაა აქვს ყველაფერი, ეგრეც უნდა იყოს, უბრალოდ ერთ კაბელში 2 VLAN-ი აქვს გატარებული. ერთია კიდევ WiFi-ს პაკეტები კიდევ დამატებით ენკაპსულირდება ახალ პაკეტში სადაც ჰედერში ემატება WIFI-ს მონაცემები და მეორე ბოლოს ამოკაპსულირებული პაკეტი შესაბამისად ცოტათი ზომაში პატარა გამოდის. ეს კი პრინციპში შეიძლება პაკეტების თავში დაშლას ბოლოში აწყობას ითხოვს და თუ მიმღებ აპარატურას ამის შესაძლებლობა არ აქვს ან არაა შესაბამისად დაკონფიგურირებული შეიძლება პრობლემებიც შექმნას. თუმცა ეს უკანასკნელი არ მგონია უფრო პირველ ვარიანტს მიაწექი, თავში რომ დაგიწერე იმას. კიდევაა ის რომ შეიძლება სილკი ტელევიზიისათვის ჯამბო პაკეტებს იყენებს და უბიქუოტები კი ვერ ატარებენ მაგხელა პაკეტებს, თან უბიქუოტი თავისი ენკაპსულაციის ალგორითმს იყენებს და შეიძლება ამანაც იმოქმედოს.
This post has been edited by levanking on 21 Mar 2014, 21:54
|