BuTroSS_buTroSS_GaLIთუ კარგი ხარისხით უყურებ თამაშს მე არ მიშლის.
მეორეს მხრივ ესაც ცალკე საქმეა რომელსაც ცოდნა უნდა ოდნავ თუ გადაამლაშე მართლა გამოდის ირანული საქონელი ლილოს ბაზრობაზე

აი კალათბურთი ავიღოთ სადაც პირველად NBA-ში იყო ნახატები პარკეტზე.
მაგის გარეშე წარმოუდგენელია. ჩიკაგოში ხარის თავის მაგივრათ რომ ჩვეულებრივი წრე იყოს ვერ წარმომიდგენია.
მაგრამ ეს ევროპული მოედნები და ყველაგან რეკლამები ტრაკზე, ზურგზე, საყელოზე ნერვებს მიშლის.
ასევე ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატშია გუნდებს 10 ადგილას აწერიათ სარეკლამო სლოგანი და ეგაც არ მომწონს სასტიკად.
ბარსას გულსემატკივრობა თავის დროზე რომ დავიწყე ერთ-ერთი (არა ყველაზე მნიშვნელოვანი) ფაქტორი ის იყო რომ მაისურები ყოველგვარი წარწერის გარეშე ეცვათ და ესთეტიურად ლამაზი იყო. რეალს კიდე ეწერა საკმაოდ უხარისხო ტექნიკის მწარმოებლის სახელი ტეკა

დავუბრუნდეთ ისევ რაგბს ძაან გადავხტი ეხლა.
რაგბი ლიგაში გაცილებით მეტი წარწერაა მოედანზე ვიდრე ირბ-ულში.
საერთოდ ასე მგონია ეგ საქმე მაგათ დაიწყეს და აყვნენ მერე ესენიც.
მაგრამ ნრლ-ს აქვს კარგი ლოგო.
ეს აუცილებლადაა მოედანზე.
ხშირ შემთხვავაში ორივე გუნდის ემბლემაც.
ესენი ისეთი ჯიგრულებია რომ პირიქით უფრო მიგიზიდავს თამაშის საყურებლად.
ასევ მოედნზეა სხვა რეკლამებიც ძირითადად ლუდის ან ტოტალიზატორების.
მაგრამ ისეთ ფერებში რომ ჯდება საერთო ფონში და არ მოქმედებს ნერვებზე.
ინგლისურ სუპერლიგას ჯერ საშინლად არაესთეტიური ლოგო აქვს.
მერე გადაღების რაკურსიც უარესია.
და ატყობ რომ ეს მოედანზე დადღაბნილები არ უხდება ამ ყველაფერს.
ისევ და ისევ ხარისხისკენ მივედით.
კარგად გაკეთებული ასატანია, ცუდათ ხელის შემშლელი.
კარგი ერთმნიშვნელოვნად არ არის.