#40155897 · 11 Mar 2014, 00:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წელს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, 75 წელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან, 25 წელი ბერლინის კედელის დანგრევიდან.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებით დასრულდა ეგრეთწოდებული “belle epoque“ მშვენიერი ეპოქა როდესაც ევროპის ქვეყნებში მშვიდობა სუფევდა და ქვეყნების განვითარება წინ მიდიოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაუსრელებელი პრობლემები იქცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი, მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა ბირთვული იარაღის შექმნა რამაც მინიმუმდე დაწიე დიდ ქვეყნებს შორის სერიოზული ომის საშიშროება, მეორე მსოფლიო ომის შედეგია გაერო და თანამედროვე მსოფლიო წესრიგი ასევე ევროკავშირის დაარსება. 25 წლის წინ დაინგრა ბერლინის კედელი, რაც სიმბოლო იყო ახალი ეპოქის დადგომისა მსოფლიოს მასშტაბით რის შედეგადაც კაპიტალიზმი გახდა წამყვანი ეკონომიკური სისტემა და მსოფლიოს დაყოფას სამ ნაწილად დღეს მხოლოდ ეკონომიკას უკავშირებენ. ზოგმა ეს ისტორიის დასასრულადაც კი მონათლა მაგალითად ფრენსის ფუკუიამამ, ერთი სიტყვით ეს სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა რამაც დიდწილად განსაზღვრა მე - 20 საუკუნე. შევაფასოთ ეს მოვლენები.
This post has been edited by Barney Gumble on 11 Mar 2014, 00:28
--------------------
ლუდი და ქალები
|