ჩემი მოკლე აზრი ამ ყველაფერზე, რასაც ეს თემა ეხება. ეს ორგანიზაცია მოახერხებს და თავის თავს თავადვე გაინადგურებს.
თბილისში, ჩუბინაშვილის #38-ში მდებარე შენობაში, სადაც 1904 წლიდან ჯერ ტანმოვარჯიშეთა კლუბი იყო, ხოლო ბოლო 40 წლის მანძილზე მოჭიდავეთა დარბაზი ფუნქციონირებს, დაახლოებით ერთი თვის წინ მონაზონი შესახლდა, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქის კუთხევით ამ შენობაში დედათა მონასტერი უნდა გაიხსნას.
მოჭიდავეთა კლუბის ერთ–ერთი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჭყონია ჰყვება, რომ მანამდე ამ ოთახში დევნილები ცხოვრობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც დევნილთა ოჯახმა ბინა მიიღო, ოთახში მონაზონი შესახლდა, რომელიც ამბობს, რომ იქ პატრიარქის კურთხევით იმყოფება და ამ შენობის ნაცვლად მალე დედათა მონასტერი აშენდება.
იმ შენობის გვერდით, სადაც მოჭიდავეთა კლუბია, რამდენიმე წლის წინ ეკლესია აშენდა. როგორც ალექსანდრე ჭყონია იხსენებს, მოჭიდავეთა კლუბის შენობის დაკავება მაშინაც უნდოდათ:
“ეკლესიას რომ ხედავთ ამ შენობის გვერდით, ადრე იყო მანდ ფეხბურთის მოედანი, ოქროსუბნის ბავშვები თამაშობდნენ, ტურნირები ტარდებოდა. მერე მოვიდა საპატრიარქო, თქვა, რომ აქ იყო ეკლესია და მოდი, ავაშენოთ თავიდანო. კი, ბატონო, ააშენეს. ამის მერე დაგვიწყეს - თქვენი შენობაც ჰგავს ეკლესიასო და ამის დანგრევაც უნდოდათ, მაგრამ ეს მაშინ არ დაუნგრევიათ. ახლა მოვიდა ეს ქალი, ყველანაირი საბუთის გარეშე ჩასახლდა და გვეუბნება, მაჩვენეთ საბუთი - თქვენ რატომ ხართ აქო, აქ მონაზვნები უნდა დასახლდნენ და გალობა უნდა იყოსო. ერთხელ პატრულიც კი გამოიძახა და ჩვენს გაგდებას ითხოვს”, – ამბობს ალექსანდრე ჭყონია. ის წუხს, რომ შენობაში, სადაც არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა, საჭიდაო დარბაზის გაუქმება უნდათ:
“მე, პირადად, 20 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ. ჩვენ ორი მწვრთნელი ვართ, ორივეს მსოფლიო ჩემპიონები გვყავს გაზრდილი. არ მინდა დარბაზი გააუქმონ, მაგრამ ხმას ვიღებთ და ყველანი გვეუბნებიან - ეკლესიის წინააღმდეგ როგორ მიდიხართო. ეკლესია ჩვენც გვწამს, ღმერთი გვწამს, მონაზონს ვეუბნებით - პატრიარქის წერილი მაინც გვანახე, თუ საპატრიარქოდან ხარ-თქო და არავის არაფერს არ გვაჩვენებს. პატრიარქის წერილი რომ ჰქონდეს, კიდევ შეიძლებოდა რაღაცა დაგვეთმო”, – ამბობს მწვრთნელი.
მონაზონი, რომელიც “ნეტგაზეთს” დედა ელისაბედის სახელით გაეცნო, ინტერვიუზე უარს აცხადებს, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ მას სხვა საცხოვრებელი ფართი გააჩნია და ამ ადგილზე მხოლოდ იმის გამო მოვიდა, რომ შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეშია ჩართული. მისი თქმით, ამ საკითხზე ის პირადად პატრიარქსაც შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური დოკუმენტები არ არსებობს, შენობის გადაცემაზე თბილისის მერიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შენობაზე ჯვარია გამოსახული, რის გამოც აცხადებდნენ, რომ ადრე შესაძლოა მონასტერი ყოფილიყო.
დამანგრეველი ლოგიკაა.
დეტალურად აქ.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/29499/.htm\P.S ქართულ სპორტს კიდევ ეს უნდოდა?

ახალი პრობლემა გაჩდა.
უხეში სათაურო არ მინდოდა გამომსვლოდა, თორემ ეს პირდაპირი მითვისება და წართმევაა.