#40321259 · 24 Mar 2014, 10:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა 08:59 24-03-2014 24-26 მარტს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართება. დღეს ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვევიან, სადაც მრგვალი მაგიდა გაიმართება. ასამბლეის წარმომადგენლები შეხვდებიან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებსა და დეპუტატებს: ირაკლი სესიაშვილს, ზურაბ აბაშიძეს, თედო ჯაფარიძეს, ვიქტორ დოლიძეს, ირაკლი ჩიქოვანს, გიორგი ვოლსკის, გიორგი ბარამიძეს, თინათინ ბოკუჩავას, ზვიად კვაჭანტირაძეს, დავით დარჩიაშვილს და გიორგი კანდელაკს. შეხვედრაზე საქართველოს შიდა რეფორმებზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ნატო-ს როლზე, ასევე, რეგიონულ სტაბილურობაში საქართველოს როლზე ისაუბრებენ. დღესვე დელეგაციის წევრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. დღის ბოლოს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის მეორე დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდებიან, რომელთა შორის ვასილ სიხარულიძე, ნიკა ჩიტაძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ალექსანდრე რონდელი, კახა გოგოლაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ვახტანგ მაისაია, ეკა გოგუაძე, მარინა მუსხელიშვილი, თამარ გვარამიძე, ნინო ლომჯარია, თეონა აქუბარდია და გია ნოდია არიან. ასევე გაიმართება შეხვედრები პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე დავით დონდუასთან, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ელენე გოცაძესთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძესთან. სტუმრები ვაზიანის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ, ასევე, დაგეგმილია გამგზავრება საქართველო-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის მუშაობის გაცნობის მიზნით, სოფელ ოძისის მონახულება, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სათავო ოფისში სტუმრობა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან გრისტთან შეხვედრა, რის შემდეგაც მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.
იპნ
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|