დღეს, 24 მარტს, თბილისში, კინოს სახლთან გაიმართა აქცია „საქართველოში ევრაზიული კავშირის პოლიტიკას- არა“, რომელიც აპროტესტებდა კინოს სახლში, ევრაზიული კავშირის ორგანიზებით, 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ.
აქციის მონაწილეთა აზრით, ფილმის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს და ნაწილობრივ გააცნოს ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან არა მხოლოდ იუგოსლავიის სახელმწიფოს, არამედ მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რაც პირდაპირ კრემლის დაკვეთას წარმოადგენს.
„ევრაზიული კავშირი და ევროატლანტიკური სივრცე ერთად წარმოუდგენელია, ორგანიზაცია ფინანსდება კრემლიდან, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს სთავაზობს საზოგადოებას ფილმის სახით,“ – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ეროვნული უშიშროების საკითხებში, აქციის ორგანიზატორი გოჩა გვარამია.
აქციის მონაწილეებსა ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი შელაპარეკა გაიმართა. კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლაც მობილიზებულია სამართალდამცავები.
ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, ფილმის მიზანი მხოლოდ ისტორიული ფაქტებისა და იუგოსლავიის რეალური მდგომარეობის გაშუქებაა. ქვეყნის პოლიტიკური კურსი საზოგადოების გადასაწყვეტია. ფილმს ესწრება საზოგადოების ნაწილი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაზარალდა. აქციის მონაწილეები კი წინა მთავრობით მოწამლული ადამიანები არიან, რომლებსაც როცა დაუძახებენ მაშინ გამოძვრებიან ხოლმე სოროებიდან და ნაქირავები ბინებიდან.
ფილმის საყურებლად მოსული რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ივანე გამრეკელი აქციის მონაწილეებმა იუდა- იუდას ძახილით შეაცილეს კინოს სახლში. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მოამზადა სალომე ჩადუნელმა
http://www.ireporter.ge/?p=64814 This post has been edited by sexi-bicola on 24 Mar 2014, 14:12
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █