აბა ნაცებო გამოთქვით თქვენი აზრი
ერთ ვერსიას მე მოგაწვდით: ეტყობა არ იცოდა მიშას პროკურატურაში დაბარებია შესახებ ...
ჯონ ქერი ღარიბაშვილს - თქვენი საჩუქარი ყოველთვის მომაგონებს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს
16:26 26-03-2014
ჯონ ქერი ღარიბაშვილს - თქვენი საჩუქარი ყოველთვის მომაგონებს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისგან წერილი მიიღო. წერილი "ფეისბუქში" პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა საზიარო ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა. იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცებას მომდევნო თვეებსა და წლებში.
მადლობას მოგახსენებთ საჩუქრისთვის, უმშვენიერესი სკულპტურისთვის. თქვენი საჩუქრის სიმბოლური მნიშვნელობა გულისამაჩუყებელია. ის ყოველთვის მომაგონებს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს", - ნათქვამია ჯონ ქერის წერილში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...kavshirebs.html