#40333955 · 25 Mar 2014, 11:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sun-dance:)
QUOTE | აუ რაღაცა პდფ–ები ვერ გადამყავს მობიში |
PM მომწერე და დაგეხმარები
QUOTE | და ამ ლიტ.გე–ს დედაც რა მართლა კინდლისთვის ვერ გადამყავს მაგის წიგნები მაინც არ ვიყიდი მაგათ ფარჩაკ რიდერს.. |
Nook Simple Touch ALEX_CARDOUQUOTE | რა საავტორო უფლებები? როგორ ხდება ეგ? დოსტოევსკის ან ბალზაკის საავტორო უფლებებს ვინ იცავს? ვინც თარგმნის?
და ძველი ნათარგმნი წიგნები? ყველა წიგნზე ვრცელდება საავტორო უფლებები? მიუხედავად იმისა,რომ ავტორი ან მთარგმნელი გარდაცვლილია? |
სიმართლე რომ გითხრა, კანონი დაწვრილებით არ გამირჩევია. ვინც თარგმნის, იმისია საავტორო უფლებებიც, რა თქმა უნდა.
აი, შენ კითხვაზე პასუხი:
მუხლი 34. ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენება 1. ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან, დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებზედაც, რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ავტორთა პროფესიულ ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს. ანარიცხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს. (03.06.2005 N 1585)
This post has been edited by guramus on 25 Mar 2014, 11:06
|