Camper-Teardrop(პატარა მოდელი)

ფასები ამერიკაში საშუალოდ 9 000$(ახალი) ერთ-ერთი ყველაზე პატარა კემპერი სრულად დახურული, მინი ნიჟარით, მინი თერმოს მაცივრითა და ორ კამფორიანი გაზქურით, ასევე გააჩნია სათავსოები და სახურავზე ვინტილაცია, კემპერში გათვლილია ორი კაცისთვის დასაწოლი ადგილი.

მისი გაკეთება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას და ტექნოლოგიურ განვითარებას, ბევრი ამერიკელი მას საკუთარ სახლში აწყობს!

ყველა იწყობა მსუბუქი მეტალისგან დამზადებულ ძარაზე(ჩინეთში იყიდება გამზადებული ძარა ბორბლებით) ხისგან, და მერე აკრავენ ალუმინს ან სხვა რამეს რო არ დალპეს, ან ხეს უსმევენ რაღაც ნივთიერებას, მოკლედ რომ ვთქვა ინდივიდუალურია როგორს გააკეთებ.

Camper -ქართულად კემპერი იქნება?
უქმეებზე დასვენების საუკეთესო საშუალებაა, კემპერი არ მოითხოვს არანაირ დამატებით საბუთს, და მის ჩასაბმელად ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილი გამოდგება.(მართვის მოწობის B კატეგორია, მისი წონა არ აღეატება 750კგ-ს)
ქალაქგარეთ გასვლა და დასვენება საკუთარი ავტომობილით კემპერის გარეშე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ერთი დღით გასვლა ბევრი მიზეზის გამო არასასიამოვნოა(დროს რულზე ჯდომაში კარგავ და დასვეებისთვის დრო აღარ გაქვს), ხოლო რამდენიმე დღით გასვლა კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს(ავტომობილში ძილი სავარძლის ფორმას რომ იღებ საშინელებაა, თან არც ცხელი საჭმელი გაქ და არც ცივი სასმელი), ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის წინ ეს პრობლემა კემპერის საშუალებით გადაჭერს.
არსებობს ბევრი მოდელი(დიდი კემპერები) მაგრამ ვფიქრობ რო საქართელოში ამით უდნა დაიწყოს შიდა ტურიზმის განვითარება!
მას აქვს ორ კაციანი საწოლი, გასქურა, მაცივარი!
კითხვა:
1) როგორ ფიქრობთ არ მოვიდა დრო ქართველებმა უქმეებზე დაისვენონ ადამიანურად კემპერის საშუალებით, ისე როგორც განვითარებულ ქვყნებში?
2) თუ საქართველოში აიწყობა კემპერები და ექნება მას ქართველებისთვის მისაღები დაბალი ფასი და კარგი ხარისხი, ქართველი მას შეიძენს?
3) თუ არ შეიძენს მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ქართველებმა ეს შეიძინონ?
მე მაქ იმედი რომ ქართველები გაახილებენ(ან გავახელინებთ რეკლამებით და კიდევ ბევრი რამით) თვალებს და შეიძენენ მას.
ყველაზე დიდი სირთულე საუკეთესო ბიზნეს გეგმის შედგენა იქნება!!!!!!!!!
პ.ს არ მიიღება პასუხი, ფული(აქ არ ეღირება 9 000$ რა თქმა უნდა ბევრი მიზეზის გამო) არ აქვთ და მანქანები არ ყავთოო!
პ.ს.ს ყველა ადამიანის გაბედნიერება ჩემი ოცნებაა და გულს ნუ მატკენთ უაზრო კომეტარებით, შეეხეთ მხოლოდ თემას!
თემას ნურსად ნუ გადაიტანთ, თანხასაც ვიშოვი და დურგლობასაც ვისწავლი და ექსპორტზეც გავალ!