ძალიან სწორი მიდგომაა.
მაქსიმალურად, უნდა მოხდეს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინტიტუტების მოძლიერება.
მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ევროპასთან ყველა დონეზე ინტეგრაცია დაწყებული ეკონომიკურიდან დამთავრებული სამართლებრივ და კულტურულით.
მეტი არც არაფერი არ გვჭირდება.
ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გვაძლევს საჭირო ბერკეტებს რომ ქვეყანა ერთ 10-15 წელიწადში საშუალო ევროპულ დონეზე მივიყვანოთ ეკონომიკურად და დემოკრატიულად.
ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსეთთან სამხედრო კომფრონტაციის თავიდან აცილება და შიდა სტაბილურობის შენარჩუნება.
მე მჯერა რომ საქართველო სულ რომ არ მიიღონ ევროკავშირში უახლოეს პერიოდში, ჩვენ ამის და მიუხედავად მაინც ვისარგებლებთ თითქმის ყველა იმ სიკეთეებით რაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ.
ნატოს რაც შეეხება, თუ ახლა მოგვცეს MAP, ეს იმის ნიშანი იქნება რომ მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ფრთხილობს მას საქართველო ნატოში აწყობს და უნდა და მერე ეს დროის საკითხი იქნება. თუმცა მეეჭვება დემოკრატებმა მითუმეტეს ობამას თამადობით MAP მოგვცეს. რესპუბლიკელები უნდა მოვიდნენ, განსაკუთრებით მარკ რუბიომ თუ გაიმარჯვა, MAP ყველაშემთხვევაში მოგვცემენ, მაგრამ მანამდე დიდი დროა და თუ ამერიკის ახლანდელი ხელისუფლების ნება არ არის შეიძლება მანამდე საერთოდ გაიყინოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი.
მე მინც მინდა ოპტიმისტად დავრჩე და ვიფიქრო რომ საქართველოს MAP-ს მისცემენ, მაგრამ შანსები ძალიან დაბალია ჩემი აზრით.
მოკლედ მთვარია რუსეთმა არ ჩაგვყლაპოს და ჩვენ რაღაცას ვიზამთ