ინტერნეტით მოიძიე ბიზნეს-გეგმის ფორმა, შაბლონი. თუ ინეტში ვერ ნახავ, არ დაიზარო, მიდი საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარი დაგეხმარება ბიზნეს-განყოფილების პოვნაში და იქაა წიგნები ბიზნეს-გეგმის შედგენაზე. თუ შაბლონური დეტალები არ გაითვალისწინე, ბანკი სესხს არ მოგცემს. მაგრამ დამწყებს კონკრეტულად მაგ საქმეზე ისედაც არ მოგცემს

ანუ ნუ გექნება იმედი, რომ მიხვალ, ბიზნეს გეგმას აჩვენებ და სესხს დაგიმტკიცებენ ბიზნესის დასაწყებად, საქართველოში სტარტაფები არ ფი-ნან-სდე-ბააააა.
მაშინ რამე ქონება უნდა ჩადო, რომ სესხი აიღო. თუ ამდენს გარისკავ, რაც ზემოთ ჩამოთვალე, მაგათ გარდა ყურადღება მიაქციე რეკლამას და აუცილებლად ასორტიმენტს. მე თავის დროზე ერთ პატარა ბიზნესში სწორედ ასორტიმენტით ვაჯობე ჩემზე ბევრად ადრე გახსნილ კონკურენტებს. გააკეთე დართო ასორტიმენტი და გააფორმე მაგრად. ინეტიდან ამოიღე ნიმუშები, რეცეპტები... თვალი ჭამს და თვალი სვამს. ამას დაუმატე გარე რეკლამა რაიმე მიმზიდველი სლოგანით. ერთ კარგად მოფიქრებულ სლოგანს შეუძლია გაყიდვები გაგიორმაგოს და მიაქციე ამას ყურადღება. შეხედე საქმეს მომხმარებლის თვალით. ანუ შენ რომ საკონდიტროში ყიდვას აპირებდე, როგორ საკონდიტროში იყიდიდი და რატომ? მაგრამ მთლად შენ თავსაც არ მიენდო. ადამიანი სხვადასხვანაირია. ამიტომ მაქსიმალურად დაუსვი იგივე კითხვა ახლობელ-მეგობრებს და პასუხები გაითვალისწინე.
გარე რეკლამები მე რაც ვიცი, ელიავაზე კეთდება 50-დან 100 ლარამდე
* * *
ეს ვიგულისხმე მეტრო-ნახევარ მეტროზე და მასალებს გააჩნია კიდე.
წარმატებები